კუკიაზე დაჭრილი პოლიციელი გიორგი მეტრეველია

კუკიაზე დაჭრილი პოლიციელი გიორგი მეტრეველიაშსს-ს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი, 55 წლის გი­ორ­გი მეტ­რე­ვე­ლი კუკიაზე დაჭ­რეს, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ის 12 დე­კემ­ბერს ღა­მით 1:00 სა­ათ­ზე შე­იყ­ვა­ნა. “ტვ პირ­ვე­ლის” ინ­ფორ­მა­ცი­ით დაჭ­რილს შეყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია, ექი­მე­ბის თქმით, 55 წლის მეტ­რე­ველს 4 ჭრი­ლო­ბა ცე­ცხსას­რო­ლი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

მეტ­რე­ველს ერთი ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და, ახლა კი კი­დევ ერთი ოპე­რა­ცი­ის­თვის ამ­ზა­დე­ბენ. მე­დი­კოს­თა ცნო­ბით, მა­მა­კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა და იმ­ყო­ფე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

გი­ორ­გი მეტ­რე­ვე­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უკვე და­ა­კა­ვეს 65 წლის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, მას გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­ყე­ნე­ბას ედა­ვე­ბა.

ამბები