ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმედგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულებს 16 -16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. „ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ორი […]
კატეგორია: სამართალი
ნატალია ილიჩოვა ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვას ითხოვს
კარტოგრაფების საქმე – დაკავებული ნატალია ილიჩოვა თვლის, ირაკლი ღარიბაშვილიც უნდა გამოიკითხოს. ილიჩოვა უფლებადამცველებმა დღეს მოინახულეს და საქმის მასალები გააცნეს. კარტოგრაფი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს: “უფრო მეტად გააძლიერა სასამართლოს გადაწყვეტილებამ, როდესაც მან არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან, თავდებობასთან დაკავშირებით, მან დაინახა, რომ სასამართლო სრულად მოქცეულია პოლიტიკური გავლენების ქვეშ, უნდა გამოიკითხოს ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა ყველანაირად […]
ჯაბა ადამიას მკვლელობისთვის ნიუ იორკის პოლიცია შავებში ჩაცმულ თერთკანიან მამაკაცს ეძებს
ნიუ იორკში, ბრუკლინში 18 წლის ჯაბა ადამიას და მისი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. “ჯაბა ადამიას კვირას, საღამოს 5:30 საათზე, E. 21-ე სტრიტზე, ქვენტინ როუდის გვერდით დაესხნენ თავს და დანით ჭრილობები მიაყენეს. ეს მოხდა შიპშედ ბეიზე მდებარე მისი სახლიდან დაახლოებით 1 მილის მოშორებით”, – ამბობენ ნიუ იორკის პოლიციაში. პოლიცია ეძებს მთლიანად შავებში ჩაცმულ თეთრკანიან […]
12 წლის მოზარდი ქარელის სკოლის მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს
12 წლის მოზარდი ქარელის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. მოზარდმა მომხდარის შესახებ ოჯახის ერთ-ერთ წევრს აცნობა, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება. ამ დროისათვის უკვე გამოკითხულია მასწავლებელი, რომელიც ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. “არაფერი არ ყოფილა. პოლიცია იყო სკოლაში, დაათვალიერეს ვიდეო კამერები, მაგრამ არაფერი. 20 წელია ვმუშაობ, დამოკიდებულება მქონდა ისეთი, როგორც მასწავლებელი ბავშვთან. ან რატომ გახმიანდა ასე არ […]
ფონიჭალაში მამაკაცი მოკლეს
სოფელ ფონიჭალაში საცხოვრებელ სახლთან მამაკაცი ჩაცხრილეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. როგორც” რუსთავი2-ს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძებო მოქმედებები.
პრაღაში ძებნილი ბაჩუკი ჯალაღონია პოლიციას ჩაბარდა – მას 29 წლის მამაკაცზე თავდასხმა ბრალდება
პრაღაში ძებნილი ქართველი პოლიციას ჩაბარდა. შსს მადლობას უხდის მედიას და აღნიშნავს, რომ ბრალდებული ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში მივიდა. საქმეზე გამოძიება სხეულის განსაკუთრებით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, პრაღის ცენტრში მომხდარი მძიმე დანაშაულისთვის პოლიცია ბაჩუკი ჯალაღონიას ეძებდა. საქართველოს მოქალაქე ერთ თვეზე მეტია მიმალვაში იმყოფებოდა. მას 29 წლის მამაკაცზე თავდასხმას ედავებიან, რომელსაც […]
10 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედებისთვის სიღნაღში მამაკაცი დააკავეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 10 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცველები ახალგაზრდა კაცს მეზობელ გოგოსთან გარყვნილ ქმედებას ედევებიან. ბავშვის ოჯახმა მომხდარის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5- დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იპნ
პრაღის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს ეძებს
პრაღის პოლიცია თავდასხმაში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქეს ეძებს. ჩეხური მედიის ინფორმაციით, 27 წლის პირმა ოქტომბრის დასაწყისში პრაღის ცენტრში 29 წლის კაცს მძიმე დაზიანებები მიაყენა. პოლიცია საქართველოს მოქალაქის ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მას თან შესაძლოა იარაღი ჰქონდეს. სამართალდამცავმა ორგანომ შესაბამისი ზომები მიიღო საზღვრებზე ეჭვმიტანილის შესაძლო გაქცევის გამო. ძებნილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, პირი […]
აშშ-ის ვიზებთან დაკავშირებული თაღლითობისთვის ჯიმი მაქაცარია და სოფიო ჩაგანავა დააკავეს
სამართალდამცავებმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე, ჯიმი მაქაცარია და სოფიო ჩაგანავა, დააკავეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს ორი მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული ვ.მ. და 1985 წელს დაბადებული ს.ჩ., […]
პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავებმა 2 პირი დააკავეს
სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. დაპირისპირება სამართალდამცავებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირზე საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის უფლება არ მისცა. ამ დროისთვის, პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.









