შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებისა და სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, თბილისში 2 პირი დააკავეს. 1974 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.ხ.-სა და 1997 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, […]
კატეგორია: სამართალი
ტაქსის კოვიდინფიცირებულ მძღოლს, ბ.ჭ.-ს, მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე – ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, […]
“ხატიამ ცესკოს დასაჭერთა სიაში ჩაგვაწერინა შენი თავი” – რა მისწერა თედო გობეჯიშვილს აკაკი კობალაძემ
საქართველოს გენერალური პროკურატურა ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს. კერძოდ, საგამოძიებო უწყება ასაჯაროებს სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძის მიმოწერას, რომლებიც, უწყების განმარტებით, ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად თეოდორე გობეჯიშვილს […]
მამა შვილის და მისი მეგობრების მიმართ სექსუალურ ქმედებას ეწეოდა და ამას ვიდეოზე იღებდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.გ., დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილის და შვილის თანატოლი მეგობრების […]
თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე თავდასხმისთვის 2 პირი დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი – 1984 წელს დაბადებული ვ.ნ. და 1973 წელს დაბადებული ი.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, “ტტ”-ს სისტემის პისტოლეტითა […]
პოლიციელმა საქართველოს ბანკი გაძარცვა – 10.000 ლარის გატაცებისთვის ი.ჯ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ი.ჯ. დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 27 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, […]
დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც 7 კგ ჰეროინი აღმოუჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1979 წელს დაბადებული ა.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ა.ა. ლაგოდეხი-ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე იმ დროს […]
ხათუნა კოტრიკაძის შვილს, გოგა გოგიას, სააპელაციომ სასჯელი 4 წლამდე გაუზარდა
მსახიობ ხათუნა კოტრიკაძისა და ფეხბურთელ დავით გოგიას შვილს, გოგა გოგიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულით სასამართლომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. გოგა გოგია 2019 წელს, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადევნების ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სწორედ, აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა მეორე ინსტანციის სასამართლომ. გოგა გოგია […]
ადვოკატი ნიჟარაძე – “ჩემს კლიენტებს ინტელექსპრესი არ გაუძარცვავთ”
ქუთაისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინტელექსპრესის” ქურდობის ფაქტზე დაკავებული პირები ბრალს არ აღიარებენ. როგორც დაკავებულების ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე აცხადებს, საქმეში მათი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. მიგვაჩნია, რომ წარდგენილ ბრალდებაში არიან უდანაშაულოები. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მათ ბრალეულობას. აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. ამოღებული თანხა, რომელიც არ არის დიდი ოდენობის […]
ასლან ვაშაყმაძემ ფოთში პოლიციელები ცემა – ის დააკავეს
ასლან ვაშაყმაძე, რომელმაც ვიდეომიმართვისას მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდა, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი “facebook”-ის საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ. უწყების ცნობით, […]










