კატეგორია: სამართალი

კლდიაშვილზე 16 წლის კ.ჩ.-ს დაჭრისთვის 36 წლის გ.ქ. დააკავეს – ვიდეო

კლდიაშვილზე 16 წლის კ.ჩ.-ს დაჭრისთვის 36 წლის გ.ქ. დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ქ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ […]

ქუთაისში 19 სექტემბერს “მისო ინტელექსპრესის” გაძარცვისთვის გ.მ. და ს.ჯ. დააკავეს – ვიდეო

ქუთაისში 19 სექტემბერს "მისო ინტელექსპრესის" გაძარცვისთვის გ.მ. და ს.ჯ. დააკავეს - ვიდეო

19 სექ­ტემ­ბერს ქუ­თა­ის­ში დიდი ძარცვა მოხდა. დამნაშავეებმა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სარ­და­ფი­დან ია­ტა­კის ამოჭ­რის გზით შე­აღ­წი­ეს კომ­პა­ნია „მისო ინ­ტე­ლექ­სპრე­სის“ ფი­ლი­ა­ლის სა­ცა­ვის ოთახ­ში, სა­დაც, ლი­თო­ნის სა­ცა­ვის კა­რის გაჭ­რით, ფა­რუ­ლად და­ე­უფლნენ თან­ხას და ოქ­როს ნივ­თებს. „სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გ.მ. ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში და­ა­კა­ვეს. ს.ჯ. კი და­კა­ვე­ბულ იქნა ქუ­თა­ის­ში, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას […]

სროლა კლდიაშვილის 15-ში – 2 ახალგაზრდა დაჭრეს

სროლა კლდიაშვილის 15-ში - 2 ახალგაზრდა დაჭრეს

დაჭრა თბილისში – კლდიაშვილის ქუჩაზე 15 ნომერში 2 ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ადგილზე ამ დროისათვის პოლიციაა მობილიზებული. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრას წინ ჩხუბი უძღოდა და მეზობლებმა გასროლის ხმაც გაიგეს.

პროკურატურაში გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა დასრულდა

პროკურატურაში გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა დასრულდა

გენერალურ პროკურატურაში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა დასრულდა.როგორც მან ჟურნალისტებს გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, გამოძიების კითხვები ეხებოდა მისი მინისტრობისა და უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდს და მან გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა. “კითხვები იყო ძალიან ბევრი, ზოგი იყო ტექნიკური ხასიათის. ძირითადად ეხებოდა ჩემს საქმიანობას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე და საგარეო საქმეთა მინისტრის […]

“სამჯერ ისროლეს და შემოვარდნენ” – თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ყაჩაღებმა გაძარცვეს

"სამჯერ ისროლეს და შემოვარდნენ" - თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ყაჩაღებმა გაძარცვეს

გუშინ, 30 ნოემბერს, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი პირი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში შეიჭრა. მათ დაცვის თანამშრომლებს ჩაკეტილი კარის გაღება მოსთხოვეს, მოგვიანებით კი ცეცხლი გახსენს, რის შედეგადაც შენობის ინვენტარი დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რაც შეეხება წაღებულ თანხას, წინასწარი ინფორმაციით, მძარცველებმა 3.500 ლარი წაიღეს. “ორი ადამიანი იყო, თანამშრომელს კარის გაღება მოსთხოვეს, როცა დაცვის თანამშრომელმა მათი […]

გელა ბეჟუაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

გელა ბეჟუაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

დავით გარეჯის საქმეზე დღეს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გელა ბეჟუასშვილს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხავენ. როგორც ცნობილია, ბეჟუაშვილი უწყებაში 13:00საათზეა დაბარებული. საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის მცდელობის საქმეზე გამოძიება ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ წარდგენილი მოცულობითი მასალების საფუძველზე დაიწყო. რუკებთან ერთად, ბიზნესმენის მიერ ქართული მხარისთვის გადაცემული მასალები სხვადასხვა სახის დოკუმენტებსაც მოიცავს. მათ შორის არის 2007 წლის 30 […]

ქუთაისის კლინიკიდან დაკარგული მამაკაცის ცხედარი ტყეში იპოვეს

ქუთაისის კლინიკიდან დაკარგული მამაკაცის ცხედარი ტყეში იპოვეს

ქუთაისში კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “კურიერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პაციენტის ცხედარი კლინიკასთან ახლოს, ტყეში სამართალდამცველებმა იპოვეს. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან  27 ნოემბერს გაუჩინარდა. მან კლინიკა უკანა კარიდან დატოვა. კლინიკაში აცხადებდნენ, რომ მამაკაცს კლინიკა 28 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ღამით კლინიკიდან გაიპარა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ივერი მელაშვილი - "ამ ბრალდებით მე ვერ ვიცოცხლებ!"

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლებას მოითხოვდა. საქმის პროკურორი […]

მშობელს, რომელიც შვილებს მათხოვრობას აიძულებდა, პატიმრობა შეეფარდა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებულ ვ.ე.-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ვ.ე.-მ სარგებლის მიღების მიზნით, შეიმუშავა არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა. “ექსპლუატაციის მიზნით, 2019 წლიდან აიძულა მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები ლ.ე. […]

შსს-მ რუსეთის მოქალაქე დააკავა – ამოღებულია 1 კგ ჰეროინი, 8.390 ლარი და 400 დოლარი

შსს-მ რუსეთის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია 1 კგ ჰეროინი, 8.390 ლარი და 400 დოლარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1973 წელს დაბადებული ა.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, „ჰეროინის“ […]