ჯაბა ადამიას მკვლელობისთვის ნიუ იორკის პოლიცია შავებში ჩაცმულ თერთკანიან მამაკაცს ეძებს

ჯაბა ადამიას მკვლელობისთვის ნიუ იორკის პოლიცია შავებში ჩაცმულ თერთკანიან მამაკაცს ეძებსნიუ იორკში, ბრუკ­ლინ­ში 18 წლის ჯაბა ადამიას და მისი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

“ჯაბა ადა­მი­ას კვი­რას,  სა­ღა­მოს 5:30 სა­ათ­ზე, E. 21-ე სტრიტზე, ქვენტინ როუდის გვერდით და­ესხნენ თავს და დანით ჭრილობები მიაყენეს. ეს მოხდა შიპშედ ბეიზე მდებარე მისი სახლიდან დაახლოებით 1 მილის მოშორებით”, – ამ­ბო­ბენ ნიუ იორკის პოლიციაში.

პო­ლი­ცია ეძებს მთლიანად შავებში ჩაცმულ თეთრკა­ნი­ან მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­იქ­ცა და მი­ი­მა­ლა.

“მან ახ­ლა­ხანს და­ამ­თავ­რა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და კოლეჯში სწავლის გაგრძელებას აპირებდა“, – უთხრა მედიას ჯაბა ადამიას მეგობარმა.

ჯაბა ადამია უკ­რავ­და გი­ტა­რა­ზე და მისი ვი­დე­ო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და.