თბილისში, სოლოლაკში სწრაფი კვების ობიექტი “ანდა” გაძარცვეს. როგორც “მთავარ არხს” წყარო უყვება შემთხვევა დაახლოებით, გუშინ 23 ოქტომბერს, დილის 6 საათზე მოხდა. ჩამტვრეულია დაწესებულების მინის კარი და წაღებულია თანხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179- ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
კატეგორია: სამართალი
ვალერიან ნემსიწვერიძეს დეპუტატ კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვა ედებოდა ბრალად
რატომ ჩაცხრილეს პირი, რომელმაც წარსულში დეპუტატის მკვლელობა დაგეგმა – თბილისში მომხდარი დანაშაულის ერთ-ერთ ვერსიად შურისძიება განიხილება. პოლიცია ამ დრომდე ეძებს პირს, რომელმაც 41 წლის ვალერიან ნემსიწვერიძეს საკუთარ ავტომობილში რამდენჯერმე ესროლა. უცნობია, მოხერხდა თუ არა მომხდარიდან 4 საათის შემდეგ დამნაშავის იდენტიფიცირება. სარაჯიშვილის 38 ნომერთან, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზაზე. “კურიერი” გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და […]
ავჭალაში მოკლული პირი ვალერიან ნემსიწვერიძეა – “ის უკანონოდ იყო ნასამართლევი”
ავჭალაში, სადაც ვალერიან ნემსიწვერიძე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს, ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი მივიდა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისთვის უცნობია, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს მომხდარი. „ბავშვის ნათლია ვარ, ოჯახის წევრებმა დამირეკეს და მოვედი. ეჭვი მეპარება შურისძიებაზე, ჩემი მეგობარი იყო და საკმაოდ კარგად ვიცნობდი. არანაირი ბუნტი, რაც შეეხება ნასამართლეობას, რამდენჯერმე არ იყო, ერთხელ იყო ნასამართლევი და სტრასბურგიდან გადაწყვეტილება ჩამოვიდა, […]
ავჭალაში ჩაცხრილული მამაკაცი მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი
მამაკაცი, რომელიც ავჭალაში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაცხრილეს, “კურიერის” ინფორმაციით, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის იყო ნასამართლევი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათ გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს. შემთხვევა ავჭალის დასახლებაში ერთი საათის წინ მოხდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, გარდაცვლილი, რომელიც თეთრის ფერის ავტომობილში მოკლეს, თავად შეირაღებული იყო. პირი, რომელმაც შუახნის მამაკაცის მიმართულებით გაისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. რუსთავი 2
“5 გასროლა იყო, მიყოლებით გაისროლეს” – ავჭალაში მკვლელობის ახალი დეტალები
თვითმხილველის ინფორმაციით, ავჭალაში, იმ ადგილას, სადაც შუახნის მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, დაახლოებით, ხუთჯერ გაისროლეს. მისივე განცხადებით, სროლის ხმა მიყოლებით იყო. „სროლის ხმა დაახლოებით, ერთი საათის წინ იყო. მიყოლებით გაისროლეს. მე სახლში ვიყავი. სხვა არაფერი ვიცი. დაახლოებით, 5 გასროლა იყო“, – აცხადებს თვითმხილველი. ცნობისთვის, ავჭალაში, მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 236-ე მუხლის მესამე […]
“მოკლულს ხელში იარაღი უჭირავს” – ავჭალაში კაცი მანქანაში ჩაცხრილეს
გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მამაკაცი „იარაღით ხელშია გარდაცვლილი“. „ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე, მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილი. მკვლელმა გაქცევა მოასწრო“, – წერს მელია. მელია სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს. იპნ
“მანქანიდან გადავიდა, წადით და არ გამოიხედოთ, თორემ გესვრითო” – ლაშა შენგელია
ლაშა შენგელია, რომელიც ერთ-ერთია იმ 4 მძევლიდან, რომლებთან ერთადაც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია პოლიციის ავტომობილით დატოვა, აცხადებს, რომ თავდამსხმელმა არ იცოდა, სად წასულიყო. შენგელია მომხდარის დეტალებს „კურიერთან“ იხსენებს. „მე სადაც გეტყვით იქ წადითო, თუ არადა გავხსნი ხელყუმბარასო, ხელში ეჭირა და იცვლიდა, ხელიდან ხელში გადაჰქონდა. თვითონაც კონკრეტულად არ იცოდა, სად წასულიყო. ერთხელ გვითხრა, წადით წალენჯიხისკენო, წავედით, […]
19 წლის მოკრივეს 16 წლის ბიჭმა ზურგში დანა 4-ჯერ ჩაარტყა – რა მოხდა მარტყოფის სასაფლაოზე
მარტყოფში 1 თვის წინ დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა, 19 წლის მოკრივეს 16 წლის არასრულწლოვანმა თანასოფლელმა ზურგში დანა 4-ჯერ ჩაარტყა, ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობა მარტყოფში მდებარე ერთერთ სასაფლაოზე მოხდა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მარტყოფის ცენტრში, მაღაზიასთან დაიწყო. უთანხმოების მიზეზი გარდაცვლილის ოჯახის ვერსიით პირადი ფაქტორი გახდა. 16 წლის ბიჭი ცხელ კვალზე დააკავეს, თუმცა მოკლულის ოჯახი […]
“ოცნების” დეპუტატი გაიტაცეს, მაგრამ მან თავს გაქცევით უშველა
20 ოქტომბერს სოფელ ლეთეთში ქარელის საკრებულოს წევრი ზურაბ ახმედოვი გაიტაცეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ზურაბ ახმედოვი სავარაუდოდ, საკუთარი მანქანით გაიტაცეს. თუმცა “ოცნების” დეპუტატმა თავს გაქცევით უშველა. წყარო “მთავარს” უყვება, რომ “ოცნების” დეპუტატს რამდენიმე ნიღბიანი პირი თავს დაესხა. თავად დეპუტატი დუმს, ინფორმაციას უარყოფენ ახმედოვის ოჯახის წევრებიც, თუმცა, მეზობლები ყვებიან, რომ მოლაპარაკებების შემდეგ გამტაცებლებმა მანქანა სოფელ ხცისთან დატოვეს. გატაცების მოტივი […]
“თავდამსხმელი ცხენით სვანეთში გადავიდა” – რას უყვება “მთავარ არხს” წყარო
სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი ზუგდიდში ცოტა ხნის წინ დატოვა შს მინისტრმა, “მთავარმა” კი აუდიოჩანაწერი მოიპოვა, რომელიც ბანკშია ჩაწერილი მას შემდეგ, რაც თავდამსხმელს მოთხოვნილი თანხა ავთანდილ გალდავამ მიუტანა. ჩანაწერში ისმის, რომ თავდამსხმელი 5 მძევლის წაყვანას ითხოვდა, სამხარეო პოლიციის უფროსი კი სთხოვს, სამი ან ოთხი კაცი წაიყვანოს, რადგან “ამდენს ფიზიკურად ვერ წაიყვანს” “არავის არაფერი არ უნდა დაუშავდეს და […]








