მანქანას, რომელშიც ფრედი ვუდროფი მოკლეს, ელდარ გოგოლაძე მართავდა

მთავარი არხის ეთერში ელდარ გოგოლაძემ, რომელმაც ბიძინა ივანიშვილზე საუბრობდა, ბოლოს საკუთარი თავის გაახსენა საზოგადოებას ფრედი ვუდროფის მკვლელობასთან დაკავშირებით.

90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ელი ფრედი ვუდროფი მოკლეს.

ვუდრო­ფი ცსს-ს (ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო) ოფი­ცე­რი იყო და ოპე­რა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რა­ტის კას­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს სექ­ტორს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ვუდრო­ფი თბი­ლის­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლის სა­ფარ­ქვეშ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს ოპე­რა­ცი­ებს. მისი მო­ნი­ტო­რინ­გით იწ­ვრთნე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის – ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვა და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფი “ომე­გა”.

1993 წლის აგ­ვის­ტო­ში ვუდრო­ფი შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვის ხელ­მძღვა­ნელ­ ელ­დარ გო­გო­ლა­ძეს­თან და ორ გო­გო­ნას­თან ერ­თად “ნი­ვით” ბრუნ­დე­ბო­და ყაზ­ბე­გი­დან თბი­ლის­ში. ქა­ლებს შო­რის ერთ-ერთი სას­ტუმ­რო “მე­ტე­ხი პა­ლა­სის” თა­ნამ­შრო­მე­ლი მა­რი­ნა კ. იყო. ვუდრო­ფი ამ სას­ტუმ­რო­ში ცხოვ­რობ­და და ქალს, რო­მე­ლიც კარ­გად ფლობ­და ინ­გლი­სურ ენას, ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მას­თან.

თბი­ლი­სის­კენ მი­მა­ვალ მან­ქა­ნას ნა­ტახ­ტარ­ში გზა სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდამ გა­და­უ­ღო­ბა და გა­ჩე­რე­ბა მოს­თხო­ვა. მან­ქა­ნას ელდარ გო­გო­ლა­ძე მარ­თავ­და, ის არ და­ე­მორ­ჩი­ლა მო­თხოვ­ნას, რა­საც ჯა­რის­კა­ცე­ბის მხრი­დან გას­რო­ლა მოჰ­ყვა. ინ­ცი­დენ­ტი­სას გას­რო­ლი­ლი ერ­თა­დერ­თი ტყვია თავ­ში სწო­რედ ვუდროფს მოხ­ვდა…

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი ყვე­ბო­და: “ყველ­გან სის­ხლი იყო… ჩემი პირ­ვე­ლი ემო­ცია იყო, რომ ეს რუ­სე­ბი არი­ან, მათ მე ვე­ზი­ზღე­ბო­დი” – იხ­სე­ნებ­და გო­გო­ლა­ძე და მი­სი­ვე თქმით, მან გა­უ­ჩე­რებ­ლად იარა პირ­ველ შემ­ხვედრ სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე. თუმ­ცა, ერთი და­კე­ტი­ლი აღ­მოჩ­ნდა, მე­ო­რეს კი შუქი არ ჰქონ­და. როცა თბი­ლის­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს, 45 წლის ვუდრო­ფი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

საბოლოოდ, დღეისთვის ეს მკვლელობა გაუხსნელად ითვლება.

ამბები