ხობში 47 წლის მამაკაცი ცემით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს დაპირისპირება უძღოდა. “კურიერის” ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ნათესავები და ამავდროულად მეზობლები არიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენები უკვე დააკავეს და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კატეგორია: სამართალი
ნიკა გვარამია – “ხვიბლიანი მძევალი არაა, ის ამ ოპერაციის დამგეგმავი ტვინია” – ვიდეო
ნიკა გვარამია თვლის, რომ ზუგდიდის მძარცველს მძევალთა შორის თანამონაწილე ჰყავდა, გვარად ხვიბლიანი. ამის შესახებ ის ფეისბუქში წერს: “ახლა კარგად დააკვირდით ხვიბლიანის გადაადგილებას ამ ვიდეოში და მარტივად მიხვდებით, რომ არავითარი მძევალი ის არაა: ფორმალურად აქვს ხელები აწეული, გადაადგილდება საკუთარი მიხედულებით (და არა მკაცრად მითითებული მარშრუტით, როგორც სხვა მძევლები), ზოგჯერ ასწრებს კიდევაც ტერორისტს, რაც გამორიცხულია. და მთავარი: […]
ვახტანგ გომელაური – “თავდამსხმელს ფული საქართველოს ბანკმა გადაუხადა”
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თანხა, რომელიც თავდამსხმელს გადასცეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იყო და ის „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა. „ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის, „საქართველოს ბანკის“ თანხაა. ეს ასე ხდება, ყველგან ხდება, მსოფლიოში ასე ხდება, როცა ბანკში შედიან და იყვანენ მძევლებს…. ყველამ იცის და მეკითხებით – „თიბისი ბანკი“ ხომ არ გადაიხდის, „საქართველოს ბანკში“ იყო ხალხი შესული?“, – განაცხადა […]
ნიკა გვარამია – “ბანკში, მძევლებს შორის, 2 მოქმედი სამხედრო პირი იყო”
მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც გუშინდელი სპეცოპერაციის მსვლელობის დროს ხდებოდა და “მთავარმა არხმა ” ეთერში შეგნებულად არ გაუშვა. ირაკლი კვარაცხელიას ფეისბუქ ზარის და მისი ეთერში გასვლის შემდეგ, ნიკა გვარამიას კიდევ ერთი უცნობი პირი დაუკავშირდა, რომელმაც თავდამსხმელთან ერთად მყოფი ადამიანები ამოიცნო. მისი ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდამსხმელთან ერთად, მძევლებს შორის, იმყოფებოდა ორი მოქმედი სამხედრო პირი. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ 112-ში შეტყობინება […]
“თავდამსხმელი ძირითადად ქართულად საუბრობდა, რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა”- ირაკლი კვარაცხელია
ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ზუგდიდის “საქართველოს ბანკის” თავდასხმის დროს სხვა მოქალაქეებთან ერთად მძევლად იყო აყვანილი, ჟურნალისტებთან თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. კვარაცხელიას ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ხელყუმბარითა და იარაღით ბანკში შეიჭრა, დაახლოებით 35-40 წლამდეა. მისივე განმარტებით, თავდამსხმელის ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მასთან მძევლებს კომუნიკაცია ჰქონდათ, შესაძლოა მისი ხმა სხვა ადამიანის ხმისგან გაარჩიოს. ამასთან, კვარაცხელია მადლობას უხდის ზუგდიდის […]
ქობულეთში, საქართველოს ბანკთან, ინკასატორი გაძარცვეს – წაღებულია 75.000 ლარი
ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” მიმდებარედ, ინკასატორი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 75 ათასი ლარი. როგორც თვითმხილველებმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ინკასატორის ძარცვა მაშინ მოხდა, როდესაც აპარატიდან თანხას იღებდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ მძარცველი ერთი ადამიანი იყო. ეჭვმიტანილმა ინკასატორს თანხა წაართვა და ადგილიდან მიიმალა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება “სისხლის […]
მარტყოფში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
საჭეს მურიკო ბულია მართავდა, თავდამსხმელი უკან იჯდა, ავთო გალდავასა და გეგა შენგელიას შორის – ახალი დეტალები
ზუგდიდის ცენტრი მოვლენათა ეპიცენტრი გუშინ შუადღიდან გახდა. მას შემდეგ, რაც მძარცველი ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, ხანგრძლივი სპეცოპერაცია დაიწყო. 500 ათასი დოლარის მოთხოვნისა და რამდენიმე მძევალთან, მათ შორის სამხარეო პოლიციის უფროსთან ერთად, მძარცველმა ტერიტორია დატოვა, მძევლების გათავისუფლებაში შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. სოფელ კირცხში სავარაუდოდ თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელი მძევლებთან ერთად უმისამართოდ […]
“თავიდან ძალიან აგრესიული იყო, რამდენჯერმე გაისროლა, უნიღბოდ წამიც არ ყოფილა” – რას იხსენებს მძევალი კვარაცხელია
ზუგდიდის რაიონულ პოლიციაში მთელი ღამე კითხავდნენ გათავისუფლებულ მძევლებს. მათ შორის, ერთ ერთი იყო ირაკლი კვარაცხელია, რომელიც დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ერთადერთი იყო, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა და 7 საათიანი მძიმე პერიოდი გაიხსენა. კვარაცხელია ამბობს, რომ თავდამსხმელი პირველ ეტაპზე აგრესიული იყო და რამდენჯერმე გაისროლა კიდეც. მისივე თქმით, ბანკიდან გამოსვლის წინ, შეიარაღებულმა პირმა თავად აარჩია ერთი პირი, რომელიც მასთან ერთად უნდა […]
თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუში, კირცხის ტყეში, ჩამოსვა და გაუჩინარდა
არაოფიციალური ინფორმაციით, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. თავად მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებათ. მძევლების დაკითხვა წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 […]









