შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ნ.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნ.მ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მარნეული-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, მისივე მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით გადაადგილებისას შეაჩერეს. აღნიშნული მიკროავტობუსის […]
კატეგორია: სამართალი
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. 27 წლის პაციენტი კლინიკაში გადაყვანიდან მალევე დაიღუპა. სისხლიანი დაპირისპირების დეტალები, ჯერ-ჯერობით, უცნობია. მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ გარდაცვლილის მეგობრებსაც. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ქირურგიის ცენტრის მე-4 სართულიდან პაციენტი გადახტა
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, ქირურგიის ეროვნული ცენტრის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა. დაახლოებით, 65 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული. „პრაიმტაიმნიუსი“ დამატებით დეტალებს არკვევს.
ბაჩანა ლობჟანიძე – “დეა კაპანაძეს აქვს ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება თამარის გარდაცვლების მიზეზებამდე მიგვიყვანოს”
დეა კაპანაძეს აქვს ინფორმაცია, თუ ვინ გაიყვანა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი საბედისწერო დღეს სახლიდან. ამ საკითხში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის დედის, თეონა თამაზაშვილისა და მისი შეყვარებულის, ბაჩანა ლობჟანიძის აზრი ერთმანეთს ემთხვევა. ისინი თვლიან, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი ამგვარ ინფორმაციას ნამდვილად ფლობს. „ჩემი აზრით, დეა კაპანაძეს აქვს იმ ფაქტებზე ინფორმაცია, რამაც შეიძლება თამარის გარდაცვლების მიზეზებამდეც კი […]
ფრიდონ აბჟანდაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
შვილის სუიციდამდე მიყვანის და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ფრიდონ აბჟანდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა. დაკავებული პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. მოსამართლე ზურაბ ბალავაძემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საშიშროება, ამის თავიდან ასაცილებლად […]
“თუ უნდა, დახვრეტა მოითხოვონ, შვილი უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ” – ფრიდონ აბჟანდაძემ სასამართლოზე სიტყვა თქვა
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და მასზე ძალადობის ბრალდებებს არ ეთანხმება. გარდაცვლილის მამამ, ფრიდონ აბჟანდაძემ, ზესტაფონის სასამართლოში, პროცესზე მცირე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ შვილთან „იშვიათი“ ურთიერთობა ჰქონდა. “მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს. არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. რა მაქვს დასამატებელი? – თუ უნდა […]
მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
“თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას შავნაბადას სპეცრაზმის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი მისდევდა”
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის მოთვალთვალე ერთ-ერთი მანქანით, რომლის ნომერიცაა WW-558-VV, “შავნაბადას” სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” გადაადგილდებოდა. როგორც გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ნიკა გვარამიამ თქვა, ხარებაშვილი ეჭვმიტანილია აფგან მუხთარლის გატაცებაში და მასზე საუბარი იყო ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებითაც. “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა “მთავარ აქცენტებში” სამი ავტომობილის სანომრე ნიშანი 23 აგვისტოს გაასაჯაროვა. მისივე […]
“დავინახე, როგორ გადახტა” – მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
გურიაში კაცმა ნათესავი დაჭრა, რომლის ქათამმაც ბოსტანში პომიდორი შეუჭამა
სროლა იყო ცოტა ხნის წინ გურიაში, სადაც 73 წლის ერასტო ლომჯარია დაიჭრა. მეზობლების მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ დაპირისპირება ნათესავებსა და მეზობლებს შორის მოხდა: “ერთის ქათმები გადავიდნენ მეორეს ბოსტანში და შეჭამეს პომიდორი, რასაც მოჰყვა დაპირისპირება, რის გამოც 73 წლის ერასტო ლომჯარია მისმა ნათესავმა და მეზობელმა 67 წლის ვაჯა ლომჯარიამ ცეცხლსასროლი იარაღით, […]










