“შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ თუ არა?” – თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის ნიკა გეჯაძისადმი გაგზავნილი წერილი?

"შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ თუ არა?" - თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის ნიკა გეჯაძისადმი გაგზავნილი წერილი?რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, “მთა­ვა­რი არ­ხის” ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში “მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბი”, არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ წე­რი­ლი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რო­მე­ლიც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დამ­საქ­მე­ბე­ლი ერთ-ერთი კომ­პა­ნია ზაგის ტექ­ნი­კურ მე­ნე­ჯერს, ნიკა გე­ჯა­ძეს გა­უგ­ზავ­ნეს. კომ­პა­ნია ზაგის პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯერ­მა ნიკა გე­ჯა­ძემ მი­ი­ღო “წე­რი­ლი მო­მავ­ლი­დან”, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს გა­მო­ეგ­ზავ­ნა.

“ძვირ­ფა­სო, მე გწერ 2020 წლის 4 აპ­რი­ლი­დან. თუ არ წა­გი­კი­თხავს, უკე­თე­სია, მარ­თა­ლია ჩემს თავს დავ­პირ­დი, რომ აღა­რა­სო­დეს მოგ­წერ­დი, მაგ­რამ ეს უნდა გა­ვა­კე­თო. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სა­კუ­თა­რი თავი აღარ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლო. ნეტა იცო­დე რამ­დენ რა­მეს გა­და­ვა­ბი­ჯე ეს რომ მო­მე­წე­რა. პირ­ვე­ლი, რაც მინ­და იცო­დე ისაა, რომ არას­დროს გან­ზრახ ცუ­დად არ მოვ­ქცე­ულ­ვარ, გულ­შიც კი არ გა­მივ­ლია შენ­თვის რა­ი­მე ცუ­დის გა­კე­თე­ბა, არას­დროს, არც შეგ­ნე­ბუ­ლად და არც შე­უგ­ნებ­ლად. პი­რი­ქით, იმას უფრო ვუშ­ვებ­დი, რომ ჩემი თა­ვის­თვის და­მე­შა­ვე­ბი­ნა რამე, ვიდ­რე შენ­თვის.

არ ვიცი, რას რო­გორ აღიქ­ვამ­დი ან რო­გორ მი­ი­ღე, რა მო­გიყ­ვა ან რო­გორ ჩა­გაწ­ვე­თა, მაგ­რამ მერ­წმუ­ნე, არას­დროს გან­გებ ცუ­დის ჩა­დე­ნა არც კი მი­ფიქ­რია. ვიცი, რომ ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ში მა­და­ნა­შა­უ­ლებ და არც თუ უსა­ფუძ­ვლოდ, მაგ­რამ ახლა თა­ვის მარ­თლე­ბას არ ვა­პი­რებ.

მხო­ლოდ იმა­ზე მინ­და იფიქ­რო, რო­დე­საც ჩა­მოხ­ვე­დი სულ ცოტა ყუ­რა­დღე­ბა რომ გა­მო­გე­ჩი­ნა, სულ ცო­ტა­თი მა­ინც, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვი ჩემი არ­სე­ბო­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რი რამე, ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ მეს­მის, რო­გო­რი რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და ეს შენ­თვის, შენ ხომ ასე ძა­ლი­ან იყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი (ახ­სე­ნებს კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს)… მახ­სოვს, ის სი­ცი­ვე და იგ­ნო­რი შენი მხრი­დან, ამის ფონ­ზე კი შენი დაც­ვის იმე­დით გა­თა­მა­მე­ბუ­ლი შენი მე­გო­ბა­რი რო­გორ მამ­ცი­რებ­და. არ ერი­დე­ბო­და არც მო­რა­ლურ სა­ზღვრებს და არც არა­ფერს..

იქ­ნებ ერ­თა­დაც გა­და­წყვი­ტეთ ასე, რომ ყო­ვე­ლი დღე კოშ­მა­რად ქცე­უ­ლი­ყო ჩემ­თვის. შუ­რის­ძი­ე­ბა გინ­დო­და, მო­ა­ხერ­ხე, კმა­ყო­ფი­ლი ხარ თუ არა? უფრო მე­ტად რომ გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი­ყო სი­ა­მოვ­ნე­ბა გე­ტყვი, რომ თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ვი­ფიქ­რე არა­ერ­თხელ, შენ­ზე ფიქ­რის გა­რე­შე არ გა­და­მიდ­გამს არც ერთი ნა­ბი­ჯი,” – წერს ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლის ავ­ტო­რი ნიკა გე­ჯა­ძეს.

წე­რი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ში დევს, თუმ­ცა, მას­ში მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი უზუს­ტო­ბე­ბის გამო, ნი­კო­ლოზ გე­ჯა­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ ის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის და­წე­რი­ლი არაა. “მთა­ვა­რი არ­ხის” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას შე­კი­თხვა­ზე, რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­სა და ნიკა გე­ჯა­ძეს, მე­ნე­ჯე­რი პა­სუ­ხობს, რომ: “მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი, მე მისი პი­რა­დი თით­ქმის არა­ფე­რი ვი­ცო­დი. რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა თა­ნამ­შრო­მელ­თან, ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და თა­მარ­თან”.

სარ­წმუ­ნო წყა­როს ცნო­ბით, დად­გე­ნი­ლია, რომ წე­რი­ლის ავ­ტო­რი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლია.

“ად­რე­სა­ტის სა­ხელ­ზე არ­სე­ბობს სხვა წე­რი­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 2030, 2040 და ა.შ. წლე­ბით და რო­მელ­თაც ნიკა გე­ჯა­ძე მო­მა­ვალ­ში მი­ი­ღებს”, – უთხრა AMBEBI.GE-ს სარ­წმუ­ნო წყა­რომ.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით.

მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი:

“და სა­ი­დან დამ­ტკიც­დაო? ზო­გა­დად, კომ­პი­უ­ტერ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნია. ამე­რი­კი­დან ჩა­მო­სას­ვლე­ლია ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია და ჩე­მამ­დე არა­ფე­რი მო­სუ­ლა. ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, ვინ გა­ი­ტყუა და ვინ მის­დევ­და გო­გო­ნას, თუ წე­რი­ლე­ბი?

იმა­ზეა ლა­პა­რა­კი 17 ივ­ლისს აფ­თი­ა­ქებ­ში რომ შე­დი­ო­და. ინ­ტერ­ნეტ და ვებ­სა­ი­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა სხვა­მაც და სხვა­ნა­ი­რა­დაც მო­იხ­მა­როს. იყო ეგ წე­რი­ლი, ამო­ღე­ბუ­ლი­ცაა, მაგ­რამ მას ეკუთ­ვნო­და, თუ არა, ჯერ დად­გე­ნი­ლი არ არის. ამა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმ წე­რი­ლე­ბის და მი­მო­წე­რის აღ­დგე­ნაა, რაც გო­გო­ნას ლეპ­ტოპ­შია წაშ­ლი­ლი.

ამას ვე­ლო­დე­ბით და სა­სიყ­ვა­რუ­ლო წე­რი­ლე­ბი, არ ვიცი, ჯერ არ არის დად­გე­ნი­ლი, მი­სია, თუ – არა. რომც იყოს, რაა, რო? ანუ ეს რო­გო­რი მო­მენ­ტია, იცით? გა­მო­ძი­ე­ბა ისევ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას “აწ­ვე­ბა”. 23-შივე გა­მო­ვი­და მა­მუ­კა ჭე­ლი­ძე და თქვა, თვით­მკვლე­ლო­ბა­აო და ამით და­ვამ­თავ­როთ ყვე­ლა­ფე­რი? არ არის ეს თვით­მკვლე­ლო­ბა და არც ამით დამ­თავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი!”

ამბები