“დივანზე იწვა ჩემი გარდაცვლილი ძმა და გვერდით ეძინა მთვრალ მამაჩემს” – რა მოხდა თერჯოლაში

"დივანზე იწვა ჩემი გარდაცვლილი ძმა და გვერდით ეძინა მთვრალ მამაჩემს" - რა მოხდა თერჯოლაში11 წლის შვილ­ზე ძა­ლა­დო­ბა­სა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში ბრალ­დე­ბულ მა­მას, ფრი­დონ აბ­ჟან­და­ძეს 26 აგ­ვის­ტოს სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. პრო­ცეს­ზე მას ად­ვო­კა­ტი არ ჰყო­ლია. თა­ვად ცდი­ლობ­და მო­სა­მარ­თლე და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ შვი­ლის სიკ­ვდილ­ში დამ­ნა­შა­ვე არ არის. 49 წლის ფრი­დონ აბ­ჟან­და­ძე ბრალს არ აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ ცამ­დე მარ­თა­ლია. პრო­კუ­რა­ტუ­რა კი ამ­ბობს, რომ მა­მა­კა­ცი მო­ზარდს ავიწ­რო­ვებ­და, სცემ­და, აში­ნებ­და და ბავ­შვი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო.

10 წე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­შია ბავ­შვის დედა, ნეს­ტან აბ­ჟან­და­ძე, მან პა­ტა­რა ავთო წლი­ნა­ხევ­რის და­ტო­ვა და სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­და. გარ­დაც­ვლი­ლის და ამ­ბობს, რომ დედა იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ქვეყ­ნი­დან წა­სუ­ლი­ყო, რად­გან ოჯახს პუ­რის ფული არ ჰქონ­და და უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში იყ­ვნენ. ქალი იქი­დან არ­ჩენ­და ოჯახს. 2 წე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და გარ­დაც­ვლი­ლის და, ნა­თია აბ­ჟან­და­ძეც. ის დე­დას­თან ერ­თად სა­ბერ­ძნეთ­ში მო­ხუცს უვ­ლის. ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ დედა, ნეს­ტან აბ­ჟან­და­ძე სა­ბერ­ძნე­თი­დან წა­მოს­ვლას აპი­რებს, მაგ­რამ სა­ზღვარ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ პას­პორ­ტს ვადა აქვს გა­სუ­ლი, ამი­ტომ თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლას ვერ ახერ­ხებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი ახ­ლობ­ლე­ბი კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ. რო­გორც გა­ირ­კვა, მო­ზარ­დის დე­დას სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლა­ში სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო და­ეხ­მა­რე­ბა და დე­დის ჩა­მოს­ვლამ­დე მო­ზარდს არ დაკ­რძა­ლა­ვენ.

ტე­ლე­ვი­ზი­ით მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რე­ბი ბავ­შვის დე­დამ და ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ­მა დამ გა­ა­კე­თეს და მომ­ხდარ­ში მამა, ფრი­დონ აბ­ჟან­და­ძე და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, ისი­ნი მის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვ­დნენ. “სი­მარ­თლე მინ­და, და­ი­სა­ჯოს მა­მა­მი­სი. რამ­დენ­ჯერ არის მი­ლი­ცი­ა­ში სა­ბუ­თე­ბი შე­ტა­ნი­ლი, ხალხნო, და­ი­სა­ჯოს სა­მუ­და­მოდ”, – აცხა­დებ­და ბავ­შვის დედა და შვილ­თან ბოლო სა­უ­ბა­რი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც ბავ­შვი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და. მი­ზე­ზი ნას­ვა­მი მა­მის მხრი­დან აგ­რე­სია იყო. ბოლო სა­უბ­რის დროს კი შვილ­მა ჰკი­თხა, უგ­ზავ­ნი­და თუ არა მა­მას ფულს. დე­დამ კარ­გად გა­ი­გო, რომ ამ კი­თხვას შვილს მამა ას­მე­ვი­ნებ­და, ოთახ­ში მა­მის ჩურ­ჩუ­ლი მო­ის­მი­ნა და ისიც გა­ი­გო, რო­გორ და­ე­მუქ­რა მე­უღ­ლე, – თუ ფულს არ გა­მოგ­ზავ­ნი, შვილს ვე­ღა­რას­დროს ნა­ხა­ვო… სწო­რედ ამი­ტომ, დედა ქმრის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს.

ისიც ცნო­ბი­ლია, რომ ტრა­გე­დი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ დას და­უ­კავ­შირ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან და სთხო­ვეს პო­ლი­ცი­ის­თვის შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნა, რად­გან მათი სახ­ლი­დან ჩხუ­ბის ხმა ის­მო­და. ნა­თია აბ­ჟან­და­ძე აცხა­დებს, რომ დახ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ თა­ვის მე­ო­რე დას სთხო­ვა და სწო­რედ მან გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცია, მაგ­რამ უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო.

იქ მი­სულ ძა­ლო­ვა­ნებს ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ.

ambebi.ge ნა­თია აბ­ჟან­და­ძეს სა­ბერ­ძნეთ­ში და­უ­კავ­შირ­და.

გარ­დაც­ვლი­ლის და, ნა­თია აბ­ჟან­და­ძე:

– ჩემი ძმა ჩემი გაზ­რდი­ლია, ყვე­ლა­ზე დიდი წვრი­ლი მის გაზ­რდა­ში მე მი­მი­ძღვის და ძა­ლი­ამ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ. 3 დას ერთი ძმა გვყავ­და. რა­ტომ აფა­რე­ბენ მა­მას ხელს ვერ ვხვდე­ბი. ბევ­რი ჩვენ გვა­და­ნა­შა­უ­ლებს, ჩვენ გვწყევ­ლის, თუ რა­ტომ, ვერ გა­მი­გია. ისე­თი მე­სი­ჯე­ბი მო­მი­ვი­და გული თუ არ გა­მის­კდე­ბო­და, არ მე­გო­ნა. ნუთუ ამ ხალ­ხს გული არ აქვს. ისე­დაც გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. შვილმკვდარ დე­დას ცხო­ველს ეძა­ხი­ან, ვი­საც შვი­ლი ჰყავს, თუ დე­დე­ბი ხართ, რო­გორ არ გეს­მით რო­გორ გამ­წარ­და დე­და­ჩე­მი…

იცი­ან, დე­დამ რა პი­რო­ბებ­ში დაგვტო­ვა მა­შინ? სახ­ლში რომ მი­დი­ან, ოჯახ­საც ხომ ეტყო­ბა ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლია სახ­ლის რე­მონ­ტი, ახა­ლი ავე­ჯი შე­ი­ტა­ნეს. პი­რო­ბებს უწყობ­და დედა ჩემს ძმას და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებ­და. თვე­ნა­ხევ­რის დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ზედა სარ­თუ­ლის რე­მონ­ტი, შემ­დეგ ეზო­ში ჭაც გა­თხა­რეს, ყვე­ლა­ფე­რი მო­ა­წეს­რი­გეს. რის­თვის გვეჩ­ქა­რე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, იმის­თვის, რომ ჩემი ძმა მომ­კვდა­რი­ყო? დედა შვი­ლის მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რობ­და და ეს ამ­ბა­ვი, ძა­ლი­ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ.

10 წე­ლია დე­და­ჩე­მი, რაც სა­ბერ­ძნეთ­შია. მე ორი წე­ლია, რაც ჩა­მო­ვე­დი. ჩემი დები სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში ცხოვ­რო­ბენ. სახ­ლში მამა, ბე­ბია და ჩემი ძმა ცხოვ­რობ­დნენ.

– რა გი­ამ­ბოთ ბე­ბი­ამ, რა მოხ­და იმ დღეს?

– ბე­ბია არ მე­სა­უბ­რე­ბა. მა­მის მხა­რე არა­ვინ დამ­ლა­პა­რა­კე­ბია. ყვე­ლა ჩუ­მად არის.

– რო­გორც ჩანს, კონ­ფლიქ­ტე­ბი გქონ­დათ სახ­ლში?

– როცა დედა სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო, მამა ძა­ლა­დობ­და დე­და­ჩემ­ზე. ჩვენ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, მა­შინ ჩემი ძმა და­ბა­დე­ბუ­ლიც კი არ იყო… სამი გო­გო­ე­ბი ვყავ­დით და ბიჭი უნ­დო­და ძა­ლი­ან, რომ და­ი­ბა­და ავთო, მა­მა­ჩე­მი რაც შე­ეძ­ლო, ყვე­ლა­ნა­ირ სურ­ვილს უს­რუ­ლებ­და ჩემს ძმას. ბო­ლოს რა მოხ­და, არ ვიცი. ჩემს ძმა­სა და მა­მას შო­რის ორი დღე და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. მა­ნამ­დე ჩემი და იყო ჩვენს სახ­ლში, და გა­თხო­ვი­ლია ტყი­ბულ­ში და იქ რომ წა­ვი­და, ჩემი ძმაც წა­უყ­ვა­ნია სტუმ­რად. 4 დღე იყო იქ, მი­ა­კი­თხეს ნას­ვამ­მა მა­მა­ჩემ­მა და ბი­ძა­ჩემ­მა და წა­მო­იყ­ვა­ნეს სახ­ლში. ჩემი და ამ­ბობს, ავ­თოს წას­ვლა არ უნ­დო­და, მაგ­რამ მა­ინც წა­იყ­ვა­ნეს, ვერ ვჩერ­დე­ბით მის გა­რე­შეო. ავ­თოს ჩემი დის­თვის უთ­ქვამს, – და­ი­კო, არ გა­მიშ­ვაო, მაგ­რამ რად­გან მამა ითხოვ­და, უთ­ქვამს, – მერე მამა იყ­ვი­რებს, ატე­ხავს ერთ ამ­ბავს და ჯო­ბია წახ­ვი­დეო, უთ­ქვამს ჩემს დას და ისიც წაჰ­ყო­ლია.

ჩემი ერთი და ტყი­ბულ­შია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, მე­ო­რე ზეს­ტა­ფონ­ში… მე დე­ი­და­ჩემ­მა და­მი­რე­კა, ბე­ბი­ა­შე­ნი კი­ვის, ისე­თი ამ­ბა­ვია სახ­ლში, ჩხუ­ბო­ბენ, რო­გორც ჩანს და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეო. ვკი­თხე, თქვენ რა­ტომ არ იძა­ხებთ – მეთ­ქი, – ხომ იცი მერე ჩვენ დაგ­ვე­რე­ვაო. მე რა მექ­ნა, ისიც არ ვი­ცო­დი სა­ბერ­ძნე­თი­დან მი­ლი­ცი­ა­ში რო­გორ და­მე­რე­კა, წუთი არ და­მი­კარ­გავს, მა­ში­ნათ­ვე ტყი­ბულ­ში ჩემს დას­თან დავ­რე­კე და მან გა­და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში, მაგ­რამ პო­ლი­ცია რომ მო­ვი­და უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. ჩემი ძმა ცო­ცხა­ლი აღარ იყო.

– ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან თქვით, შე­იძ­ლე­ბა მა­მამ მოკ­ლა ჩემი ძმაო, ეს ეჭვი ისევ გაქვთ?

– ეს სი­ტუ­ა­ცა იყო. ამ ტრა­გე­დი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე ვე­ლა­პა­რა­კეთ ჩემს ძმას, ფულს ითხოვ­და მამა, დე­დამ უარი რომ უთხრა, გა­ვი­გო­ნეთ მე და დე­დამ მამა რომ გვი­თხრა, ვე­ღარც ავ­თოს ხმას გა­ი­გო­ნებთ და ვე­ღარც ნა­ხავ­თო. ამის შემ­დეგ გა­წყდა ავ­თოს­თან კავ­ში­რი, მე­სენ­ჯე­რით ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით ხოლ­მე, მაგ­რამ ჩვენ რომ ვრე­კავ­დით, აღარ პა­სუ­ხობ­და. დიდი დრო არ გა­სუ­ლა, სა­დღაც ალ­ბათ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი დე­ი­დამ რომ დაგ­ვი­რე­კა, პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხე­თო და მერე ბი­ძა­ჩემ­მაც და­რე­კა, ავთო ცო­ცხა­ლი აღარ არი­სო.

– ამ­ბობთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გაკ­რი­ტი­კებთ იმის გამო, მო­ძა­ლა­დე მა­მას­თან რომ და­ტო­ვეთ მო­ზარ­დი, მამა ხში­რად ძა­ლა­დობ­და მას­ზე?

– მამა რომ დათ­ვრე­ბო­და, სა­ში­ნე­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, მაგ­რამ ნემსს ვუ­კე­თებ­დით, რომ არ და­ე­ლია, რომ გა­ი­კე­თებ­და, შემ­დეგ ნორ­მა­ლურ ფორ­მა­ში იყო. ახლა რამ­დე­ნი­მე დღეა და­ლე­ვა და­ი­წყო და ეს ფაქ­ტიც მოხ­და, სიმ­თვრა­ლის გამო მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი.

– ბრალ­დე­ბუ­ლი მამა ამ­ბობს, ცამ­დე მარ­თა­ლი ვარო, ამა­ზე რას იტყვი?

– ჩემ­მა ძმამ თავი თვი­თონ თუ მო­იკ­ლა, მა­შინ მა­ინც ის არის დამ­ნა­შა­ვე და გა­მო­დის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს. აბა, რო­მე­ლი 11 წლის ბავ­შვი იფიქ­რებს თავი მო­იკ­ლა­ზე, თუ სიმ­შვი­დე­ში ცხოვ­რობს.

რო­გორც მი­თხრეს, ფან­ჯრის წინ, ალუბ­ლის ხეზე იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლიო, ან იმ პა­ტა­რა ტოტ­ზე რო­გორ ჩა­მო­კი­და თავი, ან რა­ნა­ი­რად ვერ შე­ნიშ­ნეს, იქ­ვეა ოთა­ხის ფან­ჯა­რა, ისე ძა­ლი­ან წვიმ­დაო და ბავ­შვი თურ­მე სვე­ლიც არ იყო. მა­მა­ჩემს ჩა­მო­უხ­სნია, როცა პო­ლი­ცია მი­სუ­ლა, დახ­ვედ­რი­ათ ასე­თი სი­ტუ­ა­ცია – მი­სა­ღებ ოთახ­ში გაშ­ლილ დი­ვან­ზე იწვა თურ­მე ჩემი ძმა, გვერ­დზე მი­წო­ლი­ლი იყო მთვრა­ლი მა­მა­ჩე­მი, რო­მელ­საც ჩა­ძი­ნე­ბია. თურ­მე პო­ლი­ცი­ას კარი რომ შე­უ­ღია და მამა-შვი­ლი და­უ­ნა­ხავს დი­ვან­ზე, უთ­ქვამთ, რა ამ­ბა­ვი ატე­ხეთ, სძი­ნავ­თო, მა­მა­ჩე­მი გა­უღ­ვი­ძე­ბი­ათ და რომ მო­კი­დეს ჩემს ძმას ხელი, უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ისე­თი მთვრა­ლი იყო ეტყო­ბა, გო­ნე­ბა გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და და მი­უწ­ვა თა­ვის შვილს, არ ვიცი ფსი­ქი­კუ­რად აიჭ­რა თუ არა, ვერ გე­ტყვით იქ რა მოხ­და.

– თუ ბე­ბია კი­ო­და გამ­წა­რე­ბუ­ლი, საშ­ვე­ლად არა­ვინ შე­ვი­და?

– არა­ვინ მი­სუ­ლა. პო­ლი­ცი­ის მის­ვლის მერე შე­სუ­ლან შიგ­ნით. ბი­ძა­ჩე­მი იქვე ცხოვ­რობს, მე­სა­მე სახ­ლია. მამა რომ ძა­ლა­დობ­და ავ­თო­ზე, ბავ­შვი ბი­ძას­თან გა­იქ­ცა, იფიქ­რა ალ­ბათ ბი­ძია და­მეხ­მა­რე­ბაო, მაგ­რამ ბი­ძა­ჩემ­მა მი­თხრა, – იქაც მო­ვარ­და ფრი­დო­ნი, კარს ფე­ხებს ურტყამ­და, კა­რის შე­მომტვრე­ვას აპი­რებ­და, ამი­ტომ გა­ვა­ღე კარი, გა­ვა­ტა­ნე ავთო, რა მექ­ნა, კა­რებს და­ლე­წავ­დაო. მერე მა­ლე­ვე მოხ­და ეს ამ­ბა­ვიც.

– რა თან­ხას ითხოვ­და მა­მათ­ქვე­ნი? მო­თა­მა­შე ხომ არ არის?

– თან­ხა რის­თვის სჭირ­დე­ბო­და, არ ვიცი. დე­დას ახა­ლი გაგ­ზავ­ნი­ლი ჰქონ­და ფული. ორ­ჯერ იღებს ნა­წილ-ნა­წილ ხელ­ფა­ასს და ორ­ჯერ აგ­ზავ­ნი­და ფულ­საც. თვის და­სა­წყის­ში და თვის ბო­ლოს. ასე იყ­ვნენ ცოლ-ქმა­რი მო­რი­გე­ბუ­ლე­ბი. ეს­მო­და დე­დას ავ­თოს რომ ჩურ­ჩუ­ლით უთხრა, ფული მომ­ცე­სო. დე­დამ უარი რომ უთხრა, მა­შინ ავ­თომ უთხრა დე­დას, კარ­გი, თუ ვერ უგ­ზავ­ნი ფულს, ტრაქ­ტორს გა­ყი­დი­სო. იმ მუ­ქა­რის მერე ისევ ავ­თოს “ფე­ის­ბუქ­ზე” ვრე­კავ­დით. მერე დე­ი­და­ჩემ­მა და­რე­კა, წი­ვილ-კი­ვი­ლის ხმა გა­მო­დის და და­რე­კეთ პო­ლი­ცი­ა­შიო. მთე­ლი სა­ნა­თე­საო იქვე ახ­ლოს ცხოვ­რობს, დე­ი­დაც იქვე ცხოვ­რობს და მა­მის ძმაც, მაგ­რამ არა­ვინ გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცია.

– თუ იცო­და ბავ­შვს მამა ეჩხუ­ბე­ბო­და, დე­ი­დამ მა­ინც რა­ტომ არ წა­იყ­ვა­ნა ბავ­შვი?

– დე­ი­დას­თვი­საც და­უ­რე­კავს ავ­თოს, – დე­ი­და მა­მამ თუ იყ­ვი­რა, პო­ლი­ცი­ას და­უ­ძა­ხეო. დე­და­ჩე­მი ამ­ბობს, – ვუ­თხა­რიო თუ იყ­ვი­რა, მა­შინ­ვე გა­მო­ი­ქე­ცი, მე გიშ­ვე­ლიო. მაგ­რამ ვე­რა­ვინ უშ­ვე­ლა ჩემს ძმას. ყვე­ლამ იცო­და რაც ხდე­ბო­და.

– ტე­ლე­ვი­ზი­ით ამ­ბობ­დით, რომ მამა ძა­ლა­დობ­და შვილ­ზე, თუმ­ცა ახლა ამ­ბობთ, სის­ტე­მა­ტუ­რად არ ძა­ლა­დობ­დაო…

– ადრე მას­ზე ძა­ლა­დო­ბა არ გაგ­ვი­გია და რომ ჩემს ძმას უჭირ­და. მა­მა­ჩე­მი იჯდა სახ­ლში და დე­და­ჩე­მი უგ­ზავ­ნი­და ფულს, აქე­დან არ­ჩენ­და. დედა ეტყო­და ხოლ­მე მა­მას, მი­ხე­დე ავ­თოს, მე თქვე­ნი არა­ფე­რი მინ­და, ბავ­შვს არა­ფე­რი მო­აკ­ლოო. ბოლო დღე­ე­ბი რა ხდე­ბო­და, არ ვიცი, და­ლე­ვა რომ და­ი­წყო და რომ დათ­ვრა, ისევ აუ­რია ალ­ბათ. ბე­ბი­ა­ჩე­მი სახ­ლში იყო, იმას ეცო­დი­ნე­ბა, მაგ­რამ ხმას არ იღებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ბე­ბია და­ი­ნა­ხავ­და თუ სცემ­და მამა. ბე­ბია სხვა დროს იცავ­და ძა­ლი­ან შვი­ლიშ­ვილს, ჩვენც, გო­გო­ნებ­საც გვი­ცავ­და, როცა იქ ვცხოვ­რობ­დით. ახლა რო­გორ ვე­რა­ვინ ვერ და­ეხ­მა­რა ავ­თოს. სა­ოც­რად მხი­ა­რუ­ლი ბავ­შვი იყო, არ უყ­ვარ­და მო­წყე­ნა, სულ გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხით და­დი­ო­და, ძა­ლი­ან თბი­ლი იყო. სა­ო­ცა­რი და ძმო­ბა გვქონ­და, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემი გაზ­რდი­ლია. წლის და თვე­ე­ბის იყო დედა სა­მუ­შა­ოდ რომ წა­ვი­და, მას მერე მე მო­მე­კედ­ლა, შვი­ლი­ვით ვზრდი­დი. ბაღ­ში დამ­ყავ­და, ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით. მე ვარ 23 წლის, ის 11 წლის იყო, ჩემი უფ­რო­სი და 26 წლის არის, შუ­ა­თა­ნა 25 წლის. დე­დის წას­ვლის შემ­დეგ პირ­ვე­ლი მე შევ­ქმე­ნი ოჯა­ხი, მერე და­ო­ჯახ­დნენ ჩემი დები. ტყი­ბულ­ში გავ­თხოვ­დი, მაგ­რამ ჩემს ძმას მა­ინც არ მოვ­ცი­ლე­ბი­ვარ დიდი ხნით. ან იქ ვი­ყა­ვი, ან ის იყო ჩემ­თან. ბედ­ნი­ე­რი ლაღი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ბავ­შვი იყო. დედა იძუ­ლე­ბუ­ლი იყო სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი­ყო. ბო­სელს ცე­ცხლი წა­ე­კი­და და რაც გვყავ­და სა­ქო­ნე­ლი, დაგ­ვეწ­ვა. არა­და, თავს მა­გით ვირ­ჩენ­დით სო­ფელ­ში.

4 ბავ­შვი დავ­რჩით ლუკ­მა-პუ­რის გა­რე­შე.

მამა არ­სად მუ­შა­ობ­და, გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მე­ზობ­ლე­ბი, ბე­ბი­ა­ჩე­მი, ბავ­შვებს არ მო­ვაკ­ლოთ საჭ­მე­ლიო და გვაწ­ვდიდ­ნენ საჭ­მელს, მაგ­რამ რო­დემ­დე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით სხვის კმა­ყო­ფა­ზე. მა­შინ მა­მი­და­ჩე­მი იყო სა­ბერ­ძნეთ­ში წა­სუ­ლი და შეს­თა­ვა­ზა მა­მას, წა­ვიყ­ვან მი­რან­დას (ბავ­შვის დედა – ავტ.) იმუ­შა­ვებს აქ, იყი­დით სა­ქო­ნელს ისევ, ბავ­შვებს რჩე­ნა ხომ უნ­დათ, სხვა სა­ნამ­დე და­გეხ­მა­რე­ბა­თო. ამის გამო გა­და­წყვი­ტა დე­დამ სა­ბერ­ძნეთ­ში წას­ვლა და ჩვე­ნი და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია. გვი­ჭირ­და დე­დის გა­რე­შე, რად­გან დედა ყვე­ლა ასაკ­ში გჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს, მით უფრო ჩვენ ხომ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით. ჩვენც დავ­რჩით მა­მას­თან. მამა უკვე აღარ ძა­ლა­დობ­და, რად­გან ალ­კოჰო­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო 2-წლი­ან ნემსს ვუ­კე­თებ­დით. როცა ფხი­ზე­ლი იყო, სახ­ლში ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და. დედა იქი­დან აგ­ზავ­ნი­და ფულს, ჩვენც გვერ­დში ვე­დე­ქით მა­მას და ასე მო­ვი­წყვეთ ისევ პი­რო­ბე­ბი. იმ სახ­ლში მარ­ტო კედ­ლე­ბი არ აუ­შე­ნე­ბია დე­დას, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი დე­და­ჩე­მის შრო­მით არის გა­კე­თე­ბუ­ლი… მაგ­რამ ახლა ვის­თვი­საც წვა­ლობ­და, არ გვყავს, ჩვე­ნი ავთო. ექ­სპერ­ტი­ზას ვე­ლო­დე­ბით, ამან უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი და გა­ირ­კვეს, თავი მო­იკ­ლა თუ მოკ­ლეს…. თუ მო­იკ­ლა მა­ინც გა­მო­დის რომ მი­იყ­ვა­ნეს თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე.

დე­და­ჩე­მი ეუბ­ნე­ბო­და მა­მა­მა­ჩემს, უკვე ვე­ღარ ვჩერ­დე­ბი, მეტი აღარ შე­მიძ­ლია, ჩა­მოს­ვლა უნ­დო­და, მამა პა­სუ­ხობ­და, ერთი წელი კი­დევ გა­უ­ძე­ლიო. ცოტა ვა­ლე­ბი ჰქონ­დათ რე­მონ­ტის გამო, ესეც გა­ის­ტუმ­რე და მერე წა­მო­დიო. ერთ წე­ლი­წად­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ისევ წინსვლა­ზე და ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბის მო­წყო­ბა­ზე იყო ლა­პა­რა­კი და უცებ ეს ტრა­გე­დია მოხ­და. დე­დამ ახ­ლა­ხანს ავ­თოს ძვი­რი­ა­ნი მო­ბი­ლუ­რი უყი­და, მა­ნამ­დე ვე­ლო­სი­პე­დი გა­უგ­ზავ­ნა, ჩემ­მა ძმამ სთხო­ვა კვად­რო ეყი­და და ისიც უყი­და. სულ ფიქ­რობ­და მო­ნატ­რე­ბუ­ლი შვი­ლი გა­ე­ხა­რე­ბი­ნა. ავ­თო­საც უხა­რო­და ყვე­ლა­ფე­რი რომ კეთ­დე­ბო­და. ჩა­კე­ტი­ლი ბავ­შვი არ იყო, ეს ორი დღე რა მოხ­და, არ ვიცი. ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას. იქ­ნებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დაგ­ვეხ­მა­როს, რომ დე­დას სა­ბუ­თე­ბი დრო­ზე გა­კეთ­დეს და 10 წლის უნა­ხა­ვი, მო­ნატ­რე­ბუ­ლი მკვდა­რი შვი­ლი მა­ინც და­ი­ტი­როს.

თეა ხურცილავა, ამბები