კატეგორია: სამართალი

“ჩვილი ბავშვის მამას დაამარხვინა” – ზუგდიდში ჩვილის მკვლელობისთვის ქალი დააკავეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება, სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალშობილი. თავად კი ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ საავადმყოფოს მიმართა. ოჯახი დეტალების შესახებ ინფორმაციას არ […]

თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

სიტყვა "პიდარასტის" გამოყენებისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით

თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ქურდობის ბრალდებით დაკავებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან სამი სამართალდამცველის თანდასწრებით მოახერხა გაქცევა -იმ დროს, როცა მოსამართლეს მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინება უნდა გამოეცა. „ფორმულას“ ინფორმაციით, პატიმრის გაქცევას არც სასამართლოში ადასტურებენ და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში. თუმცა მომხდარის დეტალებს „ფორმულას“ ძებნილის ახლობლები უყვებიან. სამძებრო სამუშაოებ […]

კაწროს ცოლმა ნათია რუხაიამ ნიკა გვარამიას უჩივლა

კაწროს ცოლმა ნათია რუხაიამ ნიკა გვარამიას უჩივლა

ავთანდილ ბილანიშვილის (კაწრო) ადვოკატი თამარ აბესაძე კვირის პალიტრასთან საუბარში ადასტურებს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში საჩივარი “მთავარი არხის” დირექტორისა და წამყვანის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ შეტანილია და საჩივარი ავთანდილ ბილანიშვილის მეუღლემ, ნათია რუხაიამ შეიტანა. ბილანიშვილის მეუღლე 2020 წლის 7 ივლისს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაობს. “გვარამიას 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის უმძიმესი ტრაგედია […]

შალვა გოგოლაძეს, რომელმაც სამოქალაქო ცოლის დაწვა სცადა, ბრალდება დაუზუსტეს

შალვა გოგოლაძეს, რომელმაც 24 წლის ქალის დაწვა სცადა, პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შალვა გოგოლაძეს ბრალდება დაუზუსტა და დანაშაულის ჩადენის მოტივად გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს.შ.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან […]

დააკავეს 3 პირი, რომლებიც ავტოსადგურ ოკრიბას მძღოლებს ფულს სძალავდნენ – ვიდეო

დააკავეს 3 პირი, რომლებიც ავტოსადგურ ოკრიბას მძღოლებს ფულს სძალავდნენ - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები […]

რატომ დაურეკა ნაცემმა ქათამაძემ ღამის 1:48-ზე ჩიქოვანს – შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

ვის ეკუთვნის შავი წინდები და ფეხსაცმლის საფენები, რომლებიც არაგვის ხიდის ქვეშ იპოვეს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში დაასრულებს შეხვედრებს როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელის ოჯახის წევრებთან, ასევე, 19 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმის ფარგლებში დაკავებულ პირებთანაც. ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ომბუდსმენის აპარატი – რა როლით იქნება ჩართული გამოძიებისა და ჭეშმარიტების დადგენის პროცესში. შესაძლოა, რომ ნინო ლომჯარიამ მიმართოს პროკურატურასაც, მისცენ წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებსა და გამოძიების შედეგებზე. იქამდე კი ამ […]

“თეთრმაისურიანი ადამიანი არავის ცემას არ ახორციელებს” – დავით კობალაძე ჩვენების მისაცემად მზადაა

"თეთრმაისურიანი ადამიანი არავის ცემას არ ახორციელებს" - დავით კობალაძე ჩვენების მისაცემად მზადაა

“ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილის, დავით კობალაძის ადვოკატის, ირაკლი გაბრიჭიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა ჩვენების მისაცემად. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში შურისძიების მოტივი არ ყოფილა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზადა ჩვენების მისაცემად, მაგრამ ჯერჯერობით, დღემდე ჩვენების მიცემა ვერ მოხერხდა. ამაზე განვაცხადეთ ჩვენ მაშინ, როდესაც ის გამოცხადდა ნებაყოფლობით პოლიციაში და შემდგომ, როდესაც ბრალის წარდგენა მოხდა. ეს […]

გიორგი ენდელაძის ცემისთვის დავით კობალაძეს და 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ენდელაძის ცემისთვის დავით კობალაძეს და 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

“ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილს, დავით კობალაძესა და მასთან ერთად დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. საქმის პროკურორის განცხადებით, გიორგი ენდელაძეზე ძალადობისას საგნების, იარაღის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. ბრალდების მხარის განმარტებით, ბრალდებულებმა შემთხვევის ადგილი მიატოვეს, მიმალვაში იმყოფებოდნენ […]

ბათუმში ანბანის კოშკთან 2 პირი დაჭრეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ბათუმში გვიან ღამით ერთ-ერთ კლუბში ორი პირი დაჭრეს. დაჭრილები კლინიკა “მედცენტრში” არიან მოთავსებულები. ორივე პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 22 წლის ახალგაზრდას ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი – იდაყვისა და ბარძაყის არეში. დაჭრილების ოჯახის წევრებმა კამერებთან საუბარი არ ისურვეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდები ანბანის […]

მტკვარში 31 წლის ქალს ეძებენ – ნაპირზე ქალის მანქანა და გამოსამშვიდობებელი წერილი ნახეს

მტკვარში 31 წლის ქალს ეძებენ - ნაპირზე ქალის მანქანა და გამოსამშვიდობებელი წერილი  ნახეს

მტკვარში 31 წლის ქალს ეძებენ. “კურიერის” ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფი მას შემდეგ ჩაერთო, რაც ორი დღის წინ გაუჩინარებული ქალის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით 112-ში დაკარგულის მეგობარმა დარეკა. ასევე “კურიერმა “გაარკვია, რომ მტკვარში სამძებრო ღონისძიებები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე 31 წლის ქალის ავტომობილი ნახეს. როგორც ცნობილია, დაკარგული ახალგაზრდა ქალი ვანიდან საკუთარი ავტომობილით წამოვიდა. ავტომანქანაში […]