ზუგდიდში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირი პარტიზანული შენაერთის “ტყის ძმების” მეთაურის, დათო შენგელიას შვილი დადუ შენგელიაა. გამოძიება მას ნარკოტიკული საშუალების შენახვა, შეძენა, ტარება, მოხმარებასა და ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
კატეგორია: სამართალი
რიონში 72 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
პოლიციელი ვერიკო იმერლიშვილი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციელი ვერიკო იმერლიშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის მიერ, სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს, დაკავებულია შსს-ს […]
აფეთქება მუხიანში – დაიღუპა 50 წლამდე მამაკაცი
თბილისში, მუხიანის დასახლებაში აფეთქება მოხდა. გარდაცვლილია 50 წლამდე მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთსართულიან შენობაში მოხდა, თუმცა ხანძარს ადგილი არ ჰქონია. რა გახდა აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დეპუტატ კობა კობალაძის შვილი დავით კობალაძე პოლიციას ჩაბარდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე სამი პირი დააკავა, მათ შორის არის პარლამენტის დეპუტატის კობა კობალაძის შვილი. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. “უწყების ცნობით, 2020 წლის 24 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო გამოძიება 1997 წელს დაბადებული გ.ე.-ს ჯანმრთელობის დაზიანების […]
ნიკა გვარამიას დღეს 6 საათზე კრიმინალური პოლიცია დაკითხავს
დღეს, საღამოს 6 საათზე, მთავარი არხის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას კრიმინალური პოლიცია საქალაქო სასამართლოში დაკითხავს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “6 საათზე, შაქარაშვილის საქმეზე კრიმპოლი დამკითხავს საქალაქო სასამართლოში. რას მკითხავენ და რას ვუპასუხებ, მოგიყვებით გამოსვლისთანავე “
დეპუტატ მიხეილ გრემელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე 10.000-ლარიანი გირაოს, ხოლო სახელმწიფო მბრალდებელი პატიმრობას ითხოვდა. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ სრულად გაითვალისწინა პროკურორის მოთხოვნა. ბრალმდებელმა ნატო ბურთიკაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ გრემელაშვილი ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ცოლსა და შვილებს. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. მიხეილ გრემელაშვილმა სიტყვით მიმართა მოსამართლეს და განმარტა, რომ აღნიშნული […]
მამის და პაპის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოკინაშვილს პატიმრობა შეეფარდა
მცხეთის რაიონულმა სასმართლომ მამის და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა პატიმრობის ნაცვლად აღკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ბიძინა სტურუამ ბრალდების მხარის, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოკინაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დამამძიმებელ […]
ვინ არიან “ტოიოტა ქამრის” მგზავრები…
გიორგი შაქარაშვილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” მგზავრების მიმართ ბრალის დამძიმებას ითხოვს. საქმის მასალების თანახმად კი “ტოიოტა ქამრიში” 6 პირი – ვახო ჩიქოვანი, ვასო მახარაძე, ნიკო რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, არასრულწლოვნები – ა.ქ. და ზ.ს ისხდნენ. აღსანიშნავია, რომ შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თქვა მხოლოდ ის, რომ “ტოიოტა ქამრის” მგზავრები 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული […]
მირიან ნიკოლაძე – “მორაგბეები და ტოიოტას დანარჩენი მგზავრები განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა გასამართლდნენ”
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს გამოედევნენ და დადგა ეს შედეგი, ბრალდებულები იყვნენ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით. „ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყველა მათგანთან მიმართებით, ანუ 6 -ვე მათგანთან მიმართებით. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერები იქნება, რომელიმე მათგანზე, ჩვენ პოზიციას მერე ვიტყვით. ახლა კი […]










