კატეგორია: სამართალი

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ქალი და მამაკაცი დააკავეს – ამოღებულია ნახევარი მილიონი ლარის ნარკოტიკი – ვიდეო

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ქალი და მამაკაცი დააკავეს - ამოღებულია ნახევარი მილიონი ლარის ნარკოტიკი - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალი და მამაკაცი, 1994 წელს დაბადებული ი.ხ. და 1996 წელს დაბადებული გ.დ. თბილისში დააკავეს. მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო […]

მამაკაცი, რომელიც სასამართლოდან გაიპარა, პოლიციას გამოკითხვიდანაც გაექცა

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

ქურდობაში ბრალდებული პირი, რომელიც სამართალდამცავებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცათ, ამ დრომდე არ დაუკავებიათ. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცავებს ორჯერ გაექცათ. ერთხელ, როცა ის ავჭალის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს და მეორედ, მას შემდეგ, რაც მას მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი – სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის […]

ნაციონალური მოძრაობის წევრს ოთარ სირაძეს და მის ძმას ბრალი წარუდგინეს

ნაციონალური მოძრაობის წევრს ოთარ სირაძეს და მის ძმას ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ „ნაცმოძრაობის“ წევრს ოთარ სირაძეს და მის ძმას ამბროლაურში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ივლისს, ამბროლაურში, ო.ს.-მ და დ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო. 2020 წლის 16 ივლისს პროკურატურამ ო.ს.-ს და დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის […]

ბეჟან გუნავა დააკავეს

ბეჟან გუნავა დააკავეს

პოლიციის დაუმორჩილებლოს ბრალდებით ყოფილი პარლამენტარი ბეჟან გუნავა და კიდევ 3 პირი დააკავეს. როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა ისინი საპროტესტო აქციის დროს კახეთის გზატკეცილზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, 17 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრებმა ის, სახლის სარდაფში ჩამოხრჩვალი ნახეს. სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

“გიორგი შაქარაშვილს მარიამ ხატისკაცი მოსწონდა და დაბადების დღეზე იმიტომ წავიდა” – ლუკა გოგავას ჩვენება

"მეორე მანქანიდან გადმოსულმა პირებმა იქ დარჩენილი ბიჭები სცემეს" - გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს მცხეთაში, დაბადების დღეზე მყოფი ერთ-ერთი გოგო, მარიამ ხატისკაცი მოსწონდა. როგორც გოგავა ჩვენებაში ყვება, შაქარაშვილი დაბადების დღეზე წასასვლელად რამდენიმე დღე სწორედ იმის გამო ემზადებოდა, რომ იქ ხატისკაცის ნახვას შეძლებდა. გოგავას თქმით, შაქარაშვილს ხატისკაცთან გარკვეული პრობლემა ჰქონდა, ვინაიდან გოგოს ის აღარ მოსწონდა. გარდა […]

“ვახო ახვლედიანი ამ ღამეს სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა”

"ვახო ახვლედიანი ამ ღამეს სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა"

გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ვახო ახვლედიანის ოჯახი  განცხადებას ავრცელებს. ოჯახი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ვახო ახვლედიანი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ვახო ახვლედიანი და მისი ოჯახი, პირველ რიგში, სამძიმარს უცხადებს შაქარაშვილების ოჯახს წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო. თავად ვახო და მისი ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება გაჟღერებულ აზრს, თითქოს ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. პირიქით, მის ყველა ჩვენებაში დასტურდება, რომ […]

რუსთავში 21 წლის გოგონა ხიდიდან ხტებოდა – ვიდეო

რუსთავში 21 წლის გოგონა ხიდიდან ხტებოდა - ვიდეო

რუსთავში პოლიციის თანამშრომლებმა 21 წლის გოგონა გადაარჩინეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გოგონა სუიციდის მიზნით, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი მთავარი ხიდიდან მდინარე მტკვარში გადახტომას ცდილობდა. ის ხიდის მოაჯირის მეორე მხარეს გადავიდა, რა დროსაც ერთ-ერთმა თვითმხილველმა საპატრულო პილიცია გამოიძახა. თვითმხილველის თქმით, ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გოგონას გაესაუბრნენ, ყურადღება სხვა თემაზე გადაატანინეს, შემდეგ შებოჭეს და ჯებირის მეორე მხარეს გადმოიყვანეს. ასევე […]

დავით ცინარიძე 30.000-იანი გირაოთი გამოუშვეს

დავით ცინარიძე 30.000-იანი გირაოთი გამოუშვეს

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე 30.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და დაცვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი პოლიციაში სცემეს?!

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი პოლიციაში სცემეს?!

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი, თენგიზ ბარბაქაძე აცხადებს, რომ ის პოლიციის განყოფილებაში სცემეს. ამის შესახებ მან მეგობარს მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.ეს მიმოწერა საქმის მასალებში დევს. მამაკაცი მეგობარს უყვება, რომ პოლიცის განყოფილებაში სასურველი ჩვენების მიღების მოტივით, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბარბაქაძის მეგობარი არასრულწლოვანია. ის დაკითხვის დეტალებით ინტერესდება: – მომიყევი გთხოვ… – რა უნდა მოგიყვე? – დაკითხვაზე რა ხდებოდა, მირტყესო რო თქვი, […]