აღმაშენებლის 106-ში მამაკაცმა ავარიაში მოყოლილი შვილის ამბავი გაიგო და თავის მოკვლა სცადა

აღმაშენებლის 106-ში მამაკაცმა ავარიაში მოყოლილი შვილის ამბავი გაიგო და თავის მოკვლა სცადადღეს, 16 ივლისს, საღამოს 5 საათზე, სროლა იყო აღმაშენებლის 106 ნომერში.  დაჭრილია 60 წლის მამაკაცი.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცის შვილი რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში მოჰყვა, მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც “კურიერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.