შაქარაშვილის საქმის დაზარალებულების ნაწილს ზიანი სხეულის მარჯვენა მხარეს აქვს მიყენებული. გიორგი ქათამაძეს სამივე დარტყმა სახის და კისრის არეში მარჯვენა მხარეს აქვს მიყენებული; კონსტანტინე ღიბრაძეს, რომელმაც ბლაგვი საგნის მოქნევისას გაწევა მოასწრო, დაზიანება აქვს მარჯვენა ფეხზე; ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმიდან კი ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილს სახის მარჯვენა მხარეს აქვს ნახეთქი ჭრილობა – ამ თემაზე “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ […]
კატეგორია: სამართალი
იური ლომაძეს და კიდევ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს, მათ შორის მოჭიდავე იური ლომაძეს, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. მათ მიაჩნიათ, რომ სასამართლოს შუამდგომლობა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით უნდა გაეთვალისწინებინა, რადგან დაკავებულები ნასამართლევები არ არიან. თავად ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. დაკავებულების ოჯახის წევრები […]
მოჭიდავე იური ლომაძე ადამიანის გატაცებისა და წამებისთვის დააკავეს
გვიან ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი ადამიანი დააკავეს. ირკვევა, რომ დაკავებულთა შორის არის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის პრიზიორი იური ლომაძე. მასთან ერთად დაკავებულია მისი ძმაც, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე. „მთავარი არხის“ მტკიცებით, იური ლომაძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, […]
“გიორგი შაქარაშვილი არის ნაცემი და გადაგდებული წყალში” – რას ფიქრობს ფეხბურთელის ბიძა
ვინც მისდევდნენ, ისინი დაეწივნენ, სცემეს და გადააგდეს წყალში, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ზურა ონაშვილმა “მთავართან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გიორგი წყალში არ შევიდოდა, რადგან მას წყლის შიში ჰქონდა. “თავიდანვე, ეჭვი მეპარება, რომ გიორგიმ იქ ჩაირბინა და ჩანთა დადო. იმიტომ რომ ეგრე ჩანთა არ დაიდება იქ, თუ ვიღაცამ არ დადო. გაქცეული ბავშვი ჩხუბის დროს გარბის, […]
დავით მუმლაძის მკვლელობაში ასათიანი გაამართლეს, ჯღარკავას 20, მიროტაძეს და ღუბიანურს – 10-10, დუღაშვილს და გეთაშვილს 9-9 წელი მიესაჯათ
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო, სადაც მოსამართლემ 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის მიმართ, განაჩენი გამოიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ასათიანი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და დარბაზიდან გათავისუფლდა, სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა მოკლული დავით მუმლაძის ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური და პროტესტი. მკვლელობაში ბრალდებულ […]
ფოთში ვაჟა ტყებუჩავას მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს – ვიდეო
ფოთში ვაჟა ტყებუჩავას მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 1976 […]
“3 შვილის დედამ არ იცოდა, ფეხმძიმედ რომ იყო” – რა მოხდა კასპში
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა გოგომ სახლში იმშობიარა. მოგვიანებით ჩვილი კი საპირფარეშოში ნახეს. არსებული ინფორმაციით, ქალმა მშობიარობის შემდეგ, საავადმყოფოს ძლიერი სისხლდენის გამო მიმართა. ექიმმა კი პოლიციას შეატყობინა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა გოგოს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ 9 თვის განმავლობაში ფეხმძიმედ იყო. „არც ქმარმა იცოდა, არც დედამ.. 8 თვის იყო ბავშვი და მუცელშივე მოკვდა, მიცვალებული დაბადა“, – […]
საბედისწერო ნიშნობა დმანისში – მოკლულია 20 წლის ბიჭი
საბედისწერო ნიშნობა დმანისში – ხელის სათხოვნელად მეზობელ სოფელში სტუმრობის შემდეგ 20 წლის ბიჭს ახალგაზრდების ჯგუფი დაუპირიპირდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მეზობელი საქმის გასარჩევად დაიბარეს. „ჩვენი მეზობელი ბიჭი მეზობელ სოფელში ამბის გასარჩევად დაიბარეს. როგორც გავიგეთ, გოგოს ამბავზე მომხდარა დაპირისპირება. თუმცა, რამდენად სიმართლეა არ ვიცით“, – ამბობენ ადგილობრივები. დმანისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქეა დაკავებული. „ქვემო ქართლის […]
ადვოკატი – მიხეილ კალანდია უვადო შიმშილობას დაიწყებს
დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია უვადო შიმშილობას დაიწყებს – ეს იმ შემთხვევაში, თუ კალანდიას სასამართლო პროცესზე ისევ არ დაასწრებენ. მიხეილ კალანდიამ პროტესტის ნიშნად, უკვე რამდენიმე სხდომა გააცდინა და მონაწილეობა მას დისტანციურად არ მიუღია. “თუ ის, დღესაც არ იქნება წარმოდგენილი უშუალოდ სასამართლოს სხდომაზე იგი იწყებს უვადო შიმშილობას. მისი მოთხოვნა არის, რომ უშუალოდ მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს […]
შაქარაშვილის საქმე – გიორგი ქათამაძე სასტიკადაა ნაცემი
ტელეკომპანია „ფორმულამ“ მცხეთაში ხიდზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გადაღებული ფოტომასალა გაავრცელა. ფოტოზე ჩანს, რომ ერთ-ერთი დაზარალებული გიორგი ქათამაძე სასტიკადაა ნაცემი. სავარაუდოდ მას ჭრილობები რკინის ხელკეტით აქვს მიყენებული. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილის 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა 18 ივნისს საგურამოში, ერთ-ერთი მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. როგორც ახლობლები აცხადებენ, შაქარაშვილი კონფლიქტში მონაწილეობას […]










