ნიკა გვარამია – “შაქარაშვილის ცხედარი შესაძლოა იმ ფერად შენობაში დაემალათ, რომელიც მერე გადაწვეს”

ნიკა გვარამია - "შაქარაშვილის ცხედარი შესაძლოა იმ ფერად შენობაში დაემალათ, რომელიც მერე გადაწვეს"გიორგი შაქარაშვილის ცხედარი სავარაუდოდ 4 დღე წყალში არ იყო – განცხადებას ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აკეთებს.

შაქარაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალების საქმეზე ახალი სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. საქმეში გამოჩნდა მესამე ავტომანქანაც – მიკროავტობუსი, რომელიც დიდუბეში გადაღებულ სათვალთვალო ვიდეოკამერებში ფიგურირებს, საიდანაც “მთავარი არხის” ინფორმაციით, “კაწრო” გადმოდის და საქმის ე.წ. ოქროს მოწმესთან, გური ამირხანაშვილთან მოსალაპარაკებლად მიდის.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვიდეომასალა აქამდე მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილა. საქმის ახალი დეტალები მხოლოდ დღეს, ექსკლუზიურად “მთავარისთვის” გახდა ცნობილი.

ეკა კვესიტაძის “მთავარ აქცენტებში”, ნიკა გვარამიამ იმ სქემაზე ისაუბრა, რომელიც სავარაუდოდ განვითარდა შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს.

“სავარაუდოდ, გარდაცვლილის ფეხბურთელის ცხედარი წყალში მოხვედრამდე სწორედ იმ ფერად შენობაში იყო გადამალული, რომელიც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, დამწვარია.

დიდუბეში დაფიქსირებული მიკროავტობუსი მცხეთის სათვალთვალო კამერებშიც ფიგურირებს:

ტოიოტამ გააკეთა თავის შავი საქმე. ბავშვი ამ დროისათვის არის უკვე გარდაცვლილი. სავარაუდოდ და ჩვენი წყაროების ცნობით, მისი ცხედარი არის ფერად შენობაში. ეს მანქანა. ე.წ. მაღალი პასადკა, არის ან ჯიპი, ან ფურგონი რაც ჩვენ ვნახეთ. ცხედარი იმყოფება ფერად შენობაში, 5 წთ სჭირდება შენობიდან ცხედრის გადმოტანას მანქანაში და ეს მანქანა მიემართება თბილისისკენ. ამის შემდგ იწვება ეს შენობა. იმისათვის, რომ მიკრონაწილაკი დნმ-ის, ცხედრის იქ არ დარჩეს” ამბობს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღე წყალში არ უნდა ყოფილიყო, დღეს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატმაც გამოთქვა:

4 დღე ეძებეს და ეს ამოტივტივებული არ იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გაგვიჩნდა იმის ეჭვი, რომ არ გამოვრიცხეთ, რომ შესაძლებელია 4 დღე და ღამე წყალში არ ყოფილიყო, ან მე-2 დღეს ან მე-3 დღეს სიტყვაზე ვთქვათ, ვინმეს სცოდნოდა სად იყო ეს მიცვალებული, აეღო და ჩაეგდო წყალში. ეჭვების გაგვიჩნდა, რომ მაგალითად, მკერდზე ზეწოლის კვალი ჩანდა აშკარად და ამაზე ექსპერტიც საუბრობს. ვიღაცა შეეცადა, რომ გაეკეთებინა ხელოვნური სუნთქვა, პირდაპირი გულის. ამ დროსაც დაზიანება ხდება გულ-მკერდის და შეიძლება ჰემატომური რაღაც გამოიწვიოს.” ამბობს გიორგი ყიფშიძე
შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხი” დღეს გავრცელებული ახალი დეტალებით არაფერს ამტკიცებს და სვამს იმ კითხვებს, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას ჩნდება.

მთავარი