კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები კვლავ საქართველოს ფარგლებს გარედან აგვარებენ საქმეებს. ამჯერად უკვე საუბარია მკვლელობის დაკვეთაზე. მკვლელობა წუხელ ფოთში მოხდა. 43 წლის მამაკაცი, რომელიც დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ პანაშვიდიდან გაიტაცა, სასტიკად ნაცემი ნაგავსაყრელზე იპოვეს. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაპირისპირება სავარაუდოდ ნარკოტიკებს უკავშირდება. საქმეში ორი ე.წ. კანონიერი ქურდი ფიგურირებს. “კურიერის” ინფორმაციით, მკვლელობა სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა – ჯუმბერ ბაიარამიდიმ, იგივე “ბონჩომ” […]
კატეგორია: სამართალი
რუსთავში 30 წლის ცოლმა 40 წლის ქმარს სცემა 2 ბავშვის თანდასწრებით
რუსთავში ცოლმა ქმარს სცემა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ოჯახში ძალადობის ფაქტი თოდრიას ქუჩაზე, ერთერთ საცხოვრებელ ბინაში დაფიქსირდა. სიტყვიერი დაპირისპირებისა და კამათის შემდეგ, 30 წლამდე ქალმა, 40 წლამდე მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და 2 მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით სცემა. არსებული ინფორმაციით მამაკაცს დაზიანებები სახის არეში ჰქონდა მიყენებული. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სავარაუდოდ სსკ 126-ე პრიმა მუხლით […]
კასპში საპირფარეშოში ახალშობილის ცხედარი იპოვეს
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა და შემდეგ ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან […]
დავით ჭაკუა გერმანიიდან ბათუმში ჩამოიყვანეს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა საქართველოშია. მისი ექსტრადირება გერმანიიდან განხორციელდა. თვითმფრინავი, რომელშიც დავით ჭაკუა იმყოფება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. ადგილზე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები არიან მობილიზებული. ჭაკუას სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. დავით ჭაკუა საქართველოში, ბათუმის აეროპორტში სპეციალური რეისით 180 მგზავრთან ერთად ჩამოიყვანეს. ბათუმის აეროპორტში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
დავით ჭაკუას გერმანია საქართველოს გადმოსცემს
გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. უწყებაში დეტალებთან დაკავშირებით არ საუბრობენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება. დავით ჭაკუა არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურანტი და მსჯავრდებულია. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად მსჯავრდებულია 2006 წლის 27 მარტს, თბილისში […]
“სამძიმრიდან გამოსულებს თავს დაგვესხნენ და ჩემი შვილი გაიტაცეს” – ფოთში 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა მოკლეს
თვითმხილველი ფოთში, გუშინ მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრობს. შემთხვევა ნაბადას უბანში, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოხდა. მოკლული 43 წლის ვაჟა ტყებუჩავაა. როგორც თვითმხილველი ყვება, ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ადამიანი სცემდა. “ხმაური შემომესმა, რომ გავიხედე დაახლოებით 5 ბიჭი ხელკეტებს ურტყამდა რაღაცას მიწაზე, ვიფიქრე, ალბათ გველი ნახეს და იმას ურტყამენ. მერე დავინახე, რომ კაცი ეგდო ძირს და ხმას არ იღებდა. ვიყვირე […]
ვახო ახვლედიანი – “ხიდიდან გაქცეულ შაქარაშვილს მანქანიდან გადმოსული რამდენიმე კაცი მისდევდა”
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხული ერთ-ერთი პირის, დაზარალებულ ვახო ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, ხიდიდან გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს რამდენიმე პირი მისდევდა. თუმცა, როგორც მისი ჩვენებიდან ირკვევა, აღნიშნული პირების ამოცნობა მას არ შეუძლია. „ინეტრპრესნიუსმა“ ახვლედიანის ჩვენება მოიპოვა, რომელშიც ახვლედიანი დაბადების დღეზე დაწყებულ კონფლიქტსა და შემდეგ უკვე, ხიდთან განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს. როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, იუბილარის დაბადების დღეზე […]
თიკა სიხარულიძე – “ნიკა ჩემ დაბადების დღეზე ჩამომისვენეს” – ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობის გამოძიება ჩიხში შევიდა
2019 წლის ნოემბერში, კიევში ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი მოკლეს. დავითაშვილს ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კიევში საქმიანი ვიზიტით მყოფი ბიზნესმენი, სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ, “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომანქანით გაიტაცეს… ნიკოლოზ დავითაშვილის ქვრივს თიკა სიხარულიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ერთ-ერთი ძველი თაობის მოდელია და მოკლულ ბიზნესმენთან 15-წლიანი ოჯახური თანაცხოვრება და ორი შვილი აკავშირებს. თიკა ამბობს, […]
დავით სვიანაძის მკვლელობისთვის დაკავებულ ჰასან დოგანს პატიმრობა შეეფარდა
პოლიციის თანამშრომლის დავით სვიანაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს ჰასან დოგანს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ დაკავებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინა და დღესვე მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე შუამდგომლობით. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. […]
ფოთში 45 წლის მამაკაცი მოკლეს
ფოთში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 45 წლის მამაკაცი, რომელსაც ჭრილობები მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში გარდაიცვალა. ,,პაციენტი 112-ის ბრიგადამ საავადმყოფოში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი, მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით შეიყვანა და მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული მოქმედებისა, პაციენტი გარდაიცვალა ”, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა […]









