ბაგებში, ცოტა ხნის წინ ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს, რომელსაც “ტილიკას” მეტსახელით იცნობდნენ. ბიზნესმენი ლევან კაჭარავა 53 წლის გახლდათ. მან წლების წინ, გიორგი რამიშვილთან ერთად დააფუძნა Silk Road Group, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. გარდა ამისა, კაჭარავას სახელი უკავშირდება ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია “მულტიპლექსს”, რომელიც თავის მხრივ არაერთ ბიზნეს ფლობს. ლევან კაჭარავა საქართველოში ფლობს თანამედროვე ტიპის ფიტნეს ქსელს […]
კატეგორია: სამართალი
ბაგებში მკვლელობა მოხდა
ტვ პირველის ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს დოლიძეზე თავს დაესხნენ
“ფორმულას” ჟურნალისტის, თიკო ერაძის ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ “ტვ პირველის” ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს: “ამ წამს, დოლიძეზე, ნარკომანი, დამპალი სირების ბრბო თავს დაესხა, ჩემ თვალ წინ, Nanuka Kajaia-ს და მის ოპერატორს, გინებით, ხელების ქნევით, ჯაჯგურით, შემთხვევით შევესწარი. საერთოდ სხვა რესპოდენტის ჩასაწერად მოსულებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ტვ პირველის მიკროფონი ეჭირა ხელში. მამუკა მდინარაძე […]
კაციტაძის სამსახურმა ბათუმში, „ TV პირველის“ ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ქალაქ ბათუმში, „ TV პირველის“ ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, დაკავებულია 2001 წელს დაბადებული ორი მოქალაქე. „ჩვენს მიერ, უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს […]
ჭოროხში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
ქუთაისში სათვალეების მაღაზია გაქურდეს
ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე, სათვალეების მაღაზია გაქურდეს. უცნობი პირები დაწესებულებაში გამთენიისას, კარის ბლაგვი საგნით გაღების გზით შევიდნენ და თანხა მოიპარეს. მძარცველები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან. სიგნალიზაციის ჩართვისთავანვე მათ ტერიტორია დატოვეს. ძარცვის კადრები “მთავარმა არხმა” მოიპოვა.
ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმეზე კიდევ ორ პირს წარუდგინეს ბრალდება
ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე კიდევ ორ პირს წარუდგინა ბრალდება. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თ.გ.-მ და ე.დ.-მ სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ვეირანოვას ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს. “განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს […]
სანზონაში ქალი ექიმის სახლიდან გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე გამოძიება დაიწყო
სანზონაში, ექიმ-თერაპევტის სახლიდან დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული, მუხლი სისხლით, ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს. მედიკოსის სახლიდან ამოღებულ ხორცს ექსპერტიზა უტარდება. თავად ექიმ-თერაპევტი კი, ამ დრომდე საქმიანობას მუხიანში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში განაგრძობს. ის სამართალდამცავებმა ორი დღის წინ გამოკითხეს. როგორც მისი ოჯახის წევრი აცხადებს, ქალის მიერ საგამოძიებო […]
საბერძნეთის პოლიციამ ქართველ არასრულწლოვანს კანაფი აღმოუჩინა – დააკავეს დედა
საბერძნეთში, კერძოდ სერესში, პოლიციამ 17 წლის ორ მოზარდს კანაფი აღმოუჩინა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, არასრულწლოვნები სერესში პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ შუადღისას დააკავეს. ბავშვთა ზედამხედველობის დარღვევისა და უგულებელყოფის ბრალდებით, დააკავეს არასრულწლოვნების დედები – 47 წლის ბულგარელი და 49 წლის ქართველი.
სანზონაში ექიმი ქალის სახლიდან 10 კგ გახრწნილი ხორცი ამოიღეს
სანზონაში მცხოვრები ექიმ-თერაპევტის მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მედიკოსის საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით, 10 კგ-მდე გახრწნილი ხორცი ამოიღეს. როგორც კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები აცხადებს, მეზობლებს სუნი თვეების განმავლობაში აწუხებდათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ტემპერატურის მატებასთან ერთად, სუნიც გამძაფრდა. ერთ-ერთი მეზობლის განმარტებით, კორპუსთან „შლაგბაუმი” დაყენდა, რის გამოც, მედიკოსს თანხისთვის მიაკითხეს, მან კი მეზობლებს კარი არ გაუღო, ბინიდან კი გახრწნილი ხორცის სუნი […]









