საბერძნეთის პოლიციამ ქართველ არასრულწლოვანს კანაფი აღმოუჩინა – დააკავეს დედა

საბერძნეთის პოლიციამ ქართველ არასრულწლოვანს კანაფი აღმოუჩინა – დააკავეს დედასაბერძნეთში, კერძოდ სერესში, პოლიციამ 17 წლის ორ მოზარდს კანაფი აღმოუჩინა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, არასრულწლოვნები სერესში პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ შუადღისას დააკავეს.

ბავშვთა ზედამხედველობის დარღვევისა და უგულებელყოფის ბრალდებით, დააკავეს არასრულწლოვნების დედები – 47 წლის ბულგარელი და 49 წლის ქართველი.