ჭოროხში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე ჭოროხში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცი ადიდებულმა მდინარემ დილით გაიტაცა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.

ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.