ტვ პირველის ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს დოლიძეზე თავს დაესხნენ

ტვ პირველის ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს დოლიძეზე თავს დაესხნენ“ფორმულას” ჟურნალისტის, თიკო ერაძის ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ “ტვ პირველის” ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს:

“ამ წამს, დოლიძეზე, ნარკომანი, დამპალი სირების ბრბო თავს დაესხა, ჩემ თვალ წინ, Nanuka Kajaia-ს და მის ოპერატორს, გინებით, ხელების ქნევით, ჯაჯგურით, შემთხვევით შევესწარი. საერთოდ სხვა რესპოდენტის ჩასაწერად მოსულებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ტვ პირველის მიკროფონი ეჭირა ხელში. მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze აი ეს ხართ, ეს არის თქვენი სახე, ყველაფერზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი.  ეს ღორები არიან თქვენი ნამდვილი სახე”, – წერს თიკო ერაძე Facebook-ზე.
“მთავარი არხის” ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროს უთხრეს, რომ მომხდარის დეტალებს არკვევენ. დამატებითი ინფორმაცია მიღებისთანავე აისახება მასალაში.