ყოფილ მეუღლეებს შორის არსებული ფინანსური დავა ჯერ ქურდულ სამყარომდე, შემდეგ კი მართლმსაჯულებამდე მივიდა. ყოფილ ცოლ-ქმარ წულაიებს შორის 9 ათას ევროზე დაწყებულ კონფლიქტში დანაშაულის ნიშნები მაშინ გამოიკვეთა, როცა ორივე მხარემ დავის მათთვის სასარგებლოდ გადასაწყვეტად საქმეში კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირები ჩართო. ყველაფერი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, როცა ელმირა წულაიამ ახლობელ მირზა მირზიაშვილს მიმართა და ყოფილი მეუღლისგან ვალის […]
კატეგორია: სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი დაკითხეს, რომელიც შავ ტოიოტაში იჯდა
რამდენიმე დღის წინ, მცხეთაში ერთ-ერთ დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება, ახალგაზრდა სპორტსმენის გიორგი შაქარაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებაზე შელაპარაკება “ნახალოვკელებსა” და “საბურთალოელებს” შორის მოხდა, რომელიც ავტომაგისტრალზე გაგრძელდა. “კურიერის” ინფორმაციით, საქმეზე 24 ივნისს მორაგბეები დაიკითხნენ, ოქროს მოწმეზე დაყრდნობით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სწორედ მათ წამოიყვანეს გურამ ამირხანაშვილი მცხეთიდან თბილისში. მედიასთან მორაგბეებმა არ დააკონკრეტეს, […]
გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტია – ვახო ახვლედიანი, რომელიც იმ ღამეს რკინის ხელკეტებით ცემეს
ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ვახო ახვლედიანია. “კურიერი” სანდო წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ის აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა და ცენტრალურ მაგისტრალზე გადავიდა. მისი ადვოკატის მტკიცებით, თბილისისკენ მიმავალ გზაზე გიორგი შაქარაშვილსა და გურამ ამირხანაშვილს შეხვდა, მათთან ერთად იმყოფებოდა საქმის კიდევ ერთი ახალი ფიგურანტი ფოტოგრაფიც, რომელიც წვეულებისთვის იუბილარმა დაიქირავა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ვახო ახვლედიანს ცხვირი გატეხილი აქვს და ნაცემია. მზია ქასრაშვილის მტკიცებით, საბედისწერო […]
ელისო კილაძე სუსში დაიბარეს – შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე
“ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ დაერტყათ” – რას ყვება შაქარაშვილის საქმის მოწმე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე
ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, აცხადებს, რომ მცხეთაში, დაბადების დღეზე მომხდარ ჩხუბში გარდაცვლილი არ მონაწილეობდა. აღნიშნულის შესახებ ის „ინტერპრესნიუსს“ და “პალიტრანიუსს“ ექსკლუზიურად ესაუბრა. მისივე თქმით, მას არაფერია გაადაუღია. “არ გადამიღია, ნეტა გადამეღო ყველაფერი და დაიხურებოდა საქმე” ,- აცხადებს ფოტოგრაფი. როგორც მოწმე აღნიშნავს, ჩხუბი მისი მისვლიდან 15 წუთში დაიწყო. […]
ჯეირანას და კუსას მხარდაჭერით 1 პირს 8.800 ევროს გადახდა დააკისრეს – შსს-მ 10 პირი დააკავა – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და აჭარის რეგიონში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, “კანონიერი ქურდობის”, “ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვისა და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ განცხადება შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. უწყების […]
გიორგი შაქარაშვილის ბიძა – “ამბავი იქნება ისეთი, როგორიც არ უნახავს ჯერ საქართველოს”
გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე გარდაცვლილის სხეულზე არსებულ დაზიანებებს ადასტურებს. “ბავშვს დაზიანებები ზოგადად აქვს მთელ ტანზე, როგორც სახის არეში, ისე ტანზე. მაგრამ მნიშვნელოვანია, როდის მიიღო ეს დაზიანებები, სიცოცხლის პერიოდში, თუ სიკვდილის შასსეთი, როგორიც არ უნახავს ჯერ საქართველოს, არაფერზე გამჩერებელი არავინ არ არის” სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და მცხეთის პოლიციაში დღეს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების ნაკადი არ […]
არჩილ კბილაშვილი „ლიდერფუდის”საქმის განხილვას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისგან ითხოვს
ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა „ლიდერფუდის“ საქმეზე უზენაეს სასამართლოს დამატებითი განცხადებით მიმართა. განცხადებაში დეტალურადაა ახსნილი, თუ კონკრეტულად რა დარღვევები ჩაიდინეს ჯერ საქალაქო, ხოლო შემდგომ სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებმა. კბილაშვილი მიიჩნევს, რომ საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში, „ლიდერფუდის“ საქმის განმხილველ მოსამართლეთა მხრიდან ფუნდამენტური მნიშვნელობის დარღვევები იქნა ჩადენილი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსამართლეებმა არ გაითვალისწინეს კანონის მოთხოვნა, რომელიც სარჩელის ჩაბარების […]
გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მთავარი მოწმე გამოჩნდა – ფოტოგრაფი
ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხულ მორაგბეებს – შავი ფერის “ტოიოტა ქამრის” მძღოლსა და მის მგზავრსაც ჩაუტარდებათ. როგორც აღნიშნული პირების ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს დაზიანებები არ აღენიშნებათ. “საგამოძიებო ორგანოს სურვილი აქვს, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ჩაგვიტარდეს, მაგალითად, რაიმე ფორმით ხომ არ მოვახდინეთ ვინმეზე ძალადობა, ან […]
ნოდარ მელაძე სუსში მივიდა
ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. მელაძის ინფორმაციით, კითხვები მასთან გამოძიებას გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე ექნება. ჟურნალისტი სუსში ადვოკატთან ერთად მივიდა. მელაძის თქმით, ის “ტვ პირველის” ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ დაიბარეს და კონკრეტული დეტალებით დაინტერესდნენ, საქმე ეხება გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის ფიგურანტ – ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას. “ჩემთვის, ამ ეტაპზე, ცნობილია, […]









