საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, კერძო ლომბარდის ხელმძღვანელი დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის რეგიონალური ფილიალის ექსპერტ-შემფასებელთან, რის შემდეგაცც ისინი შეთანხმდნენ, რომ ბანკის სერვის ცენტრში, სხვადასხვა ფიზიკური პირის […]
კატეგორია: სამართალი
ბ.ა-მ, ო.კ-მ და დ.ქ-მ იტალიური და ნორვეგიული კომპანიების კუთვნილი 134.962 ევრო მიითვისეს
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნორვეგიული და იტალიური კომპანიების დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა, რის შედეგადაც სამი პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” უწყებიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა უცხოური საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020 წლის მარტი-მაისის თვეებში, ბ.ა-ს მითითებით და დავალებით ო.კ-მ და დ.ქ-მ, საქართველოში […]
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის 3 მოქალაქე დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის სამი მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული პ.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.ხ. და 2000 წელს დაბადებული დ.პ., ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე […]
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მყვინთავებმა წყალში იპოვეს
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს. 19 ივნისს, […]
“მეორე მანქანიდან გადმოსულმა პირებმა იქ დარჩენილი ბიჭები სცემეს” – გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ადვოკატი, მზია ქასრაშვილი ადასტურებს, რომ წვეულებაზე, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი და გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდნენ, ჩხუბი მოხდა. როგორც მზია ქასრაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ახსოვს, გიორგი შაქარაშვილმა ჩხუბში მონაწილეობა მიიღო თუ არა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი და შაქარაშვილი ერთმანეთს არ იცნობდნენ და პირველად […]
ტარიელ ხეჩიკაშვილი გიორგი შაქარაშვილზე – “შეიძლება, სადმე თავს აფარებდეს, ვთხოვ, გამოჩნდეს!”
მცხეთის პოლიციასთან იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში ინფორმაციის გასარკვევად მივიდა. როგორც ტარიელ ხეჩიკაშვილი აცხადებს, შესაძლებელია, გიორგი შაქარაშვილი თავს სადმე აფარებდეს. „ყველა ერთად განვიცდით. ვცდილობთ და იმედი გვაქვს, გიორგი გამოჩნდება. პირველი საზრუნავი ახლა ეს არის. მინდა, მადლობა გადავუხადო ძალოვნებს, რომ ყველაფერს აკეთებენ მის მოსახებნად. გამოძიების დეტალები არ ვიცი. მოვედი, რომ გამეგო ინფორმაცია. […]
გიორგი შაქარაშვილი ჩხუბის დროს მდინარეზე ხიდის ქვეშ დაიმალა, ის ბოლოს გურამ ამირხანაშვილმა ნახა – დაკარგული ფეხბურთელის საქმის ახალი დეტალები
დაკარგული ფეხბურთელის საქმეზე დაკითხვები დაიწყო. გამოძიების კითხვებს ახლა ის პირი პასუხობს, რომელმაც გიორგი შაქარიშვილი ბოლოს ნახა. ის მცხეთაში მეგობრის წვეულებას ფეხბურთელთან ერთად ესწრებოდა და სახლი მასთან ერთად დატოვა. ამის შემდეგ როგორც მოწმე აცხადებდა, მათი გზები გაიყო, მეგობარს უკავშირდებოდა, თუმცა მისი ტელეფონი გამორთული იყო. ამ წუთებში მცხეთის პოლიციაში ამ საქმის ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ის არის პირი, რომელიც 19 […]
სპეცოპერაცია დიღმის მასივში – დაკავებულია 2 უცხოელი
თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სამართალდამცველები დიღმის მასივში მუშაობენ. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საქმე ნარკოდანაშაულს უკავშირდება. “კურიერის” ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. მათ ორი ბინა ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჰქონდათ ნაქირავები. “კურიერის” ინფორმაციით, ამოღებულია ნივთმტკიცებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფოამციით, დიღმის მასივში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით, მეტი დეტალის დაზუსტების შემდეგ გაავრცელებენ.
დავით ზეიკიძე: დუმბაძეს და მის ხელშემწყობებს მეტი გზა აღარ რჩებათ, გარდა იმისა, რომ სასამართლოს გადაეფარონ, რადგან ამით კიდევ უფრო დიდი დანაშაულებების დამალვას ცდილობენ
„ლიდერფუდთან“ დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი დრამატულ ხასიათს იღებს. საქმე ეხება დავას „ლიდერფუდის“ 50%-იან წილზე, რაც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელე ირაკლი დუმბაძეს მიანიჭა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველს მოპასუხე მხარის მიერ შესაგებელი სარჩელის შეტანის ვადის გაშვება გახდა. მოპასუხე მხარე სარჩელის ჩაბარების ფაქტს სადაოს ხდის და უკვე უზენაეს სასამართლოს თხოვს არსებითი განხილვისთვის საქმის საქალაქო სასამართლოსთვის დაბრუნებას. […]
ნიკა გვარამია – “ჩემი წყაროები არიან სუს-ის და “ოცნების” მაღალჩინოსნები”
ჩემი წყარო არის სუს-ის მაღალჩინოსანი. ეს ინფორმაცია მათ მივაწოდე და ასევე, არის მეორე წყარო – „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი, რომელიც უშიშროების ორგანოებში არ მუშაობს, მაგრამ ფლობს ინფორმაციებს, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა. გვარამიას ინფორმაციით, გამოკითხვაზე, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეს უკავშირდებოდა, ძირითადი შეკითხვები წყაროსთან […]










