კატეგორია: სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს. შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება. საქართველოს პირველი არხი ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატს, დავით ჩიქაიძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალადობის ბრალდებითაა აყვანილი. „ერთ-ერთი დაკავებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ის სსკ-ის 126-ე – ძალადობის მუხლით არის აყვანილი. დიღომში არის […]

“თენგო ბარბაქაძე ხიდის ინციდენტში მონაწილეობდა, შაქარაშვილი იქ არ უნახავს” – ახალი დეტალები

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხიდის ინციდენტში მონაწილეობდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის დაცვის ქვეშ მყოფს წვეულებაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც რამდენიმე მეგობართან ერთად ტერიტორია დატოვა და თბილისისკენ გაემართა. მისივე თქმით, თბილისში შესვლისას მათ წვეულებაზე მყოფმა ორმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ […]

მასობრივი ჩხუბი ნარეკვავის აგარაკზე სადღეგრძელოს 1 სიტყვას მოჰყვა – ტრაგედიის ახალი დეტალები

არც გამოკვეთილი დამნაშავე და არც 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების გარემოება – გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე ჯერ ვერ მიდის, მაგრამ წრე ვიწროვდება. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ყოველდღიურად ცნობილი ხდება ახალი დეტალები, რომლებსაც გამოძიება საბოლოო პასუხამდე მიჰყავს – როგორ და რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ახალგაზრდის სხეული მდინარეში. ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინი ჯერ გრძელდება, თუმცა დღეს მცხეთაში მომხდარი ჩხუბის რამდენიმე საინტერესო დეტალი გახმაურდა. ირკვევა, […]

სუსი – “მთავარმა არხმა” დეზინფორმაციული სიუჟეტი მოამზადა”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, მედპერსონალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ, განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სიუჟეტში მონაწილე პირების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში, მათი ინტერვიუები იყო დამონტაჟებული, კერძოდ მათ ჟურნალისტს განუცხადეს, რომ […]

ადვოკატი ღურწკაია – “ღამის 3-ის ნახევარზე მერსედესის მგზავრების სახლებში ჩხრეკა დაიწყო”

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, გარდაცვალების საქმის ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი ამ წუთებში მცხეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. სავარაუდოდ, მისი განმეორებითი დაკითხვა უკავშირდება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქმეში ბლაგვი საგანი – რკინის ხელკეტი ფიგურირებს. როგორც “კურიერისთვის” გახდა ცნობილი, გასულ ღამით ჩხრეკა ჩატარდა “მერსედესის” მარკის ავტომობილის მგზავრების სამ საცხოვრებელ სახლში. ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ ჩხრეკა არასამუშაო საათებში […]

ხვიჩა ბარბაქაძე – “გიგა ტატიაშვილი იუბილარის კლასელია… ნახალოვკელებს საბურთალოელები მისდევდნენ”

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მოწმე იკითხება, რომელიც იმ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა. როგორც მოწმედ გამოსაკითხი პირის, თენგო ბარბაქაძის მამა, ხვიჩა ბარბაქაძე აცხადებს, სუფრასთან იმყოფებოდა ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილიც. მისივე თქმით, ტატიაშვილი იუბილარის კლასელია. ხვიჩა ბარბაქაძის განცხადებით, ჩხუბს ტატიაშვილი და მისი შვილი გამოერიდნენ და თბილისში სავარაუდოდ, ტატიაშვილის კუთვნილი “მერსედესის” მარკის […]

საბერძნეთში ქართველმა ქალმა ცეცხლი წაიკიდა და მე-5 სართულიდან გადახტა

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში ახალგაზრდა ქართველი ქალის გარდაცვალების ახალი დეტალები. პირველ ეტაპზე, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ქართველი ემიგრანტი სავარაუდოდ აფეთქების ტალღამ მეხუთე სართულიდან გადმოაგდო, ვინაიდან ცხედარი ნაწილობრივ დამწვარი იყო. გარდაცვლილი ქალის მეგობარი კი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ რეალურად აფეთქება არ მომხდარა. მისი თქმით, 36 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „ცეცხლი წაიკიდა და მეხუთე სართულიდან გადმოხტა. […]

პროკურატურამ ადვოკატი გ.ჩ. ქრთამის მიცემისთვის დააკავა

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია ადვოკატი გ.ჩ. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა გ.ჩ.-მ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ ა.ლ.-სთან ერთად შუამავალს შესთავაზა ერთ-ერთი თანამდებობის პირისათვის ქრთამის სახით 100.000 ლარის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უნდა გათავისუფლებულიყო. “აღნიშნულის თაობაზე შუამავალმა […]

ალექსი კობაიძე – “მორაგბეები რომ მივიდნენ, გიორგი შაქარაშვილი იქ აღარ იყო”

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული მორაგბეების ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფები საქმეში ჩნდებიან, გიორგი შაქარაშვილი უკვე იქ აღარ იმყოფებოდა და ვერსია, რომ ბოლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ნახეს შაქარაშვილი, რეალობას არ შეესაბამება. „ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მდგომარეობა ძალიან სტრესულია იქიდან გამომდინარე, რომ მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ ძეწოლას განიცდიან, თან იმ პირობებში, როდესაც […]

ქუთაისში რიონში 54 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარე რიონიდან სამაშველო ბრიგადამ 54 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანა. როგორც “მთავარს” სამაშველო სამსახურის პრესასამსახურში განუმარტეს, მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება მათთან გუშინ, გვიან ღამით შევიდა. ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები გრძელდებოდა, დილით კი მამაკაცის ცხედარი იქნა ნაპოვნი, – განმარტავენ სამაშველო სამსახურში. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.