ელისო კილაძე სუსში დაიბარეს – შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე

ჟურნალისტი ელისო კილაძე შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე სუსში დაიბარეს.

ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა:

“ხვალ, 13:00 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვარ დაბარებული გამოკითხვაზე !
შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე !
გამოძიებას ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას გადავცემ!”