კატეგორია: სამართალი

ცოლის ცემისთვის თბილისში ნიგერიის მოქალაქე დააკავეს – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ა.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს – 1986 წელს დაბადებულ ფ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ა.ვ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში […]

დიტო როსტომაშვილს ძმები ჩეკურიშვილების მკვლელობის მცდელობისთვის 17 წელი მიესაჯა

ბრალდებულს, რომელსაც წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვანი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად, სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. ძაღლების ჩხუბის საფუძველზე, ბრალდებულ დიტო როსტომაშვილს და  არასრულწლოვან ძმებს, ერეკლე და დათო ჩეკურიშვილებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რის შემდეგაც, განაწყენებულმა ბრალდებულმა მოკვლის განზრახვით, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან წამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ძმებს […]

ნოდარ გამყრელიძე ყანდაურაში მომხდარ მკვლელობებს არ აღიარებს

სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნოდარ გამყრელიძე, რომელსაც ბრალი დაუმძიმეს და დედასთან ერთად კიდევ ოთხი პირის განზრახ მკვლელობას ედავებიან, აღნიშნულ ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამყრელიძის ადვოკატმა გიორგი ქართველიშვილმა განუცხადა. როგორც ქართველიშვილი განმარტავს, მომხდართან დაკავშირებით ნოდარ გამყრელიძე კვლავ არ საუბრობს და ბრალს ისევ არ აღიარებს. თუ რის საფუძველზე მოხდა დაკავებულისთვის ბრალის დამძიმება, ამ […]

დედის მკვლელობისთვის დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს კიდევ 4 ადამიანის მკვლელობა ბრალდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სოფელ ყანდაურაში, დედის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნ.გ. მიმდინარე წლის 25 აპრილს დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ოჯახის სხვა წევრებს […]

თეა წულუკიანი “რეზბალნიცას” აუქმებს?!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა კორონავირუსმა მოსახლეობა უმძიმს სიტუაციაში ჩააგდო. ადამიანების დიდმა ნაწილმა სამსახური დაკარგა. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მაქსიმალურად უნდა ეცადოს ყველა სამუშაო ადგილის შენარჩუნებას, რომ ის თავად გააკონტროლებს ამ პროცესს. ამ ფონზე კი რა ხდება?! ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი თანამშრომლებს სამსახურიდან უშვებს. “ოცნებასთან” დაახლოებულმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გლდანის მე-8 დაწესებულების “რეზბალნიციდან” […]

ტრანსგენდერმა მადონა კიპაროიძემ მერიის წინ ცეცხლი წაიკიდა

თვითდასაქმებულმა ტრანსგენდერებმა მერიის წინ თავის დაწვა სცადეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათივე თქმით, მთავრობის უყურადღებობის გამო, ქუჩაში დარჩენა მოუწიათ. “ქუჩაში დავრჩით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს ჩვენ დასახმარებლად. ღამე მუშაობა არ შეგვიძლია, ქირის ფულს კი ვერ ვიხდით,”- აცხადებს ერთ-ერთი ტრანსგენდერი. ერთ-ერთმა მათგანმა, მადონა კიპაროიძემ, ცეცხლი წაიკიდა, ის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. რუსთავი 2

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ცოლის ცემისთვის დააკავეს – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული თ.თ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალი ოჯახში ძალადობასა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში ედება. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით […]

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა შეეფარდა

ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებულ წინამძღვარს, დავით (კობა) კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი დავით კობაიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაკავებული სასულიერო პირი დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის […]

ნასვამმა დავით ცინარიძემ მეუღლე მ.ბ. ცემა, მოკვლით დაემუქრა და ესროლა – პროკურატურის განცხადება

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ცინარიძეს ბრალდება მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე წარედგინა. უწყების ინფორმაციით, ცინარიძე დანაშაულის ჩადენის მომენტში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. „მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე დ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 […]

რას მალავს დავით ცინარიძე – “მისი სურვილია, ოჯახის თაობაზე ინფორმაცია არ გაავრცელოს არც თავად და არც მისმა ადვოკატმა”

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, ბრალდებული დავით ცინარიძე აცხადებს, რომ მისთვის ოჯახი წმინდაა და მისი ბრალის გარშემო საუბარი, მისი ზედმეტი დრამატიზირება არ სურს , – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა კახა ხვისტანმა განუცხადა. როგორც ხვისტანი განმარტავს, დავით ცინარიძეს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახური ძალადობისთვის წაუყენეს. ადვოკატის თქმით, კითხვაზე – აღიარებს თუ არა ყოფილი […]