ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებული წინამძღვრის, დავით (კობა) კობაიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული დაზარალებულ სასულიერო პირს ჩაუსაფრდა და ამის შემდეგ გაისროლა, რაც, ადოკატის თქმითვე, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, საქმეში მხოლოდ ერთი – სამოქალაქო პირის ჩვენებაა, რომელიც აცხადებს, რომ გასროლა დავით კობაიძის მსგავსმა პირმა განახორციელა. „საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ […]
კატეგორია: სამართალი
რუსთავში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს
რუსთავში გარდაცვლილი მამაკაცი ნახეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით XII მიკრორაიონის, ერთერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში მამაკაცმა სიცოცხლე სუიციდით დაამთავრა. 40 წლამდე მამაკაცი სარდაფში გარდაცვლილი, ოჯახის წევრებმა ნახეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. რუსთავი ინფო
საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს
სამართალდამცავებმა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზეა დაკავებული. უწყების ცნობითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.
ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა დავით კობაიძე გორის იზოლატორში იმყოფება
ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა დავით კობაიძე გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ის ადვოკატს ამ დრომდე არ მოუნახულებია. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე “კურიერთან” საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, აღიარებს თუ არა დანაშაულს დაკავებული სასულიერო პირი. ადვოკატი ბრალდებულს დღეს მოინახულებს. “ცეცხლსასროლი იარაღისა და ასევე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, ამ […]
ოქრუაშვილი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით არ მიმართავს, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ზურაბიშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას არც ირაკლი ოქრუაშვილის ოჯახის წევრები აპირებენ. „ირაკლი ოქრუაშვილს შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს, მაგრამ პრეზიდენტს ამით ხელი არ ეშლება, რომ შეიწყალოს. პრეზიდენტისთვის შეწყალების მოთხოვნით მიმართვას არც ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი“, […]
ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე, სასულიერო პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქარელში, 1986 წელს დაბადებული კ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი […]
სპეცოპერაცია ბათუმში – დააკავეს 2 უცხოელი
სპეცოპერაცია აჭარაში – დაახლოებით სამი საათის განმავლობაში სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული მახინჯაურში. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ახალგაზრდობის გამზირზე, პირველ ნომერში ჩაატარეს. “კურიერის” ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. ისინი თავს საცხოვრებელ კორპუსს აფარებდნენ. რუსთავი 2
ყანდაურაში მასობრივი მკვლელობის საქმეზე ნოდარ გამყრელიძე დააკავეს
კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყანდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ გამყრელიძე დააკავეს. სამართალდამცველები მას ერთი წლის განმავლობაში ეძებდნენ და ცოტა ხნის წინ საკუთარ სოფელში მიაკვლიეს. ყანდაურაში მკვლელობა გასული წლის 3 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით […]
ზუგდიდში ზ.ძ.-ს დაჭრისთვის მ.კ. დააკავეს – ვიდეო
პოლიციამ ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მ.კ. ზუგდიდში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ […]
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, მათთან შეყვანილ პირს გულ-მკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, რის გამოც, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ორჟონიას თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. „ახალგაზრდა მამაკაცი გულ-მკერდისა […]










