20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი თითქმის, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თამლიანის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა განუცხადა. როგორც იოსელიანი განმარტავს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ადვოკატის თქმითვე, აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარისთვის დაცვის ეფექტური განხორციელების საშუალების მიცემაა, ვინაიდან ბესიკ […]
კატეგორია: სამართალი
ვანში ოჯახი პოლიციას შალვა სიმონიას მკვლელობაში ადანაშაულებს
ვანში, სოლომონ მეორის ქუჩაზე მცხოვრები სიმონიები სამართალდამცველებს მამაკაცის მკვლელობაში ადანაშაულებენ. თეონა სიმონიას თქმით, მისი მეუღლე 13 მარტს საბერძნეთიდან ჩამოვიდა, ის აეროპორტიდან სახლში გაუშვეს. 17 მარტს ღამით, ოჯახში შევიდა ვანის პოლიცია, ჩატარდა ჩხრეკა და 29 წლის შალვა სიმონია განყოფილებაში წაიყვანეს. მას ბრალად ვანში მარკეტის დაყაჩაღება ედებოდა. 18 მარტს სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა, ოჯახის თქმით, მას სხეულზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. […]
ყაჩაღობისთვის დაკავებულმა შ.ს.-მ ციხეში თავი მოიკლა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში […]
მარნეულში მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს
პოლიციამ მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ი.ი. დააკავეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე […]
ქუთაისში თაბუკაშვილზე მძღოლი მოკლეს
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ასევე დაჭრილია ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაჭრილიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები არიან. რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისმხობს.
სასამართლო პროცესები დისტანციურად ჩატარდება
სასამართლო პროცესები დიტანციურად ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გენერალური პროკურორის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის მოადგილის, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელისა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის შეხვედრაზე მიიღეს. მხარეებმა შეხვედრაზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ამ თვალსაზრისით მართლმსაჯულების სრულყოფილად განხორციელების გზებზე იმსჯელეს. შეთანხმდნენ, რომ […]
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბ.ც.-ს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში, სხვაგვარ ძალადობასა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევაში ბრალდებული ბ.ც. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 დეკემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში, ბ.ც.-მ მისივე […]
პაატა ბურჭულაძის შვილი შუქრი ბურჭულაძე სუსში დაიბარეს
კორონავირუსის შესახებ პანიკის შემცველი, ცრუ მესიჯების გაგზავნის ფაქტზე, პაატა ბურჭულაძის შვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. შუქრი ბურჭულაძე ამ წუთებში მის უფლებადამცველს ხვდება. საუბარია კორონავირუსის შესახებ პანიკის შემცველი, ცრუ მესიჯების გაგზავნის ფაქტზე, რომლის გამოც, პაატა ბურჭულაძის შვილის კუთვნილ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. შუქრი ბურჭულაძის განცხადებით, მისმა თანამშრომელმა კორონავირუსზე ცრუ შეტყობინება ოჯახის წევრებთან ხუმრობით გააგზავნა და მის კომპანიას ამ ფაქტთან […]
პაატა ბურჭულაძის შვილების ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ
18 მარტს ოფისიდან, საიდანაც ჯანდაცვის სამინისტროს სახელით ყალბი SMS-ების გავრცელების გამო ჩხრეკა მიმდინარეობდა, კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. ოფისში განთავსებული კომპანიის მფლობელები პაატა ბურჭულაძის შვილები, შუქრი და ლექსო ბურჭულაძეები არიან. ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ძმებ ბურჭულაძეებს აღნიშნულ საქმესთან არანაირი შეხება არ აქვთ. როგორც შუქრი ბურჭულაძე მედიასთან ყვება, SMS-ები ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხუმრობით გაავრცელა. მისივე თქმით, მათი კომპანიიდან მხოლოდ 6 SMS […]
3 პირის სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მ.ჯ.-ს 16 წელი მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, აგრეთვე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული მ.ჯ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, 16 წლით პატიმრობის აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვათა […]









