ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც ის 6 წლიან სასჯელს იხდიდა. ინფორმაცია აფგან მუხთარლის ძმამ, რამზან მუხთარლიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ჩემი ძმა აფგან მუხთარლი გაათავისუფლეს. ის პირდაპირ გადაიყვანეს აეროპორტში და წაიყვანეს გერმანიაში“, – წერს იგი. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. […]
კატეგორია: სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასამართლომ სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ მიიღო. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განცხადა, ქსპერტიზის დასკვნით არ იკვეთება ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მძიმე ავადმყოფობითაა დაავადებული. “მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა სასჯელის მოხდის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. […]
ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე კოტე კემულარია დაიკითხა
20 ივნისის საქმეზე ბრალდებულის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 მოწმე, მათ შორის, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი კოტე კემულარია დაიკითხა. როგორც საქმის პროკურორი გიორგი მუკბანიანი განმარტავს, დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენებები ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობას არ გამორიცხავს. „მოწმეებთან ერთად მოვახდინეთ ვიდეოჩანაწერების დემონსტრირება, სადაც მათ ვერ ნახეს საკუთარი თავი კონკრეტულ მონაკვეთებში, სადაც ასახულიაირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან […]
გიორგი რურუა პატიმრობაში დარჩა
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა გიორგი რურუას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობის საფუძველი იმ სამართალდამცველის ჩვენება გახდა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა. საძაგლიშვილის განმარტებით, პოლიციელმა პავლე მაჭარაშვილმა […]
კახეთში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს ხუთი პირი: 1972 წელს დაბადებული ნ. ქ., 1975 წელს დაბადებული შ.ი., ასევე, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევები – 1980 წელს დაბადებული მ.კ., 1989 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1985 წელს დაბადებული გ.თ. დანაშაული 20 წლამდე ან […]
ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში მამაკაცი სავარაუდოდ ბასრი საგნით დაჭრეს. ის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ შეიყვანეს, კლინიკის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, მას ყელის არეში, სავარაუდოდ ბასრი საგნით ჰქონდა მსუბუქი ჭრილობა მიყენებული. პაციენტი სავადმყოფოდან უკვე გაეწერა. მამაკაცის დაჭრაზე გამოძება დაიწყო, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. „გამოძიება მიმდინარეობს 117 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანებას“, – უთხრეს „ლაივპრესს“ […]
სერგო მეთოფიშვილი: ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ სასამართლო ჰყავდეს ჯიბეში
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს. დღის წესრიგში ერთი საკითხია: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სერგო მეთოფიშვილის ადგილმონაცვლის არჩევა. მეთოფიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. სერგო მეთოფიშვილმა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წვერობის დროს გამოირჩეოდა კრიტიკული განცხადებებით და აგრესიით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ტრადიციას არც დღეს არ უღალატა. მან არასამთავრობოები იმ შენიშვნების გამო გააკრიტიკა, რომლებიც მათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის არჩევის პროცესის ბუნდოვანების გამო […]
გიორგი ვაშაძე – ბესიკ თამლიანის პატიმრობაში დატოვებით კრიტიკული ზღვარი არ არის გადალახული და ჯერ ველოდებით
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის კვლავ პატიმრობაში დატოვებით “მნიშვნელოვანი არაფერი იცვლება და კრიტიკული ზღვარი ჯერ არ არის გადალახული”. როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუმარტა, არსებობს გონივრული ვადა, სადამდეც ოპოზიცია შეთანხმების შესრულებას დაელოდება. „ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება. ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებებს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. რაც მალე დაიხურება ეს საკითხი, უკთესია […]
იტალიაში ქართველი დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს – რა მოხდა ბარიში
იტალიაში, ქალაქ ბარში, საქართველოს მოქალაქე დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 41 წლის ქალი და 16 წლის მოზარდი. დედა-შვილი დანტეს ქუჩა N391-ში, ლიბერტას უბანში იპოვეს. მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მუშაობს პოლიცია. საქართველოს საკონულო სამსახური იტალიაში კომუნიკაციაშია სამართალდამცავებთან.
ბესიკ თამლიანი პატიმრობაში დატოვეს
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა. თამლიანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის მსუბუქი აღკკვეთის ღონისძიებით, 1000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა ბრალდებულის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე […]










