კატეგორია: სამართალი

შალვა ხაჭაპურიძე – „ნაკლებად საშიში პატიმრები ციხეებიდან უნდა გამოუშვან და საპროცესოები გააფორმონ”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს. – ბატონო შალვა, რა ხდება სასამართლო სისტემაში და პენიტენციურ დაწესებულებაში? რა შეიცვალა თქვენს სამუშაო პროცესში? – სასამართლოში პროცესები სამოქალაქო საქმეებზე გადაიდო და ეს სწორიც არის. ასევე გადაიდო სისხლის სამართლის სააპელაციოებიც, სადაც კატასტროფული მდგომარეობა არაა. ერთადერთი პრობლემაა აღმკვეთი ღონისძიება და […]

გურჯაანში 24 წლის ი.ნ.-მ 3 თვის შვილი მოკლა და მეუღლე დაჭრა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მამამ 3 თვის შვილი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან […]

რუსთავში ბენზინის სადგურიდან 1.800 ლარი გაიტაცეს – ვიდეო

რუსთავში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 30 წლამდე ორმა მამაკაცმა მშვიდობის ქუჩაზე (ე.წ. ახალ ხიდთან) არსებული ბენზინგასამართი დააყაჩაღა. დამნაშავეები ობიექტზე შეიჭრნენ, 60 წლის მამაკაცს დანის მუქარით 1.800 ლარი გასტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ. მოგვიანებით მამაკაცები რუსთავის პოლიციამ მალევე, მეგობრობის გამზირზე დააკავა. ამოღებულია გატაცებული 1.800 ლარი. ინფორუსთავი

მაშველებმა ქუთაისში დაკარგული ჰოლანდიელი ტურისტის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 17-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ქუთაისში გაუჩინარებული 23 წლის ტურისტის ცხედარი იპოვეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ქუთაისში შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა საძიებო ოპერაციის მონიტორინგი. შტაბს ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვლადიმერ ჯღამაძე. “პოლიციას ტურისტის დაკარგვის […]

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 3 პირი 3-3 ათასი ლარით დაჯარიმდა

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, პოლიციამ 3 პირი 3 ათასი ლარით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულების წესით გადაიყვანა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის რეგიონებში გამოვლინდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში […]

16 წლამდე გოგონასთან გარყვნილი ქმედების გამო ი.კ.-ს 5 წელი და 6 თვე შეეფარდა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს, რომელიც გარყვნილ ქმედებაში იყო ბრალდებული, 5 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მარნეულის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ი.კ. დამნაშავედ ცნო. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ივლისში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ი.კ.-მ წინასწარი შეცნობით, 16 წელს მიუღწეველ გოგონასთან, განახორციელა გარყვნილი ქმედება. […]

წულუკიანი – “არც ერთი პატიმარი არ გავა პროცესზე კორონავირუსის აღმოფხვრამდე”

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 24 მარტიდან სასამართლოებში პატიმრების გაყვანა აიკრძალა და პროცესები ონლაინ ეწყობა. როგორც იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სამ დღეში 95 სასამართლო პროცესი ჩატარდა. “24 მარტიდან აიკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში და სასამართლო პროცესები აეწყო ონლაინ. მე მინდა, ამ პროცესში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ვუთხრა არამხოლოდ პენიტენციური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ასევე პროკურორებს, მოსამართლეებს, მოსამართლეთა თანაშემწეებს, […]

ქუთაისში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც საკუთარი და ოთახში დამწყვდეული ჰყავდა – ვიდეო

ქუ­თა­ის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ბი­ნა­ში ორი დღის მან­ძილ­ზე დას­თან ერ­თად იყო ჩა­კე­ტი­ლი და მას ბი­ნის და­ტო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. მომ­ხდა­რის გამო ოჯა­ხის წევ­რებ­მა სამ­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეს. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სპეც­რაზ­მი. მე­ო­თხე სარ­თულ­ზე ჩა­კე­ტი­ლი და-ძმა რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. პოლიციამ ქუთაისში ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი […]

ირაკლი ოქრუაშვილი მატროსოვის ციხიდან სასამართლოში დისტანციურად ჩაერთო

ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე სპეციალური პროგრამის საშუალებით ე.წ. მატროსოვიდან დისტანციურად ჩაერთო. ირაკლი ოქრუაშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში სასამართლო განხილვებში მონაწილეობას არ იღებდა და სხდომებს არ ესწრებოდა. დღეს ის პირველად ჩაერთო საკუთარი საქმის განხილვაში. დღევანდელ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის ძალაში დარჩა. აღნიშნულის […]

მესტიაში მოზარდს იარაღი გაუვარდა – მოზარდი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც არასრულწლოვანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდს იარაღი გაუვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების დახმარების მიუხედავად, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც მესტიის საავადმყოფოში „ინტერპრესნიუსს“ განაცხადეს, მოზარდს ნაფლეთოვანი ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნებოდა და ის შემოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. „ვერ გეტყვით, რით იყო მიყენებული ჭრილობა. ამას ექსპერტიზა […]