კატეგორია: სამართალი

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამარათლემ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა განმარტა, სასამართლო თვეში ერთხელ განიხილავს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და ვინაიდან საქმეში ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა, რაც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის წინაპირობაა, მოსამართლემ ის პატიმრობში დატოვა. მისივე თქმით, მოსამართლემ ასევე მიიჩნია, რომ ოქრუაშვილის მხრიდან […]

გიორგი რურუამ დნმ-ის ნიმუში ჩააბარა

გამომძიებელი კახაბერ მურადაშვილი აცხადებს, რომ გლდანის ციხეში, ტელეკომპანია „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუასთვის დნმ-ის აღება ნებაყოფლობით მოხდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დნმ-ის ნიმუში სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიღეს. „ნიმუში გაიგზავნება საექსპერტო ბიუროში და შედარდება მისი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე არსებულ დნმ-ის ნიმუშზე. ამ შემთხვევაში, სასამართლო განჩინება შეასრულა გიორგი რურუამ და მისგან ნებაყოფლობით მოხდა ნიმუშის […]

გიორგი ჯანაშიამ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა პირმა სასამართლოში ამავე საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა. გიორგი ჯანაშია ბრალდების მხარის მოწმეა. ის დღეს სასამართლოში თითქმის, 4 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას. როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, მოწმის სტატუსით დაკითხულმა გიორგი ჯანაშიამ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. კერძოდ კი, მისივე შეფასებით, მოწმემ იცრუა, როცა განაცხადა, […]

პაატა გაბელია, რაულ გამისონია, გრიგოლ გაგნიძე, სოფიო შენგელია, ფიქრია ზირაქაშვილი – ვინ გახდება ახალი გენერალური პროკურორი

შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოში განმწესების შემდეგ, ვინ გახდება ქვეყნის ახალი გენერალური პროკურორი?  საპროკურორო საბჭოში კანდიდატურების წარდგენის ვადა 2 დღეში იწურება. ამ დროისთვის წარდგენილია 5 კანდიდატი. პაატა გაბელია, რაულ გამისონია, გრიგოლ გაგნიძე, სოფიო შენგელია და ფიქრია ზირაქაშვილი. საპროკურორო საბჭო კანდიდატს ჯერ თავად შეარჩევს, შემდეგ კი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის. “ერთ-ერთ კანდიდატად შევარჩიეთ და საპროკურორო საბჭოს წარვუდგინეთ ფიქრია […]

ვახტანგ რობაქიძე _ ”ანრი ოხანაშვილს ვუთხარი, რომ სამშობლოს გამყიდველი და მოღალატეა, მან კი პოლიციაში დარეკა”

ახალციხის სასამართლომ ვახტანგ რობაქიძეს, რომელმაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს ბაკურიანში შეურაცხყოფა მიაყენა, სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ვახტანგ რობაქიძემ პროცესის დასრულების შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ანრი ოხანაშვილს გამყიდველი და ქვეყნის მოღალატე უწოდა და ამის გამო დააკავეს. „ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ… ანრი ოხანაშვილს მივმართე, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე […]

ანრი ოხანაშვილის ცემისთვის დაკავებული ვახტანგ რობაქიძე 5 წლის მანძილზე “ოცნების” წევრი იყო

33 წლის ვახტანგ რობაქიძე, რომელიც ბაკურიანში ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვისაა დაკავებული, 2012-2017 წლებში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო. რა ურთიერთობა ჰქონდა მას ანრი ოხანაშვილთან უცნობია, სავარაუდოდ ისინი წარსულში იცნობდნენ ერთმანეთს. რობაქიძე 2019 წლის ზესტაფონის მერის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, სადაც 5.2% აიღო. იყო თუ არა იგი “ლელოს” წევრი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, არსებული ინფორმაციით, […]

ვინ არის ვახტანგ რობაქიძე, რომელიც ანრი ოხანაშვილის ცემისთვის დააკავეს

პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა, რომელიც ამჟამად “ლელოს” აქტივისტი, 2019 წელს კი – ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. შსს-ს ინფორმაციით, საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს. რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამჟამად ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. რუსთავი […]

ბაკურიანში ანრი ოხანაშვილი ცემეს – დააკავეს ლელოს აქტივისტი ვახტანგ რობაქიძე

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ბაკურიანში “ქართული ოცნების” დეპუტატ ანრი ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.პარლამენტის წევრი, ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა, სადაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პირი, რომელმაც ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, რობაქიძე “ლელოს” აქტივისტია. იგი 2019 წელს ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატად […]

რუსეთი ჰაკერ იაროსლავ სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეზე საქართველოსგან თანხმობას ითხოვს

იაროსლავ სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოსგან თანხმობას ითხოვს. ამ ინფორმაციას tass.ru ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, საგამოძიებო კომიტეტი ქართული მხარისგან იაროსლავ სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე თანხმობას ევგენია შიშკინას მკვლელობის საქმეზე ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ევგენია შიშკინა 2018 წლის 10 ოქტომბერს მოსკოვთან ახლოს მოკლეს. მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით იაროსლავ სუმბაევი თბილისში, 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. მისი რუსეთში ექსტრადირება […]

ილია ჯიშკარიანი – ”თამთა თოდაძე პახმელიაზე არ იყო?”

საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესზე გამომძიებელი ვიქტორ მახარაძე დაკითხეს. ჩვენებაში გამომძიებელი თამთა თოდაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ თამთა თოდაძე შემთხვევის დღეს აღელვებულ მდგომარეობაში იყო. “პახმელიაზე” არ იყო”? – მიმართა კითხვით ბრალდებულმა ილია ჯიშკარიანმა გამომძიებელს, რასთან დაკავშირებითაც, მოსამართლემ ბრალდებულს სთხოვა, თავი შეეკავებინა. თამთა თოდაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის […]