ახალციხის სასამართლომ ვახტანგ რობაქიძეს, რომელმაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს ბაკურიანში შეურაცხყოფა მიაყენა, სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ვახტანგ რობაქიძემ პროცესის დასრულების შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ანრი ოხანაშვილს გამყიდველი და ქვეყნის მოღალატე უწოდა და ამის გამო დააკავეს. „ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ… ანრი ოხანაშვილს მივმართე, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე […]
კატეგორია: სამართალი
ანრი ოხანაშვილის ცემისთვის დაკავებული ვახტანგ რობაქიძე 5 წლის მანძილზე “ოცნების” წევრი იყო
33 წლის ვახტანგ რობაქიძე, რომელიც ბაკურიანში ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვისაა დაკავებული, 2012-2017 წლებში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო. რა ურთიერთობა ჰქონდა მას ანრი ოხანაშვილთან უცნობია, სავარაუდოდ ისინი წარსულში იცნობდნენ ერთმანეთს. რობაქიძე 2019 წლის ზესტაფონის მერის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, სადაც 5.2% აიღო. იყო თუ არა იგი “ლელოს” წევრი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, არსებული ინფორმაციით, […]
ვინ არის ვახტანგ რობაქიძე, რომელიც ანრი ოხანაშვილის ცემისთვის დააკავეს
პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა, რომელიც ამჟამად “ლელოს” აქტივისტი, 2019 წელს კი – ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. შსს-ს ინფორმაციით, საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს. რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამჟამად ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. რუსთავი […]
ბაკურიანში ანრი ოხანაშვილი ცემეს – დააკავეს ლელოს აქტივისტი ვახტანგ რობაქიძე
“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ბაკურიანში “ქართული ოცნების” დეპუტატ ანრი ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.პარლამენტის წევრი, ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა, სადაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პირი, რომელმაც ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, რობაქიძე “ლელოს” აქტივისტია. იგი 2019 წელს ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატად […]
რუსეთი ჰაკერ იაროსლავ სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეზე საქართველოსგან თანხმობას ითხოვს
იაროსლავ სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოსგან თანხმობას ითხოვს. ამ ინფორმაციას tass.ru ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, საგამოძიებო კომიტეტი ქართული მხარისგან იაროსლავ სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე თანხმობას ევგენია შიშკინას მკვლელობის საქმეზე ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ევგენია შიშკინა 2018 წლის 10 ოქტომბერს მოსკოვთან ახლოს მოკლეს. მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით იაროსლავ სუმბაევი თბილისში, 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. მისი რუსეთში ექსტრადირება […]
ილია ჯიშკარიანი – ”თამთა თოდაძე პახმელიაზე არ იყო?”
საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესზე გამომძიებელი ვიქტორ მახარაძე დაკითხეს. ჩვენებაში გამომძიებელი თამთა თოდაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ თამთა თოდაძე შემთხვევის დღეს აღელვებულ მდგომარეობაში იყო. “პახმელიაზე” არ იყო”? – მიმართა კითხვით ბრალდებულმა ილია ჯიშკარიანმა გამომძიებელს, რასთან დაკავშირებითაც, მოსამართლემ ბრალდებულს სთხოვა, თავი შეეკავებინა. თამთა თოდაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის […]
საქართველოს მოქალაქემ აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გ.ი. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დღეს, 14 იანვარს, საქართველოს მოქალაქე – გ.ი. იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. „მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ […]
ბიძინა ჩაჩხიანი – “არ ვთვლი, რომ ქვეყანა დავანგრიე”
კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანის განცხადებით, ის არსად მიმალვას არ აპირებდა. ამის შესახებ ჩაჩხიანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ამასთან, ჩაჩხიანმა აღნიშნა, რომ ის სანადიროდ წასვლას აპირებდა. „არსად მიმალვას არ ვაპირებ. სახლში 80 წლის მამა მყავს. არ ჩავთვალე, რომ ქვეყანა დავანგრიე. იმ დღეს სანადიროდ უნდა წავსულიყავი, რაც მიპოვეს, ჩემი კუთვნილი სანადირო ინვეტარია, ძაღლიც მყავდა […]
პროკურორი გამყრელიძე – “ბიძინა ჩაჩხიანს განზრახ მკვლელობის ბრალდება მოეხსნა”
„ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა და ტარება არის დასჯადი და არა გლუვლულიანი თოფის – ბრალდებულს შეგვიძლია ვკითხოთ, თუ როგორ მოახერხა მცირე დროში, სანადირო თოფიდან გაესროლა დაახლოებით 15-ჯერ“, – ამის შესახებ კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანის საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ განაცხადა. მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ დაკავებულს ბრალი წარედგინა არა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების […]
ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
კლუბ “ბასიანთან” 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. როგორც “ინტერპრესნიუსს” პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ”, მე-5 ნაწილის “გ”, მე-7 ნაწილის “ა” და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე 14 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 […]










