ბაკურიანში ანრი ოხანაშვილი ცემეს – დააკავეს ლელოს აქტივისტი ვახტანგ რობაქიძე

ბაკურიანში ანრი ოხანაშვილი ცემეს - დააკავეს ლელოს აქტივისტი ვახტანგ რობაქიძე“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ბაკურიანში “ქართული ოცნების” დეპუტატ ანრი ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.პარლამენტის წევრი, ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა, სადაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პირი, რომელმაც ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა.
გავრცელებული ინფორმაციით, რობაქიძე “ლელოს” აქტივისტია. იგი 2019 წელს ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატად იყრიდა კენჭს.

“ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. უწყების ინფორმაციით, პირი, რომელმაც ოხანაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა სსკ-ის 173-ე ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, ფაქტზე კი გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს რაც მუქარას გულისხმობს.