სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის „S-3“-ის უფროსი ს.ბ. მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ს.ბ.-მ საქართველოს მოქალაქეს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყების, ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივის ჩაბარების და ავღანეთის ისლამურ […]
კატეგორია: სამართალი
ბექა სირაძე – ”ლუკა სირაძეს მარიანა ჩოლოიანი ემუქრებოდა, რომ მე შემიქმნიდა პრობლემას”
როდესაც გამოვიდა ჩემი ძმა იმ კაბინეტიდან, ტიროდა, ითხოვა სასწრაფო დახმარება, თუმცა ამაზე გამომძიებელმა განუცხადა, რომ როცა ის ჩათვლიდა საჭიროდ, მაშინ გამოიძახებდა სასწრაფო დახმარებას, – ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, მისი ძმის დაკითხვაზე თავიდანვე იყო აგრესიული ფონი და მუქარა. „დაახლოებით, 4 საათი […]
ქუთაისში მკვლელობისთვის ძებნილი მ.ზ. დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილი პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია 1969 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ზ. დაკავებულს 2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, სასაფლაოზე […]
კახა შუშანაშვილს საფრანგეთში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
ანა ჯაბაური – “სოლოღაშვილი მოერეოდა ცოტნეს? ეს ზღაპრები არავის სჯერა”
სოლოღაშვილი მოერეოდა ცოტნეს? ეს ზღაპრები არავის სჯერა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა. მისივე თქმით, საქმეში რამდენიმე პირი ფიგურირებს და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. „არ არის გამორიცხული ბევრი რამე შეიცვალოს, რა თქმა უნდა, ბრალდებულთა რიცხვი უნდა შეიცვალოს. პეტრე ყუფარაძის ამბავი მადარდებს ძალიან. ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება. რეალურად ეს არის […]
გიორგი სოლოღაშვილი – ”ცოტნემ ხელი დამარტყა, ამოვიღე დანა და ეგრევე დავარტყი”
არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ და ამოვიღე დანა და ეგრევე დავარტყი მეც,- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი სოლოღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა ,სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. როგორც ბრალდებული აღნიშნავს, შელაპარაკება სუფრაზე დაიწყო. “ვსვამდით ღვინოს და მოგვივიდა შელაპარაკება. როცა მოვდიოდი გზაში ცოტნემ დამარტყა ხელი და […]
“ცოტნე გამსახურდია წვერებიან მამაკაცს მისდევდა, რომელმაც ცოტნეს ფეხი გამოსდო და რამდენჯერმე დანა დაარტყა” – რას ყვება თვითმხილველი
პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკითხული თვითმხილველი, გამსახურდიასა და საქმეზე დაკავებულ პირებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დეტალებს ყვება. გალის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოს ხელოსნის, დ.ა.-ს ჩვენება „ინტერპრესნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა. დ.ა., რომელიც ფაქტის უშუალოდ თვითმხილველია, ყვება, რომ დაინახა, როგორ მისდევდა ცოტნე გამსახურდია ხელჯოხით წვერებიან მამაკაცს, თუმცა წვერებიანმა მამაკაცმა მას მარცხენა ხელით მოქაჩა კისერში, […]
სუფრაზე დაპირისპირება ცოტნეს ღვინის გამო დაწყებულა, ცოტნემ გიორგის ჩაარტყა, ტატომ ცოტნეს ყავარჯნები ჩაარტყა – ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ახალი დეტალები
პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ჩვენების მიხედვით, გამსახურდიასა და საქმეში ფიგურანტ პირებს შორის დაპირისპირება ღვინის გამო დაიწყო. საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის, მ.ხ-ს ჩვენება „ინტერპრესნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა. სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩვენებაში მ.ხ. ყვება, რომ გამსახურდია და საქმეში ფიგურანტი პირები ერთ სუფრაზე მოხვდნენ, პირველი პრეზიდენტის შვილმა მათ „კარგი ღვინის მიტანა“ შესთავაზა, […]
ადვოკატი ნადირაძე – ”ტატო ღარიბაშვილი ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს”
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატის რომან ნადირაძის განცხადებით, დაკავებულს ბრალი წარედგინა, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუმძიმდათ. მისივე თქმით, დაკავებულების სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინა და ის თავს დამნაშავედ არ […]
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს წაუყენეს
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ორს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სამს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს: “განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, კვალიფიკაცია დაზუსტდა და დაკავებულთაგან 2 პირს: 1991 წელს დაბადებულ ტატო ღარიბაშვილს და 1991 წელს დაბადებულ გიორგი სოლოღაშვილს ბრალდება დაუმძიმდათ, […]










