კატეგორიულად არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნეს თავს მხოლოდ 1 ადამიანი დაესხა და 4 იქ მოწმედ იმყოფებოდა. ცოტნე ძალიან ძლიერი იყო, ბევრს ვარჯიშობდა, ფიზიკურად ჯანმრთელი იყო, მას ვერც ერთი და ვერც ორი ადამიანი ვერ მოერეოდა, გამორიცხულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა განუცხადა. როგორც ჯაბაური განმარტავს, ის გამოძიებას ენდობა, თუმცა, აცხადებს, რომ ინფორმაცია, […]
კატეგორია: სამართალი
ადვოკატი არობელიძე – ”დაკავებული პეტრე ყუფარაძე ცოტნე გამსახურდიას მეგობარია და მას თავზე ადგა”
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულებს ბრალს დღის განმავლობაში წაუყენებენ. “კურიერის” ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პირებიდან რამდენიმეს დაკავება სარფში მოხდა, გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება პირს, რომლის მანქანითაც სავარაუდო დამნაშავეები სარფის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ასევე “კურიერის” ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის დიდი ხნის ნაცნობობა არსებობდა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პეტრე ყუფარაძე ცოტნე გამსახურდიას მეზობელია და სწორედ მასთან […]
ცოტნე გამსახურდია და მასზე თავდამსხმელები კონფლიქტამდე ერთ სუფრასთან ისხდნენ
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირები და ცოტნე გამსახურდია დაჭრამდე ერთ სუფრასთან იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, გამსახურდიას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ადვოკატის თქმითვე, ინციდენტი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მოხდა. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი. საგამოძიებო […]
სუსმა ქვემო ქართლის მაღალჩინოსანი ლ.ლ. დააკავა – ვიდეო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი სპეციალისტი ლ.ლ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ლ-მ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, ელექტროშოკის აპარატით უკანონო თევზჭერის მფარველობის […]
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის 29 წლის ტ.ღ. დააკავეს – 4 პირი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული
რამდენიმე წუთის წინ შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 4 პირი – 1990 წელს დაბადებული თ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ს., […]
მარიანა ჩოლოიანი ქუჩაში საკუთარი ფეხით გადაადგილდება და არც ხელბორკილები ადევს – ვიდეო
„ფორმულას“ სკანდალური კადრები – მარიანა ჩოლოიანი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე არის დაკავებული, რომელიც მისი ადვოკატის მტკიცებით, იმდენად შეუძლოდაა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება ჟესტიკულაციით უარყო. ბრალის წარდგენიდან მეორე დღეს „ფორმულას“ მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება ის, გადის შენობიდან, ჯდება მანქანაში და სიგარეტს ეწევა. კადრები დღესაა გადაღებული. ვიდეო მასალა „ევექსის“ კლინიკაში საღამოს 17:30 წუთზე […]
ამირან გიგუაშვილი – ”ცოტნე გამსახურდია სასიკვდილოდ გაიმეტეს”
შემთხვევის ადგილის დათვალიერებითაც იკვეთება ის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი. ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტეს ცოტნე გამსახურდია. ერთი რამ ფაქტია, რომ იქ იყო ორთაბრძოლა, – ამის შესახებ გამსახურდიების ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა ჟურნალისტებს საავადმყოფოში განუცხადა, სადაც ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გადის. მისი თქმით, თავდასხმის ფაქტთან მიმართებით შესაძლოა, ბევრი ვერსია იყოს, თუმცა ვიდრე მტკიცებულებები არ იქნება, ვერც სამართალდამცავი […]
ანა ჯაბაური – ”ცოტნე გავიდა და მალე მოვალო, ეტყობა, ჭიშკართან ელოდნენ”
ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის განცხადებით, მის მეუღლეს ბიზნესსაქმიანობაში განსაკუთრებული პრობლემები არ ჰქონია. ანა ჯაბაურის ვარაუდით, თავდამსხმელები ცოტნე გამსახურდიას სახლის ჭიშკართან ელოდებოდნენ. “წავიდა და მალე მოვალო, მითხრა. გავიდა თუ არა, მალევე მოხდა, როგორც მერე ვიანგარიშე დრო. გამოდის, რომ ელოდებოდნენ ჭიშკართან, იმიტომ, რომ ჭიშკართან იყო ყველა ნივთი მისიც, ეტყობა იბრძოდა, იმიტომ, რომ ჩხუბის კვალი იყო ჭიშკართან. […]
25 წლის მეგი კუპრაძე საბერძნეთში ჩამომხრჩვალი იპოვეს
საბერძნეთში, ქალაქ კალიმარეში 25 წლის ქართველი გოგონა, ოზურგეთელი მეგი კუპრაძე, გარდაცვლილი იპოვეს. ის საბერძნეთის პოლიციამ ქალაქის პარკში ჩამომხრჩვალი ნახა. გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, იმედია, სამართალდამცავები დამანაშავეს მალე მიაგნებენ. თითქმის ყველა ბერძნული გამოცემა, სადაც კი მომხდარზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, აღნიშნავს გარდაცვლილი გოგონას განსაკუთრებულ სილამაზეს. როგორც ირკვევა, მეგი საბერძნეთში დედასთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო საქართველოში მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა დატოვებული, რომლებსაც […]
ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალმა 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. „ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის – 1 წელი და 9 თვე“, – წერს ასათიანი „ფეისბუქში“. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს […]










