73 წლის ტარიელ (ჯაბა) ონიანი სასჯელს რუსთავი მე-16 დაწესებულებაში იხდის. გათავისუფლებამდე 4 წელი და 8 თვე დარჩა. მსჯავრდებული პრაიმ ტაიმს უყვება, თუ რატომ გამოასალმა სიცოცხლეს მეზობლის კაცი, რომლის ძმასაც ის ცოლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. „სვანეთში, სოფელ სასაში ვცხოვრობდი. ჩემგან 300 მეტრში ცხოვრობდა ოჯახი, ცოლ-ქმარი პედაგოგები არიან, ჩემი შვილები მათი მოსწავლეები იყვნენ, მათი მშობლები კი ჩემი მასწავლებლები. […]
კატეგორია: სამართალი
ეკა მიქავას თვითმკვლელობის საქმეზე მისი მეუღლე ბაკურ სორდია დააკავეს
პოლიციამ ზუგდიდში 32 წლის გარდაცვლილი ეკა მიქავას მეუღლე ბაკურ სორდია დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს. სოფელ შამგონაში 35 წლის ეკა მიქავა მეზობლის, საკრებულოს წევრ ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს. სოფელში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის დეპუტატი ზაზა ხუბუა და გარდაცვლილი ქალის ქმარი, ბაკურ სორდია, მეგობრობდნენ. ხუბუა მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. გარდაცვლილის […]
რუსთავში 6 თვის ორსულმა ქალმა ფულით სავსე ჩანთა მოიპარა
რუსთავში ქალმა ფულით სავსე ჩანთა მოიპარა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 34 წლის ქალმა ჯერ ე.წ. “სტამბულის” ბაზრობაზე ფული სავსე ჩანთა მოიპარა, რომელშიც რამდენიმე ასეული ლარი იყო, შემდეგ კი XIX მიკრორაიონში ერთერთ მაღაზიაში შეიარა და სალაროდან 600 ლარი მოიპარა. ფულის დაკარგვის შესახებ დაზარალებულებმა 112-ში მალევე დარეკეს. ქალი რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა ამხილეს. არსებული ინფორმაციით დამნაშავემ ბრალი აღიარა. ქალი […]
ხაზარაძე – ”ველოდები, გახარიას პროკურატურაში როდის დაიბარებენ”
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ელოდება, როდის დაიბარებენ პრემიერ გიორგი გახარიას საგამოძიებო უწყებაში ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „მე ველოდები, როდის დაიბარებენ გიორგი გახარიას, რომელმაც ერთი წლის წინ გადმოგვცა ჩვენ მუქარის წერილი. ერთი წელი გავიდა იმ მომენტიდან, როცა მან საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილის კარნახით ან […]
დიმიტრი კაკუბავა ამირან გიგუაშვილის წინააღმდეგ – “მან დაარღვია მიხეილ კალანდიას უდანაშაულობის პრეზუმფცია”
ხორავას ქუჩაზე მომხდარი, მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ბიძა, დიმიტრი კაკუბავა განცხადებას ავრცელებს. კაკუბავა მათი ყოფილი ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებას აკრიტიკებს, უშუალოდ მის დისშვილს, მიხეილ კალანდიას კი „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ „ერთობლივ პროექტს“ უწოდებს. „მიხეილ კალანდიას საქმეზე სადღეისოდ შექმნილი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობით მაძლევს შემდეგი განცხადების გაკეთების როგორც მორალურ, ასევე სამართლებრივ საფუძველს: […]
პოლიციამ გორიდან გაუჩინარებული გოგონა იპოვა
22 დეკემბერს გორში მოქმედი მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარი არასრულწლოვანი გოგონა გაუჩინარდა. საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ახლობლებთან გადამოწმება დაიწყო, შემდეგ კი, პოლიციას მიმართა. სამძებრო სამუშაოები 26 დეკემბრის დილიდან მიმდინარეობდა. ამავე დღეს სამართალდამცავებმა გაუჩინარებული არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი დაადგინეს. მოზარდი თავს კარგად გრძნობს. აღნიშნული ინფორმაცია ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა, იმ საოჯახო სახლის მენეჯერმა, სადაც თითქმის ერთი წელია გოგონა ცხოვრობს. […]
საკონსტიტუციო სასამართლო – მოქალაქეს შეუძლია იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც “ჩიპი” არ ექნება
საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ციფრული პასპორტების წინააღმდეგ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. სასასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სადავო ნორმების მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეს შეუძლია, თავისი რელიგიური შეხედულებების გამო იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც ელექტრონული მატარებელი ანუ “ჩიპი” არ ექნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მოქალაქეებმა ნანა სეფაშვილმა და […]
შსს-მ საერთაშორისო ნარკოჯგუფისგან 6 მილიონი ლარის ნარკოტიკები ამოიღო – დაკავებულია 6 პირი – ვიდეო
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. შსს-ს ინფორმაციით, ამოღებული ნარკოტიკის რეალიზება ინტერნეტის საშუალებით ხორციელდებოდა. დაკავებული არიან საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1 პირი კი მხილებულია. უწყების ცნობით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა […]
18 ნოემბრის შემდეგ აქტივისტები ჯამურად 28.500 ლარით დააჯარიმეს
„ხელისუფლება აგრძელებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დაკავებას, ხელისუფლების მიერ მართული მოსამართლეები კი აქტივისტების საპატიმროებში მოთავსებასა და დაჯარიმებას“, – ნათქვამია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ განცხადებაში. აქტივისტების ინფორმაციით, ძირითად შემთხვევაში, მოსამართლეები არაპროპორციულ ჯარიმებს აკისრებენ დაკავებულებს 2500, 2000, 1500 ლარი: „ეს ის თანხაა, რომლის გადახდასაც ადამიანებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, პოლიციის მიერვე მიცემული ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების საფუძველზე აკისრებენ“. როგორც „სირცხვლია“ აღნიშნავს, „შემოსავლების […]
ივანეიშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ – ”საქმე შემიკერეს, ბიძინამ ყველა ინვესტორი დაბლოკა”
“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილს სკანდალურ ბრალდებას უყენებს. ქსნის ციხის პატიმარი, წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი აცხადებს, რომ წყალტუბოს ხელში ჩასაგდებად, ივანიშვილმა კურორტით დაინტერესებული ყველა ინვესტორი დაბლოკა. ივანეიშვილის თქმით, ის ივანიშვილის მხილების გამო გაანეიტრალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. “საქმე შემიკერეს და ეს მე სასამართლოში, საჯარო სივრცეში ვთქვი. მომცეს თორმეტი წელი”- აცხადებს ივანეიშვილი. სუს-მა, განსაკუთრებით […]










