მარიანა ჩოლოიანი ქუჩაში საკუთარი ფეხით გადაადგილდება და არც ხელბორკილები ადევს – ვიდეო

მარიანა ჩოლოიანი ქუჩაში საკუთარი ფეხით გადაადგილდება და არც ხელბორკილები ადევს - ვიდეო„ფორმულას“ სკანდალური კადრები – მარიანა ჩოლოიანი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე არის დაკავებული, რომელიც მისი ადვოკატის მტკიცებით, იმდენად შეუძლოდაა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება ჟესტიკულაციით უარყო. ბრალის წარდგენიდან მეორე დღეს „ფორმულას“ მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება ის, გადის შენობიდან, ჯდება მანქანაში და სიგარეტს ეწევა. კადრები დღესაა გადაღებული.

ვიდეო მასალა „ევექსის“ კლინიკაში საღამოს 17:30 წუთზე არის გადაღებული, როდესაც ის საბადრაგო სამსახურს გადაჰყავს ციხეში. ვიდეო მასალა უხარისხოა, თუმცა ინტერვიუში დაცვის თანამშრომელი ადასტურებს, რომ ქალბატონი მარიანა ჩოლოიანია. ბრალდებული გამომძიებელი საკუთარი ფეხით გადაადგილდება, მას არ ადევს ხელბორკილები.

აღნიშნული ფაქტი იძლევა იმის საფუძველს, რომ უწყებამ მისსავე თანამშრომელს ხელი დააფარა, რადგან გუშინდელი სასამართლო პროცესი არ ყოფილიყო საჯარო და არ დასწრებოდა მედია.

მარიანა ჩოლოიანის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ დღეს ექიმის რეკომენდაცია გაიცა და სწორედ ექიმის რეკომენდაციით, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.