კატეგორია: სამართალი

ახალი დეტალები ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე – ვინ არის ყავარჯნიანი მამაკაცი, რომელსაც პოლიცია ეძებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ცოტნე გმსახურდიაზე გუშინ განხორციელებული თავდასხმა ამ დრომდე გაუხსნელია. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, პოლიციამ გალის ქუიდან, სადაც გამსახურდიას თავს დაესნენ, ვიდეო-სათვალთვალო კამერები ამოიღო და სპეციალისტები სწორედ ამ წუთებში ახდენენ კადრებში ასახული პირების იდენთიფიცირებას. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიძლება იყოს მამაკაცი, რომელიც ყავარჯნებით გადაადგილდებოდა და რომელიც სავარაუდოდ აღნიშნულ კადრებში ფიგურირებს. ჩვენი ინფორმაციით, პოლიცია სწორედ ამ მამაკაცს ეძებს. […]

მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია. 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოში გაიმართა. გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ადვოკატისა და საქმის პროკურორის თქმით, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული დამნაშავეთა წრე გაიზარდოს. “შესაძლოა გაიზარდოს ბრალდებულთა რიცხვი, შესაძლოა საქმეზე დამძიმდეს კვალიფიკაცია ან შეიცვალოს ნებისმიერ პირთან მიმართებით,” […]

25 წლის ქართველი გოგონა საბერძნეთში ძაღლის თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს

შოკისმომგვრელი ამბის შესახებ Protothema.gr და ბერძნული ტელეკომპანიები იუწყებიან. კალიმარმაროს ტერიტორიაზე დაცვის თანამშრომელმა 25 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვა. დადასტურებული ინფორმაციით ის საქართველოს მოქალაქეა. როგორც Espresso იუწყება, კალიმარმაროს დაცვის თანამშრომელმა ქართველი გოგო მაშინ იპოვა, როდესაც ამ ტერიტორიაზე მდებარე პარკის კარის გასაღებად მივიდა. როგორც ის ამბობს გოგონა თვალისმომჭრელად ლამაზი იყო და სანახაობამ შეძრა. ახალგაზრდა ქალს ყელზე ძაღლის თოკი […]

“სასწრაფო როცა მოვიდა, გონზე აღარ იყო, ჩვენს ხელში ჩაიკეცა” – ცოტნე გამსახურდიას დაჭრის დეტალები

თვითმხილველები ცოტნე გამსახურდიას დაჭრასთან დაკავშირებით დეტალებს ჰყვებიან. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ჩხუბის ხმაზე გარეთ გამოვიდა და ცოტნე გამსახურდია დაჭრილი დაინახა, რის შემდეგაც მან პირველადი დახმარება აღმოუჩინა. “ჩხუბი იყო, ხმაური მეტი არაფერი, მე არ შევსწრებივარ. გასროლის ხმა არ იყო ჩხუბი იყო და ხმაური ძალიან დიდი. არ ვიცი, რამდენი ადამიანი იყო დაჭრის დროს. მე მგონი ჯერ არავინ არ […]

ცოტნე გამსახურდია კლინიკაში უგონოდ მიიყვანეს – მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

ამ წუთებში, დაჭრილ ცოტნე გამსახურდიას ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. როგორც „პრაიმტაიმს” ემერჯენსის განყოფილებაში განუცხადეს, პაციენტი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. მას ჭრილობები თავისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, თუმცა კლინიკაში არ აკონკრეტებენ არის თუ არა ეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. გამსახურდია ცოტა ხნის წინ, თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

ეკა ბესელია – “ბავშვის პოლიციაში დაკითხვა იყო აბსოლუტურად უკანონო”

“რატომ აღმოჩნდა ეს ბავშვი საერთოდ საგამოძიებო ორგანოში. კედელზე წარწერის გაკეთება არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, არც იყო გამოძიება დაწყებული. ამიტომ, თავისთავად ფაქტი, მისი პოლიციაში და გამომძიებლების ქვეშ დაკითხვების წარმოება რამდენიმე საათის განმავლობაში, იყო აბსოლუტურად უკანონო”, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა და თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში […]

ვერაზე ცოტნე გამსახურდია დაჭრეს

ვერაზე ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ინციდენტი გალის ქუჩაზე მოხდა. ცოტნე გამსახურდია მე-9 საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 19-108-ე  მუხლით არის დაწყებული, რაც  განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ბათუმში დაჭრილი პოლიციელი მკლავჭიდელი ოთარ თავართქილაძეა

ბა­თუმ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე 18 დეკემბერს გვი­ან ღა­მით პო­ლი­ცი­ე­ლი დაჭ­რეს. შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და. ეკი­პა­ჟი მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რო­დე­საც უც­ნობ­მა პირ­მა ისი­ნი გა­ა­ჩე­რა და ერთ-ერთ სა­მარ­თალ­დამ­ცველს ყე­ლის არე­ში მძი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლი დაჭ­რი­ლის მე­წყვი­ლემ ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა. დაჭ­რილ პო­ლი­ცი­ელს ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და. რო­გორც აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ზაალ მი­ქე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა […]

მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ჩოლოიანისთვის ბრალის წარდგენა კავკასიის მედიცინის ცენტრში მოხდა, სადაც დაკავებულია მოთავსებული. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. როგორც დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი, თეონა გვაზავა აცხადებს, ჩოლოიანის მიმართ წარმოებულ სისხლისამართლებრივ დევნას არ ეთანხმება. გვაზავას თქმითვე, აღნიშნულ საქმეში არათუ მხოლოდ გამომძიებლის, არამედ არცერთი პოლიციელის […]

რა წერია ლუკა სირაძის დედის ჩვენებაში

გარდაცვლილი 15 წლის ლუკას სირაძის ოჯახის ადვოკატი ჟურნალისტებთან განცხადებით გარდაცვლილი დედის ჩვენების ერთ ნაწილს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ ამ ჩვენებით მუქარის ერთ-ერთი ადრესატი ლუკას ძმა ბექა იყო. „ლუკას დედის ჩვენებაში მითითებული იყო, რომ მუქარის ერთ-ერთი ადრესატი ლუკას ძმა ბექა იყო, რომელიც გორის სამხედრო აკადემიაში სწავლობს. მას უთხრეს, რომ ბექას პრობლემები შეექმნებოდა, თუმცა რა სახის პრობლემებზე […]