ცოტნე გამსახურდია კლინიკაში უგონოდ მიიყვანეს – მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

ცოტნე გამსახურდია კლინიკაში უგონოდ მიიყვანეს - მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდებაამ წუთებში, დაჭრილ ცოტნე გამსახურდიას ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

როგორც „პრაიმტაიმს” ემერჯენსის განყოფილებაში განუცხადეს, პაციენტი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.

მას ჭრილობები თავისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, თუმცა კლინიკაში არ აკონკრეტებენ არის თუ არა ეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები.

გამსახურდია ცოტა ხნის წინ, თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.