ბათუმში დაჭრილი პოლიციელი მკლავჭიდელი ოთარ თავართქილაძეა

ბათუმში დაჭრილი პოლიციელი მკლავჭიდელი ოთარ თავართქილაძეაბა­თუმ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე 18 დეკემბერს გვი­ან ღა­მით პო­ლი­ცი­ე­ლი დაჭ­რეს. შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და. ეკი­პა­ჟი მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რო­დე­საც უც­ნობ­მა პირ­მა ისი­ნი გა­ა­ჩე­რა და ერთ-ერთ სა­მარ­თალ­დამ­ცველს ყე­ლის არე­ში მძი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლი დაჭ­რი­ლის მე­წყვი­ლემ ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა.

დაჭ­რილ პო­ლი­ცი­ელს ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და. რო­გორც აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ზაალ მი­ქე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა.

“პირ­ველ რიგ­ში რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მად­ლო­ბას ვუხ­დი, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნა. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჯე­რად სტა­ბი­ლუ­რია, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ჯან­მრთე­ლი და უვ­ნე­ბე­ლი გა­ე­წე­როს კლი­ნი­კი­დან”,- გა­ნა­ცხა­და ზაალ მი­ქე­ლა­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, დაჭ­რი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ოთარ თა­ვარ­თქი­ლა­ძეა. ერთ-ერთი მე­გობ­რის გოჩა შა­ვა­ძის თქმით, თა­ვარ­თქი­ლა­ძე მკლავ­ჭი­დის ნაკ­რე­ბის წევ­რია. მი­სი­ვე თქმით, იგი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის დროს დაჭ­რეს.

“ოთარ თა­ვარ­თქი­ლა­ძე მკლავ­ჭი­დე­ლია… იგი მკვლავ­ჭი­დის ნაკ­რე­ბის წევ­რია, ამა­ვე დროს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია. კარ­გი ბი­ჭია და თა­ვის საქ­მეს ყო­ველ­თვის კარ­გად აკე­თებ­და. სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის დროს დაჭ­რეს, მას კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან ჰქონ­და”,- გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთან გოჩა შა­ვა­ძემ.

ამბები