კატეგორია: სამართალი

15 წლის ლუკა სირაძე გარდაიცვალა

იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის თამარ ვახტანგაძის ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძეს გული გაუჩერდა. თამარ ვახტანგაძის თქმით, ექვსი დღის განმავლობაში პაციენტს ყველანაირი სამედიცინო ჩარევა ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “ბოლო 6 დღის განმავლობაში, მას ჩაუტარდა ყველანაირი სამედიცინო ჩარევა. საგანგებოდ მისთვის, ამ პაციენტისთვის ნეიროქირურგების და ანესთეზიოლოგების გუნდი იქნა ჩამოყვანილი ისრაელიდან, თუმცა სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. […]

ლიბიაში 2 წლის წინ დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური პატიმრობიდან გათავისუფლდა

ლიბიაში დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური პატიმრობიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განუცხადა. მისივე თქმით, მეზღვაურები საქართველოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდებიან. „ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ მეზღვაურები ლიბიაში. ჩვენ დავუკავშირდით ადგილზე ადვოკატს. ჩვენი საელჩო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. პირველ რიგში გავარკვიეთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ლიბიაში არსებული რთული […]

ოზურგეთში თხრილში 65 წლის შ.კ.-ს ცხედარი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 65 წლის შ. კ.- ს ცხედარი მისმა ძმამ, გზისპირა თხრილში იპოვა. შს სამინისტროს სამართალდამცველებმა საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსთავში ცოლმა ქმარი არასასურველი სექსის გამო დააჭერინა

რუსთავში ცოლმა ქმარს უჩივლა. ცოლ-ქმარი 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. ინტიმური ურთიერთობისას ქმარმა სავარაუდოდ ცოლის თხოვნა არ გაითვალისწინა, რასაც კამათი მოჰყვა. “ინფო რუსთავის”- ინფორმაციით ქალმა 112-ში მეუღლესთან მისითვის არასასურველი სქესობრივი კავშირის გამო დარეკა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცი დააკავა, მოსამართლემ კი დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “მომხდარზე გამოძიება სსკ […]

გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. გიგა ბოკერია პროკურატურაში დაბარებას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უკავშირებს, რომელმაც “დაჭერები დააანონსა”. ბოკერიას შეფასებით, ცალკეული ლოდერების დაჭერით, ხელისუფლება საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს. რაც შეეხება პროკურატურის მიერ დაბარების საკითხს, გიგა ბოკერიას თქმით, ის მოწმის სტატუსით არის დაბარებული და საქმე წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების […]

ინგა გრიგოლია – ტვ პირველის ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმის გამო საქმე აღიძრა

ინგა გრიგოლიამ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა: “ეხლახანს დასრულდა პროცედურა. აღიძრა საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით,154-ე მუხლით, დიახ! ტვ ,,პირველის,,ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმა უნდა გახდეს პრეცენტენდი,რომ პასუხისგებაში მიეცემა ყველა,ვინც ჟურნალისტებს ასე მოექცევა,ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს და რასაც კანონი ითვალისწინებს, იმ სასჯელს მიიღებენ თავხედი თავდამსხმელები. 😡😡😡სალომე თითმერია და ბექა მარშანიშვილი-ტვ,,პირველის,,ოქროს ბავშვები✌️”

ექიმ ზვიად ბახტაძეს გარდაცვლილი პაციენტის შვილი დანით შეუვარდა – რა მოხდა ბათუმის “მედცენტრში”

„გუშინ, დღის ორი საათი იყო, რეანიმაციულ განყოფილებაში შემოვარდა მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის შვილია“ – ამბობს ბათუმის „მედცენტრის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი, ექიმი ზვიად ბახტაძე. ექიმის თქმით, შეიარაღებული ადამიანი დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს. „რეანიმაციაში ვუთხარი, რომ უნდა დამლოდებოდა გარეთ და გავიდა,“ – განაგრძობს ზვიად ბახტაძე, – „აღმოჩნდა, რომ თურმე შემოპარული ყოფილა საშვის გარეშე და ამასობაში ამოვიდნენ […]

ირლანდიასა და ესპანეთში 5 ქართველი დააკავეს

ირლანდიასა და ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს. სპეცოპერაცია “ნანდი-მომბასას” შედეგად, დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ყალბი საბუთების შეძენა-შენახვა-დამზადება და უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულია 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დუბლინიდან ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად აგზავნიდნენ ამანათებს, რომლებსაც საქართველოს ასეულობით მოქალაქე ირლანდიასა […]

ნიკა გვარამია პროკურატურაზე – ”მრცხვენია, რომ ოდესღაც იმ სისტემის ნაწილი ვიყავი”

რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბრამდე გადაიდო. დღევანდელ პროცესზე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობების მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით მიმართეს. ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რითაც გვარამიას […]

ახალგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მათი ცნობით, ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად.