15 წლის ლუკა სირაძე გარდაიცვალა

15 წლის ლუკა სირაძე გარდაიცვალაიაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის თამარ ვახტანგაძის ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძეს გული გაუჩერდა.

თამარ ვახტანგაძის თქმით, ექვსი დღის განმავლობაში პაციენტს ყველანაირი სამედიცინო ჩარევა ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“ბოლო 6 დღის განმავლობაში, მას ჩაუტარდა ყველანაირი სამედიცინო ჩარევა. საგანგებოდ მისთვის, ამ პაციენტისთვის ნეიროქირურგების და ანესთეზიოლოგების გუნდი იქნა ჩამოყვანილი ისრაელიდან, თუმცა სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 20:10 საათზე მისი გული გაჩერდა”, – განაცხადა თამარ ვახტანგაძემ.