სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი გოჩა ჩ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ჩ-მ საქართველოს მოქალაქეს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან 500 ტომარა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად გამოართვა […]
კატეგორია: სამართალი
კახა შუშანაშვილი საფრანგეთიდან საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვს – “ის ძალიან ავად არის” – ვიდეო
რა პირობებში იმყოფებიან ქართველი პატიმრები საფრანგეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში? „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ექსკლუზიური კადრები მარსელის ციხიდან, სადაც არაერთი ქართველი პატიმარი საკმაოდ რთულ სიტუაციაშია. მათ შორის გახლავთ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ კახა შუშანაშვილი, რომელსაც კიდურებზე სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, თუმცა, როგორც მისი ფრანგი ადვოკატი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შუშანაშვილს სამედიცინო დახმარება არ უტარდება, მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება. […]
დიღომში, აღმაშენებლის ძეგლთან, ქალი ყელში დაჭრეს – დაკავებულია ლ.კ.
დიღომში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ქალი დაჭრეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. იგი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას […]
დირბში სიძის მკვლელობისთვის მისი ცოლისძმა დააკავეს
სოფელ დირბში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სიძის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი ცოლის ძმა დააკავა. დაკავებული 1996 წელს დაბადებული პირია, რომელსაც უწყება განზრახ მკვლელობას ედავება. არსებული ინფორმაციით, სიძე ცოლის ძმამ ცულით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებულის დაკავებას ადასტურებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდა 6 […]
შსს – ”ლაშა ბექაურმა იხულიგნა”
ძიუდოისტს, მსოფლიო ჩემპიონს, ლაშა ბექაურს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. „ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა […]
მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ლაშა ბექაური – ”მარჯანიშვილზე პოლიციელებმა მცემეს”
ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბექაურმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც სპორტსმენი ამბობს, შემთხვევა გუშინ საღამოს მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა. ბექაურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას უთხრა თავისი ვინაობის შესახებ, შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. როგორც ბექაური ამბობს, პოლიციელებთან შელაპარაკება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნას მოჰყვა. მისივე ინფორმაციით, ის სპორტდარბაზიდან მოდიოდა და პირადობის […]
გონიოში დ.კ.-ს ჩანთის სახელურში ნარკოტიკი აღმოუჩინეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული დ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დ.კ. სოფელ გონიოში დააკავეს. „ბრალდებულს სამგზავრო ჩანთის სახელურში ნარკოტიკული საშუალებების სპეციალური […]
ა.კ. და ა.ტ. დიდ დიღომში ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე დააკავეს – მათ 24 ბინის გაქურდვა ედება ბრალად – ვიდეო
ქურდობის ბრალდებით, თბილისში 1981 წელს დაბადებული ა. კ. და 1984 წელს დაბადებული ა. ტ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დიდ დიღომში იმ დროს დააკავეს, როდესაც ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაქურდული 8 ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ. „პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ა. კ.-ს კუთვნილი, […]
სისხლიანი გარჩევა რუსთაველზე – 2 ადამიანის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ “ნიუპოსტს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება 19-109 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაპირისპირება, რომელიც 2 ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრით დასრულდა, ბარში მოხდა.
მოსამართლე ეკა კულულაშვილმა ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 11 პირს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა კულულაშვილმა 7 დეკემბერს გამოაცხადა. პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი, დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ცნობისთვის, დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, დანარჩენი კი […]










