“კურიერისთვის” ცნობილი გახდა მძიმე დანაშაულის შესახებ, რომლის მთავარი ფიგურანტი უკვე დაკავებულია. მოზარდებზე 33 წლის მამაკაცი ძალადობდა. მას, სავარაუდოდ, თანამზრახველებიც ჰყავს. გამოძიებისთვის უკვე ცნობილია რამდენიმე არასრულწლოვანი ბიჭი, რომლებიც დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლი გახდნენ. საქმეში დევს კონსპირაციული ბინების მისამართები, ფარული თვალთვალის შედეგები და ტელეფონის ნომრები. თითქმის 2 თვიანი ფარული მოსმენისა და თვალთვალის შემდეგ კი, საქმეში 33 წლის ახალგაზრდა […]
კატეგორია: სამართალი
სპეცოპერაცია ცინცაძის ქუჩაზე – ბმვ-დან ფული და იარაღი ამოიღეს
ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. სპეცოპერაციის დროს, სავარაუდოდ, დაკავებულია ორი პირი. თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი გადაადგილების დროს გააჩერეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მანქანა გაჩხრიკეს. სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ფული – დოლარის და ლარის კუპიურები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ცინცაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. იპნ
გიგი უგულავას სახლში მისი დაკითხვა მიმდინარეობს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას სახლში მისი დაკითხვა მიმდინარეობს. იმის გამო, რომ გიგი უგულავას სახლში ამ დრომდე იმყოფებიან ჟურნალისტები, დაკითხვისთვის ის აივანზე გაიყვანეს. „ყველანაირ განვითარებას ველოდი დღეს, მაგრამ ასეთს ნამდვილად არა. დღის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ბრალდებული მე ვარ, იმ ადამიანის ცემაში, რომელიც თავს დამესხა მე და შესაბამისად, თავისთავად ცხადია, სათვალით რატომ ვივლიდი ღამე, ესე იგი გარკვეული […]
ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს – დაკავებულია 1 პირი
ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ცინცაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. იპნ
მარჯანიშვილის მეტროსთან 2 მამაკაცი დაჭრეს
მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მამაკაცი დაჭრეს. ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებს ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ და საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7-ე ნაწილითა და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.
ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას და კიდევ 2 პირს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს (ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი) ირაკლი კაკულიას, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს ზ.ყ.-ს და შ.პ.ს „კუნძულის“ დირექტორს ე.ღ.-ს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს, საჯარო […]
გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ – “გოკას მუხლი დაუზიანდა”
გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს თბილისის აეროპორტში თავს დაესხნენ. ამის შესახებ გიგი უგულავამ ფეისბუქში დაწერა: “მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ თავდამსხმელები დავიჭირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. გოკას მუხლი დაუზიანდა. ეტყობა ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი😅”
მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ ზაზა სარალიძეს პროკურატურაში უჩივლა
ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, საჩივარი მუქარის, ასევე დაცვის უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლის თაობაზე შეიტანა. ზურაბ თოდუა პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვს. „გუშინ შევიტანე გენერალურ პროკურატურაში ზაზა სარალიძის წინააღმდეგ საჩივარი მუქარის და დაცვის უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლის […]
მოსკოვში საქართველოს მოქალაქე მამუკა დარჩია მოკლეს – ”არტერიაში მოხვდა დანაო, ამბობენ”
მოსკოვში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მამუკა დარჩიას სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს. მომხდარ კრიმინალურ ფაქტთან დაკავშირებით, გარდაცვლილის ახლობლებმა ინფორმაცია ცოტახნის წინ მიიღეს, შესაბამისად, ისინი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარებს ვერ აკეთებენ. ერთადერთი ვერსიით, გუშინ საღამოს, მამუკა დარჩია მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ახლობლის დაბადების დღეზე, როდესაც წარსულთან დაკავშირებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, სიტყვიერი შელაპარაკება ერთ-ერთ პირთან მოუვიდა, რაც შემდგომ […]
აფხაზეთში არტურ ანქვაბი დააკავეს – მას ბრალად ედება ბიზნესმენ არმენ გრიგორიანის გატაცება
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი არტურ ანქვაბი დააკავეს, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. მას ბრალად ედება ბიზნესმენ არმენ გრიგორიანის გატაცება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გრიგორიანი, რომელიც ადგილობრივი ფირმის „დანონის“ ხელმძღვანელია, 24 ნოემბერს სოხუმში, საღამოს ექვსი საათისთვის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ის სამართალდამცავებმა პირველ დეკემბერს გაათავისუფლეს. საქმეზე რამდენიმე ადამიანია დაკავებული. არტურ ანქვაბი წარსულში დე ფაქტო შსს-ს მილიციის სკოლას […]










