კატეგორია: სამართალი

ათონში მოღვაწე ბერის ჩანთიდან პოლიციამ 14,5 გრამი მეტადონი ამოიღო

ათონში მოღვაწე ბერის ჩანთიდან პოლიციამ 14,5 გრამი მეტადონი ამოიღო

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი, გიგა ქავთარაძე ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. სასულიერო პირი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს.”ნიუპოსტმა” კი რეზონანსული საქმის შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევა შეძლო – კერძოდ, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქავთარაძემ პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა, სადაც მიუთითა, რომ საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომან მალანია, უდანაშაულოა. ბერი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ ჩანთა, […]

მამა ანდრია ჯაღმაიძე – “ვიცოდი, რომ ზუგდიდში სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული, რომელმაც ამანათით ნარკოტიკი მიიღო”

მამა ანდრია ჯაღმაიძე - "ვიცოდი, რომ ზუგდიდში სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული, რომელმაც ამანათით ნარკოტიკი მიიღო"

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერ-მონაზონის ბრალდებას საპატრიარქო ეხმაურება. “კურიერთან” სატელეფონო საუბარში საპატრიარქოს პრეს-მდივანი აცხადებს, რომ სასულიერო პირის მამამ ამანათი მიიღო, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა. “მე ვიცოდი ზუგდიდის შემთხვევაზე, რომ სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული, რომელმაც ამანათი მიიღო, სადაც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. საპატრიარქო  ჯერ დაელოდება სამართალდამცველების დასკვნას, ხომ შეიძლება, ტყუილად ედავებოდნენ, ან დამნაშავე იყოს? ჩვენ არ გვაქვს საშუალება, […]

ადვოკატი მოსიაშვილი – “ალექსანდრე ტოგონიძეს ნიკოლოზ ქუმსიშვილის მკვლელობა ზეწოლის შედეგად აღიარებინეს”

ადვოკატი მოსიაშვილი - "ალექსანდრე ტოგონიძეს ნიკოლოზ ქუმსიშვილის მკვლელობა ზეწოლის შედეგად აღიარებინეს"

მეგობრის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 40 წლის ბიზნესმენი, ალექსანდრე ტოგონიძე აცხადებს, რომ მას აღიარებითი ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტოგონიძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განუცხადა. როგორც მოსიაშვილი აცხადებს, მოკლული ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე ტოგონიძე ბიზნესპარტნიორები არ ყოფილან და არც რაიმე სახის დავა ჰქონდათ. ადვოკატი ამბობს, რომ ტოგონიძე მოკლულ მამაკაცს ბიზნესთან დაკავშირებით კონსულტაციებს […]

ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა წუხელ, გვიან ღამით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე დაკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება. შსს ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს. იმედინიუსი

პოლიციელმა ბესიკ ფიფიამ წალენჯიხაში სხვა პოლიციელებს ესროლა

პოლიციელმა ბესიკ ფიფიამ წალენჯიხაში სხვა პოლიციელებს ესროლა

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ბესიკ ფიფიამ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებსა და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, წალენჯიხის ცენტრში მოხდა. როგორც “ნიუპოსტმა” გაარკვია, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ფიფია კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან კოლეგების მისამართით ისროდა. საბედნიეროდ, ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დაცხრილულია პოლიციელების კუთვნილი ავტომობილები. ფიფია გუშინვე დააკავეს. მომხდარის მოტივი უცნობია, რადგან დაკავებული […]

გვარამიას, დამენიას და იაშვილის პროცესი 13 დეკემბრისთვის გადაიდო

გვარამიას, დამენიას და იაშვილის პროცესი 13 დეკემბრისთვის გადაიდო

“რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი “ინტერ მედია პლიუსის“ ბრალდებული დირექტორის ზურაბ იაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას შუამდგომლობა გახდა. ბასილაიამ მოსამართლე ლევან გელოვანს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. როგორც ბასილაიამ განმარტა, […]

ჯანდარის ტბაზე გიორგი ქველაძის და ირაკლი ბოჭოიძის ცხედრები იპოვეს

ჯანდარის ტბაზე დაკარგულები სიძე-ცოლისძმა, გიორგი ქველაძე და ირაკლი ბოჭოიძე არიან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ​ჯანდარის ტბაზე დაკარგული 21 და 26 წლის მეთევზეების, გიორგი ქველაძის და ირაკლი ბოჭოიძის, ცხედრები იპოვეს. “​ჯანდარის ტბაზე დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები სამი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, ვერტმფრენი, სითბური დრონი და ცოცხალი ძალა, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბის […]

თბილისის 116-ე სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლე მე-10 კლასელმა დაჭრა

თბილისის 116-ე სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლე მე-10 კლასელმა დაჭრა

დაპირისპირება თბილისის 116-ე სკოლაში – მე-8 კლასის მოსწავლე მეათეკლასელმა დაჭრა. ფაქტი “ნიუპოსტს” კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ სკოლის დირექცია აღნიშნულის მიჩუმათებას ცდილობს მისივე მტკიცებით მოსწავლეს ჭრილობა მუცლის არეში დანით აქვს მიყენებული, წყაროს ინფორმაციით, შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მეორე ვერსიაც ვრცელდება, რომლის მიხედვითაც მოსწავლე საწერი კალმით ფეხის არეში მსუბუქადაა დაჭრილი. ადგილზე საპატრულო […]

”სახე სისხლიანი ჰქონდა, პულსი არ ესინჯებოდა” – აჩიკო ჯანგუაშვილს სიმამრის, ფირუზ გოგნიაშვილის, მკვლელობისთვის ეძებენ

გორის ცენტრში იარაღი გაისროლეს

პოლიცია 24 საათზე მეტია 50 წლის აჩიკო ჯანგუაშვილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. გამოძიების ინფორმაციით, ჯანგუაშვილმა სიმამრი, 61 წლის ფირუზ გოგნიაშვილი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. საზარელი მკვლელობა სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში მოხდა. მოკლული შვილმა იპოვა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჯანგუაშვილი ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა და შეიძლება ითქვას, რომ მკვლელობაც სწორედ ამ კონფლიქტს უკავშირდება. გოგნიაშვილს ჭრილობები მარჯვენა სახის არეში […]

ჯანდარის ტბაზე დაკარგულები სიძე-ცოლისძმა, გიორგი ქველაძე და ირაკლი ბოჭოიძე არიან

ჯანდარის ტბაზე დაკარგულები სიძე-ცოლისძმა, გიორგი ქველაძე და ირაკლი ბოჭოიძე არიან

ჯან­და­რის ტბა­ზე და­კარ­გულ ორ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ოჯა­ხი და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი მე­ო­რე დღეა ეძებს. 26 და 21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის სიძე და ცო­ლისძმა არი­ან. გი­ორ­გი ქვე­ლა­ძის და ირაკ­ლი ბო­ჭო­ი­ძის ოჯა­ხის წევ­რებს იმე­დი აქვთ, რომ ბი­ჭე­ბის ნავი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დი­ნე­ბამ წა­ი­ღო და ისი­ნი ცო­ცხლე­ბი არი­ან. ოჯა­ხი და­კარ­გუ­ლე­ბის ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს და ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას, ასე­ვე თვითმხილ­ვე­ლებს […]