კატეგორია: სამართალი

ბათუმში მთავრობის სახლთან 4 პირი დააკავეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც აჭარის მთავრობის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. დაკავებულები ბათუმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დამატებით დეტალებს “ინტერპრესნიუსი” აზუსტებს. რაც შეეხება აჭარის მთავრობის სახლს, იქ მობილიზებული არიან სამართალდამცავები. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შენობაში შესვლა მოახერხეს. შეგახსენებთ, დილიდან აჭარის მთავრობის სახლში თანამშრომლები ვერ შედიოდნენ, რადგან აქციის მონაწილეებს შენობის შესასვლელი პიკეტირებული […]

ადვოკატი მანელიძე – ”ბექა კვიციანი არაადეკვატურია, ურთიერთობაში ვერ შემოდის”

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კვიციანის ადვოკატმა შოთა მანელიძემ განუცხადა. ის ბექა კვიციანთან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც კვიციანს ბრალს სავარაუდოდ, დღეს, დღის ბოლოს წაუყენებენ. როგორც შოთა მანელიძე აცხადებს, მან კვიციანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქმის ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო. „ბრალდებაზე მსჯელობისგან […]

ბექა კვიციანი პოლიციას ემზარ კვიციანმა ჩააბარა – “სააკაძის ძეგლთან ვიპოვე, იცინოდა და არაფერი არ ახსოვდა”

“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატი ემზარ კვიციანი ირწმუნება, რომ 36 წლის ნოდარ ცხადაძის მკვლელობისთვის დაკავებული ბექა კვიციანი პოლიციას თავად ჩაბარდა. 26 წლის წარსულში ნასამართლევი ახალგაზრდა, პარლამენტის წევრის ძმისშვილია. ემზარ კვიციანი აღნიშნავს, რომ ბექა კვიციანი ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარს. “ჩაბარდა ჩემი ძმისშვილი. მე მივეხმარე ჩაბარებაში. აზრზე არ არის რა მოხდა, ქუჩაში ვიპოვე. ქალაქში დავდიოდი და ვიპოვე. ბოლო დროს არაადეკვატური […]

შსს – ბექა კვიციანმა ნოდარ ცეცხლაძეს თბილისის ზღვასთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეგობარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა – დაკავებულია 1 პირი შინაგან […]

ბექა კვიციანი ნოდარ ცხადაძეს ქურდულ “ობშიაკსა” და ბიზნესში წილს სთხოვდა?

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ბიზნესმენის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს. საქმეზე ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ ვინ დააკავეს კონკრეტულად. “ნიუპიოტის” ინფორმაციით კი დაკავებული სწორედ ბექა კვიციანია, რომელსაც პოლიცია 3 დღის განმავლობაში ეძებდა. “ნიუპოსტისვე” ინფორმაციით, სწორედ კვიციანმა მიაკითხა ცხადაძეს ისანში, სადაც გარდაცვლილს ავტონაწილების მაღაზია […]

ბექა კვიციანი დააკავეს

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მეგობარი ბექა კვიციანი დააკავა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის გახსნას ადასტურებენ, თუმცა დაკავებულის ვინაობას არ აკონკრეტებენ. უწყების განმარტებით, ერთი მამაკაცი დაკავებულია, როგორც ბრალდებული. აღსანიშნავია, რომ ბექა კვიციანი მოკლული მამაკაცის შვილის ნათლიაა. ბექა კვიციანი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა. […]

ბექა კვიციანმა საქართველო დატოვა

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილმა, ბექა კვიციანმა საქართველო დატოვა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, სამართადამცავები მას ბოლო ორი დღეა ეძებენ, რადგან თბილისში, ისნის ბაზრობიდან ამოღებული ვიდეოკამერებში ჩანს, რომ სწორედ კვიციანი მივიდა ნათესავთან, 36 წლის ნოდარ ცხადაძესთან და მანქანაში ჩაისვა, ბოლოს კი ცხადაძე თბილისის ზღვაზე განსაკუთრებული სისატიკით მოკლული იპოვეს. ახალგაზრდას ცეცლსასროლი იარაღიდან მიყენებული 14 ჭრილობა აღენიშნებოდა. “ნიუპოსტისვე” ინფორმაციით, […]

თამთა თოდაძემ მარიამ კუბლაშვილს უჩივლა

თბილისის საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე, რომელიც ამავე საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს პერსონალური მონაცემების გავრცელებასთან დაკავშირებით უჩივის. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თავად ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი აცხადებს, თოდაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს განცხადებით მიმართა. “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს განცხადებით მიმართა თამთა თოდაძემ მისი მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით. კერძოდ, განმცხადებელი […]

სანდრო ბრეგაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო

სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველზე ზემოქმედების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერის – სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის […]

მოკლული ნოდარ ცხადაძის კვალი ისნის ავტობაზრობაზე იკარგება – იქ მას ბექა კვიციანმა მიაკითხა მანქანით

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 36 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმე – “კურიერის” ინფორმაციით, მოკლული ნოდარ ცხადაძის კვალი ისნის ავტობაზრობაზე იკარგება, სადაც ის მუშაობდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნოდარ ცხადაძეს ისნის ბაზრობაზე მისმა მეგობარმა, ემზარ კვიციანის ძმისშვილმა ბექა კვიციანმა მიაკითხა ავტომობილით. გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები, მედიასთან მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. გარდაცვლილი ნოდარ ცხადაძის მეზობლები “კურიერთან” ინტერვიუში აცხადებენ, რომ ცხადაძე ყოფილი […]