ბექა კვიციანი დააკავეს

ბექა კვიციანი დააკავესთბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მეგობარი ბექა კვიციანი დააკავა.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის გახსნას ადასტურებენ, თუმცა დაკავებულის ვინაობას არ აკონკრეტებენ. უწყების განმარტებით, ერთი მამაკაცი დაკავებულია, როგორც ბრალდებული.

აღსანიშნავია, რომ ბექა კვიციანი მოკლული მამაკაცის შვილის ნათლიაა.

ბექა კვიციანი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა.

ინფორმაციისთვის: დაკავებული ბექა კვიციანი დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილია.

თბილისის ზღვაზე 35 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი ორი დღის წინ იპოვეს.

მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

ბექა კვიციანი რამდენჯერმეა ნასამართლევი, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე, 2008-ში სამართალდამცველებმა ხულიგნობისთვის დააკავეს, 2014 წელს კი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.