ანკარაში 8 ქართველი ქურდობისთვის დააკავეს. მათ ტექნიკის მაღაზიასა და 4 სახლის გაქურდვა ედებათ ბრალად. ქურდობა მაღაზიის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. სავაჭრო ობიექტიდან მოპარულია ლეპტოპი, მობილური ტელეფონები, საათი და სხვა ნივთები. თურქეთის პოლიციამ მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულებს 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა უკვე მიუსაჯეს. რუსთავი 2
კატეგორია: სამართალი
საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა
საბერძნეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი დააკავა, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა. ამ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს. შემთხვევა საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ქსანთისთან მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, 40 წლის ქართველ მძღოლს მიგრანტები მანქანა-მაცივრის მეშვეობით გადაჰყავდა. მაცივარი გამორთული იყო. პოლიციამ მიგრანტები ავტომობილის შემოწმების დროს აღმოაჩინა. სამართალდამცავების განცხადებით, მიგრანტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათ ავტომობილის მძღოლი დააკავეს და […]
ადვოკატი კახიძე – “გია უდესიანს უნგრეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა”
ბრალი არის აბსურდული და პოლიტიკური დევნის გაგრძელება გია უდესიანის მიმართ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უძრავი ქონებისა და წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების საქმეზე ბრალდებულ გია უდესიანის უფლებადამცველმა შოთა კახიძემ განუცხადა. შოთა კახიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი პირი ზაზა გუგავა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოძალვას ედავება. „ბრალი არის აბსურდული. ჩემი დასაცავი […]
ხათუნა სალუქვაძეს ბინის მეპატრონე ვილნიუსში ფულს სთხოვს – რა პრობლემა შეექმნა საქართველოს ყოფილს ელჩს ლიეტუვაში
სკანდალში გახვეული ყოფილი დიპლომატი – ლიეტუვაში საქართველოს ყოფილი ელჩი ხათუნა სალუქვაძე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაშია მხილებული. “ეს არის აბსოლუტურად არასწორი, ტყუილი, თითიდან გამოწოვილი ამბავი. ხოლო ის ფაქტი რატომ შეფასდა სკანდალად და გადაგდებად, ჩემთვის მეტყველებს, რომ ამაში გარკვეული ძალები იყვნენ დაინტერესებული, რომ წარმოეჩინათ ეს ფაქტი. ბინის მეპატრონემ შეიტანა სარჩელი, რომ მას მიეცა საფუძველი, თავისი არაკეთილსინდისიერი განზრახვა […]
“გაათავისუფლეთ მინდია ლავასოღლი!” – ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან აქცია გაიმართა
კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან აქციას მართავენ და კონსულთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, უნდა მოხდეს განმარტება რატომ არის მინდია ლავასოღლი დაკავებული. მათივე ინფორმაციით, მინდია ლავასოღლი თურქეთის საპატიმროში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. „ჩვენ ვაპირებთ აქცია გავაგრძელოთ, რომელიც მიმართულია ერთი მიზნისკენ – გავერკვეთ, სად არის მინდია ლავასოღლი. რამდენიმე ხნის განმავლობაში ქართული მხარისგან […]
იუსტიციის საბჭომ სალომე ზურაბიშვილს ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა ოფიციალურად მოსთხოვა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, სალომე ზურაბიშვილს აღნიშნულის შესახებ მიმართვა 1-ელ ნოემბერს წარედგინა. იუსტიციის უმაღლლესმა საბჭომ არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე 25 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საკითხის ინიცირებისას აღნიშნა, პრეზიდენტისადმი მიმართვის საფუძველია ის, რომ ანა […]
ახალქალაქში ეკლესია მეორედ დაარბიეს
ახალქალაქში, სოფლების ხულგუმოსა და ბავრასთან ახლოს მდებარე სალოცავში ხატები და რელიგიური ნივთები კიდევ ერთხელ, უკვე მეორედ დააზიანეს. სალოცავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და აქ სომხური ეკლესიის მრევლი დადის. ეკლესიაში რელიგიური სიწმინდეების დაზიანების შესახებ საინფორმაციო სააგენტო jnews.ge წერს. მათი ინფორმაციით, სალოცავი, სადაც მსგავსი შემთხვევა სამ აპრილსაც მოხდა, კიდევ ერთხელ დაარბიეს. დაზიანებულია ქრისტიანული ხატები და რელიგიური საგნები. სააგენტო აღნიშნავს, რომ […]
საკუთარის მანქანის მოპარვის გათამაშებისთვის 59 წლის ფ.ს. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის და ცრუ დასმენის ბრალდებით, 1960 წელს დაბადებული ფ.ს. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოპარული იყო ავტომობილი. […]
“ჩემი ცოლიც არ ყოფილა…” – დეა გოშხეთელიანის ქმარს სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
24 წლის დეა გოშხეთელიანი “კურიერთან” თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უსამართლობაზე საუბრობს. დაზარალებული ყვება, რომ მოსამართლე ილონა თოდუამ მის მოძალადე ყოფილ ქმარს შემაკავებელი ორდერი უსაფუძვლოდ გაუუქმა, რითიც მისი სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენა. დეა გოშხეთელიანი სრულ პასუხისმგებლობას მის სიცოცხლეზე მოსამართლეს აკისრებს და მოძალადისგან თავდაცვას საკუთარი ძალებით ცდილობს. “თუ მომკლავს სრული პასუხისმგებლობა მოსამართლეს ეკისრება,” – აცხადებს დეა გოშხეთელიანი. გიგა ბაკურაძემ დეა გოშხეთელიანისა და მისი მამის […]
კობა თარაშვილი მართვით სუნთქვაზეა
სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი კობა თარაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა, მამუკა კაპანაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. „პაციენტი გუშინ საღამოს კატასტროფის ბრიგადამ სიღნაღის საავადმყოფოდან გადმოიყვანა, პაციენტს კლინიკაში ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. დღეს მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა აგრძელებს მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.რაც შეეხება მკლავის ამპუტაციის საკითხს, ამის საჭიროება […]










