სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 21 ოქტომბერს მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტომ იმავე დღეს ბიზნესოპერატორთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. „ლაბორატორიული კვლევისთვის მოხდა სურსათის ნიმუშების აღება: 1) უკრაინული ქათმის ბარკალი […]
კატეგორია: სამართალი
რამაზ ხუხუამ მამის ცხედარი ამოთხარა – ”მამა მე არ მომიკლავს”
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში დღეს პოლიცია და ექსპერტები იყვნენ მობილიზებულნი. ადგილობრივმა რამაზ ხუხუამ სამართალდამცავების თანდასწრებით, მამის ცხედარი ამოთხარა. როგორც ხუხუა განმარტავს, მას ბიძა მამის მკვლელობაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა კაცი აცხადებს, რომ 63 წლის რევაზ ხუხუა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა და თერმულ წყლებში დაიხრჩო. რამაზ ხუხუა დარწმუნებულია, რომ უდანაშაულობას გვამის ექსჰუმაციის შემდეგ დაამტკიცებს. „მამაჩემი სამი წლის წინ, უბედური […]
ბათუმში 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმში 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილს ახლობლები და ოჯახის წევრები დღეს დილიდან ეძებდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. მამაკაცმა გარდაცვალებამდე 6 საათით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: “აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით, რომლებსაც თქვენ თვითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და […]
ფარცხალაძის ერთი ძმა სუსის მაღალჩინოსანია, მეორე – საზღვრის დაცვის პოლიციის – გამოძიება ყოფილი გენპროკურორის ოჯახის წევრებით ინტერესდება
პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად გაარკვია რომ საქართველოდან გაქცეული ყოფილი გენპროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გამოძიებას მიუნხენში ემალება, სადაც მან დიდი ბინაც იყიდა და თავის ბიზნეს-პარტნიორებს გერმანიის ამ ქალაქში ხვდება. პარალელრუად, დავადგინეთ ისიც რომ ოთარ ფარცხალაძის ერთი ძმა, ნოდარ ფარცხალაძე, რომელიც წარსულში ანტიკორუფციული სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, ახლა სუსის ე.წ. „ოდეერების“ სამმართველოს მაღალჩინოსანია. რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მეორე ძმას, თორნიკე […]
ავთანდილ ხარაძე – ”სოფო კილაძეს 2 თვის წინ გაყრა ვთხოვე, ის არ მაჩვენებს ჩემს 5 წლის შვილს, მას კი არ და ვერ დავთმობ”
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძისყოფილი მეუღლე ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ბრალდებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ავთანდილ ხარაძე, რომლის მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი, ინტერპრესნიუსს ექსკლუზიურად ესაუბრა. ის კატეგორიულად გამორიცხავს ყოფილ მეუღლეზე, სოფო კილაძეზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. როგორც თავად ავთანდილ ხარაძე ინტერპრესნიუსთან საუბარში ამბობს, ყოფილ მეუღლეებს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი […]
სოფო კილაძის მოძალადე ქმარი ავთანდილ ხარაძე თავდაცვის სამინისტროში მუშაობს
დეპუტატ სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე ავთანდილ ხარაძე, რომელიც პარლამენტარმა ძალადობაში ღიად დაადანაშაულა, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს ყოფილი მეუღლე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ამხილა. დეპუტატი ამბობს, რომ ამ ფაქტის გამო სამართალდამცავებს შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით მიმართა. 31 წლის ავთანდილ ხარაძე თავდაცვის უწყებაში 2017 წელს ინსპექტორის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. ხარაძე ფლობს 5.000 […]
14 წლის თორნიკე გახელაძე სატანისტური რიტუალის დროს მოკლეს? – რა მოხდა პანტიანის ტყეში
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალებში ციცო გახელაძე შვილის, 14 წლის ბიჭის, საქმეზე გამოძიებას უკვე ოთხი წელია უშედეგოდ ელოდება. ტრაგედია 2015 წლის მარტში მოხდა, 14 წლის თორნიკე გახელაძე დილით სკოლაში წავიდა და სამდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი ნახეს. მოზარდი სამართალდამცავებმა პანტიანის ტყეში ჩამოკიდებული იპოვეს. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. თანასოფლელების თქმით, ბიჭი სატანისტურ რიტუალს […]
სოფო კილაძე – “ჩემი ქმარი ჩემზე ძალადობდა”
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დეპუტატზე ქმარმა იძალადა და მასზე შემაკავებელი ორდერი გაიცა, დადასტურდა. “კურიერმა” გაარკვია, რომ ეს ადამიანი “ქართული ოცნების” დეპუტატი, სოფო კილაძეა. დეპუტატის ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს. დეპუტატი ფიზიკურ ძალადობას არ ადასტურებს. “დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, […]
ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო გადაიდო – ახალმა ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა თვითაცილება მოითხოვა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში ირაკლი ოქრუაშვილი პროცესის გადადებას ითხოვდა, ვინაიდან მისი განცხადებით, სურს ადვოკატი აიყვანოს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა. შუამდგომლობაში ადვოკატმა ირაკლი ოქრუაშვილის პოზიცია დააფიქსირა, რომლის მიხედვითაც, ოქრუაშვილს არ სურს სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის მიერ მოხდეს მისი დაცვა. შუამდგომლობის მიხედვით, ოქრუაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმას, […]
თაღლითობისა და ქურდობისთვის ლ.მ.-ს 7 წელი მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თაღლითობისთვის, ქურდობისთვის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცებისთვის და მოტყუებით, ქონების დაზიანებისთვის ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.მ.-მ „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანა იქირავა დ.მ.-სგან. ზეპირი […]










